ექსპერიმენტი „მე და სხვები“

0

„მე და სხვები“ 1971 წლის საბჭოთა კავშირში გადაღებული სამეცნიერო-პოპულარული ფილმია, სადაც ასახულია რამდენიმე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის გადაღებები, რომელთა მიდინარეობასაც დიქტორი კომენტარს უკეთებს. ექსპერიმენტები ასახავს გარშემო მყოფთა აზრის გავლენას ადამიანზე, და მის უნარს გამოიგონოს ის რაც არ/ვერ დაიმახსოვრა. ყველა ექსპერიმენტი მოამზადა და ჩაატარა ფსქიოლოგმა ვალერია მუხინამ.

ფილმში ნაჩვენები ექსპერიმენტები:

• „თავდასხმა“ : ცდისპირებს უნდა აღეწერათ იმპროვიზირებული თავდასხმის დეტალები და გაეხსენებინათ თავდამსხმელთა მახასიათებლები.
• „მეცნიერი და მკვლელი“ : ცდისპირებს აჩვენებენ ერთი და იმავე ადამიანის პორტრეტს ისე, რომ წინასწარ წარუდგენენ მას როგორც მკვლელს ან მეცნიერს. მონაწილეებმა უნდა შექმნან ამ ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
• „ორივე თეთრია“ : მაგიდაზე ბავშვებს-მონაწილეებს წინ უდებენ შავ და თეთრ პირამიდას. სამი ბავშვი ამბობს რომ ორივე თეთრია მეოთხის შთაგონებადობის შესამოწმებლად. ამ ექსპერიმენტების შედეგები ძალიან საინტერესოა. მოგვიანებით ასეთივე ექსპერიმენტი ჩატარდა ზრდასრულ ადამიანებზე.
• „ტკბილ-მლაშე ფაფა“ : თეფშზე ფაფის ¾ ტკბილია, ხოლო ¼ – მლაშე. სამ ბავშვს ასინჯებენ ფაფას და ისინი ამბობენ, რომ ის ტკბილია. მეოთხეს ასინჯებენ მლაშე ნაწილს. მიზანი: შეამოწმონ რას იტყვის ფაფაზე ის მონაწილე, რომელმაც მლაშე ნაწილი გასინჯა, მაშინ როდესაც სამი დანარჩენი მონაწილე ამბობს, რომ ის ტკბილია, რითაც ამოწმებენ საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობას.
• „პორტრეტები“ : მონაწილეებს აჩვენებენ 5 პორტრეტს და თხოვენ იმის დადგენას არის თუ არა ამ ფოტოებს შორის ერთი და იგივე ადამიანის ფოტოები. ამასთანავე, ყველა მონაწილემ, ერთის გარდა, რომელიც გვიან მოვიდა, უნდა თქვას, რომ ორი სხვადასხვა ფოტო ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის. ექსპერიმენტის მიზანს ასევე წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს უმრავლესობის აზრი ერთ ადამიანზე.
• „ტირი“ : მოსწავლის წინ მოთავსებულია ორი სამიზნე. თუ ის გაისვრის მარცხენა სამიზნის მიმართულებით, მიიღებს ერთ რუბლს, რომელიც შეუძლია სურვილისამებრ გამოიყენოს. თუ მარჯვენა სამიზნეს დაუმიზნებს ერთი რუბლი კლასის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. მარცხენა სამიზნეში თავიდანვე ზუსტი სროლის მეტი ნიშნულია გაკეთებული. უნდა დავადგინოთ, რომელს სამიზნეს დაუმიზნებს მოსწავლე, თუ დაინახავს, რომ ბევრმა მისმა მეგობარმა მარცხენა სამიზნე არჩია.

ჩატარებული ექპერიმენტების შედეგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ ადამიანებისთვის (როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის) ძალიან მნიშვნელოვანია რას ამბობენ სხვები და მათი აზრი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვკარგავთ საკუთარ თავს სხვების გარემოცვაში. ამავე მიზეზით, ბევრი ადამიანი ვერ აღწევს თავის მიზნებს, ღალატობს თავის ოცნებებს, ყვებიან საზოგადოებივ აზრს. უნდა ვისწავლოთ ნებისმიერ პირობებში შევინარჩუნოთ ჩვენი ინდივიდუალიზმი და ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენი ტვინით. პირველ რიგში ეს თქვენვე დაგეხმარებათ.

სხვა ცნობილი ექსპერიმენტები:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

წყარო

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81