ექსპერიმენტი პატარა ალბერტზე

0

ექსპერიმენტი „პატარა ალბერტი“ ჩატარდა ნიუ იორკში 1920 წელს ფსიქოლოგ ჯონ უოტსონის მიერ, რომელიც, სხვათაშორის, არის ბიჰევიორიზმის – ფსიქოლოგიის განსაკუთრებული მიმდინარეობის, დამფუძნებელი. ექსპერიმენტი ტარდებოდა იმისათვის, რომ დაედგინათ როგორ ფორმირდება შიში იმ საგნების მიმართ, რომლებიც მანამდე შიშს არ იწვევდნენ.

ცდისთვის აარჩიეს 9 თვის ბიჭი სახელად ალბერტი. რაღაც დროის განმავლობაში მას აჩვენებდნენ თეთრ ვირთხას, ბაჭიას, ბამბას და სხვა თეთრ საგნებს. ბიჭი ეთამაშებოდა ვირთხას და მიეჩვია მას. ამის შემდეგ, როდესაც ბავშვი იწყებდა თამაშს ექიმი ჩაქუჩის მეტალზე დარტყმით იწვევდა მასში ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ბიჭმა დაიწყო ვირთხასთან კონტაქტისგან თავის არიდება, ხოლო კიდევ უფრო გვიან, ვირთხის და სხვა თეთრი საგნების დანახვისას ტირილს იწყებდა. ექსპერიმენტის დასასრულს, გამოითქვა მოსაზრება, რომ შიშები ადამიანს უყალიბდება ძალიან ადრეულ ასაკში და შემდეგ უნარჩუნდება მთელი ცხოვრება. ალბერტს რაც შეეხება, მისთვის აუხსნელი თეთრი ვირთხის შიში მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩა.

ამ ექპერიმენტის შედეგები, პირველ რიგში, გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი ყოველი დეტალისთვის ყურადღების მიქცევა ბავშვის აღზრდის პროცესში. რაღაც, რაც უმნიშვნელოდ მოგვეჩვენა და გამოგვრჩა თვალთახედვის არიდან, შეიძლება უცნაური ფორმით აისახოს ბავშვის ფსიქიკაზე და გადაიზარდოს ფობიაში ან შიშში. ბავშვების აღზრდისას, მშობლები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ყურადღებით, აკვირდებოდნენ ყველაფერს, რაც მათ გარშემოა და ბავშვების რეაგირებას ამაზე. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინრე, რაც უკვე ვიცით, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, გავიაზროთ და ვიმუშავოთ ჩვენს შიშებზე, რომელთაც ახსნას ვერ ვუძებნით. სავსებით შესაძლებელია, რომ ის, რისიც უსაფუძვლოდ გვეშინია ბავშვობიდან მოგვყვება. და რა სასიამოვნო შეიძლება იყოს განთავისუფლება შიშებისგან, რომლებიც გვაწვალებდნენ ან უბრალოდ თავს გვაბეზრებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

სხვა ცნობილი ექსპერიმენტები:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

წყარო: MAGMA

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81