ექსპერიმენტები

რინგელმანის ექსპერიმენტი

რინგელმანის ექპერიმენტი (იგივე რინგელმანის ეფექტი) პირველად აღიწერა 1913 წელს, ხოლო ჩატარდა 1927 წელს ფრანგი სოფლის მეურნეობის ინჟინერიის პროფესორის, მაქსიმილიან რინგელმანის მიერ. ეს ექსპერიმენტი ტარდებოდა ცნობისმოყვარეობის გამო, თუმცა გამოკვეთა კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც ადამიანების ეფექტური მუშაობა მცირდება იმის მიხედვით, რამდენი ადამიანია იმ ჯგუფში, რომელშიც ისინი მუშაობენ. ექპერიმენტისთვის შემთხვევითად შეარჩიეს ადამიანების სხვადასხვა რაოდენობა კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად. პირველ შემთხვევაში ეს იყო სიმძიმეების აწევა, მეორეში – თოკის გადაწევა.
ერთ ადამიანს შეეძლო აეწია, მაგალითად, მაქსიმუმ 50კგ. შესაბამისად ორ ადამიანს უნდა შესძლებოდა 100 კგ-ის აწევა, რადგან შედეგი პირდაპირ პროპორციულად უნდა გაზრდილიყო. მაგრამ ეფექტი სრულიად სხვაგვარი იყო : ორმა ადამიანმა შეძლო იმ მასის მხოლოდ 93%-ის აწევა, რომელსაც ცალცალკე წევდნენ. როდესაც ჯგუფი გაზარდეს 8 ადამიანამდე მათ მხოლოს მასის 49% აწიეს. თოკის გადაწევის შემთხვევაში ეფექტი ზუსტად იგივე იყო: ადამიანების რაოდენობის ზრდა ამცირებდა ეფექტურობის პროცენტს.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდესაც ჩვენ გათვლას ვაკეთებთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე შედეგის მისაღწევადაც მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ, ხოლო როდესაც ვმუშაობთ ჯგუფში, ხშირად იმედებს სხვაზე ვამყარებთ. პრობლემა მოქმედებების პასიურობაში მდგომარეობს, თანაც ეს პასიურობა არის უფრო სოციალური ვიდრე ფიზიკური. დამოუკიდებელი მუშაობა ჩვენში აღძრავს რეფლექსს მივაღწიოთ ჩვენს მაქსიმუმს, ჯგუფურ მუშაობაში კი შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომ, თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი გაქვთ გასაკეთებელი, აჯობებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე იყოთ და არ გქონდეთ სხვებისგან დახმარების მოლოდინი, რადგან ასეთ დროს ბოლომდე დაიხარჯებით და მიაღწევთ შედეგს, თანაც სხვებისთვის არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ის, რაც თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია.

სხვა ცნობილი ექსპერიმენტები:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

წყარო: MAGMA

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81