ქართველი ფსიქოლოგები

თიკა ჩხეიძე – სტრესის მართვა

თიკა ჩხეიძე – ექიმი,ფსიქოლოგი

სტრესი ეს ის არის რასაც ჩვენ ხშირად განვიცდით, ყოველდღიურადაც კი , დღეს ეს ძალიან აქტიური თემაა ,თუმცა სამართლიანი იქნება თუ ჯერ იმით დავიწყებთ, რომ ეს ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს დაძაბულობას. სტრესი ეს მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხდება ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა , იგი ჩნდება განსაკუთრებულ, ადამიანისთვის რთულ და გამოუვალ სიტუაციებში. უფრო მარტივად რომ ვთქვა , სტრესი არის ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ-ემოციური რეაქცია სხეულის სხვადასხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებზე.

არსებობს სტრესის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები. ყველა ადამიანს ინდივიდუალური ორგანიზმი, ფსიქიკა , ცხოვრების წესი, გამოცდილება გააჩნია და აქედან გამომდინარე , რის გამოც ერთიდაიგივე შემთხვევა სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიaნებზე. სტრესული მდგომარეობის დროს სხეულში იწყება აქტიური ბიოქიმიური რეაქციები: გამოიყოფა ადრელანილი, რომელიც ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშივნელოვანია. სტრესს ვერ გავექცევით იგი ამავე დროს ორგანიზმისთის საჭირო მდგომარეობაა. იგივე შეიძლება ითქვას შიშზე, რომელსაც ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში განვიხილავთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ შიშის შეგრძნების გარეშე ადამიანი უბრალოდ ვერ იარსებებს, ვერ გადარჩება … ასევეა სტრესის შემთხვევაშიც, ის ყოველთვის უარყოფით გავლენას არ ახდენს ჩვენს ორგანიზმზე ,მაგრამ აღსანიშნავია სტრესის ის ფორმაც , რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს , ხშირად ადამიანის ჯანმრთელობაზეც კი . სტრესის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის კონფლიქტი ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან, კოლეგებთან, სამუშაო ადგილის დაკარგვა ,შეცვლა , განქორწინება , ფინანსური პრობლემები , საკუთარი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოწვეული უკმაყოფილება, ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში , ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, საკუთარი თუ ახლობელ ადამინების სიკვდილთან დაკავშირებული შიშები, ავტოსაგზაო შემთხვევა ,პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში , ასევე ის გარემო ფაქტორები , რომლებსაც ბუნება გვთავაზობს მაღალი თუ დაბალი ტემპერატურები , და უამრავი სხვა ფაქტორი …

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები სტრესის დროს არის:
• უძილობა
• უმადობა ან პირიქით
• სისუსტე , არაფრის კეთების სურვილი , პასიურობა ნებისმიერი კონტაქტის დროს , ასევე დაქვეითებული სექსუალური მოთხოვნილებები
• უნდობლომა საკუთარი თავის და სხვების მიმართ
• გაღიზიანება
• მეხსიერების დაქვეითება
• პანიკური შეტევები ,(შიში )
• ყურადღების კონცეტრაციის დაქვეითება
• აკვიატებული აზრები
• მიდრეკილება ალკოჰოლის თამბაქოს და ნარკოტიკის მიმართ
• მარტოობის შიში

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მათ სპეციფიკური სიმპტომები აქვთ .
რაც შეეხება კითხვას, თუ ადამიანების რომელი ჯგუფი არის სტრესისკენ უფრო მიდრეკილი, გიპასუხებთ რომ, სტერესისკენ უკლებრივ ყველა ადამიანია მიდრეკილი, მიუხედავად იმისა რომ ყველა ინდივიდს საკუთარი, გამორჩეული ემოციური პალიტრა გააჩნია. ყველაზე მშვიდი ადამიანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული სტრესის ქვეშ, თუ კი ის შეხვდება რაღაც მნიშვნელოვანს მისი ბავშობის მეხსიერების ზარდახშიდან.

სტრესის დოზის გაზომვის ინსტრუმენტი , მგონია რომ ის არის , რამდენად შეგვიძლია სიამოვნება მივიღოთ სამყაროსგან , ადამიანებისგან , ურთიერთობისგან … საკუთარი თავისგან .. მუსუკისგან , ხელოვნებისგან და ასე შემდეგ.. ხშირად ადამინები ვერც ვაცნობიერებთ რომ სტრესისა დ შიშის ტყვეებად ვართ ქცეულნი და მთელ ენერგიას იმაში ვხარჯავთ, რომ გავუძლოთ, გადავრჩეთ და იმაზე ფიქრის დრო და ენერგია აღარ გვრჩება, რომ ვებრძოლოთ ამ მდგომარეობას და გავაცნობიეროთ რისი კეთება მოგვწონს, სად მოგვწონს და როგორი ფორმით არსებობა მოგვწონს . სწორედ ეს არის ჩემთვის ინსტრუმენტი, ამაზე ფიქრს რომ დავიწყებთ მივხდებით რა დოზით ვარ სტრესის ქვეშ…

სტრესის დიაგნოსტიკა კი კონტაქტის დროს ხდება ..სიმპტომები, სხვადასხვა ინფორმაცია , ადამიანის ცხოვრების წესი , მისი ყოველდრიურობა, გარემო რომელშიც არის , გრძნობები ფიქრები, აზრები… ეს არის ის საბაზისო ინფორმაცია, რომლის დროსაც ხდება დიაგნოსტირება ,თუმცა არ ვიცი ვისთვის, რადგან ჩვენ გეშტალტისტები მოგეხსენებათ რომ დიაგნოზებს არ ვსვავთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ემოცია არის პასუხი სიტუაციაზე , რომელიც პიროვნულად მნიშვნელოვნად არის აღქმული . როდესაც ვსაუბრობთ იმაზე , თუ როგორ უნდა ვმართოთ ემოცია, ხშირად ეს აღიქმება ისე, თითქოს უნდა დავმალოთ ემოცია არ გამოვააშკარაოთ იგი. აი ეს კი ნამდვილად არ შეიძლება , რადგან ნებისმიერ ემოციას, რომელიც გროვდება ჩვენში მას უნდა მივცეთ არსებობის უფლება, რადგან დათრგუნულ ძლიერ ემოციებს შეუძლიათ ორგანიზმისთის სერიოზული ზიანის მიყენება. ყველაზე ხშირად კი ისინი გულსისძარღვთა პათოლოგიებს იწვევს. მაგრამ რა თქმა უნდა ასევე სარისკო და არამიზანშეწონილია ყველა ემოციის გამოშკრავება რომლებსაც ყოველდღიურად განვიცდით. აქ მნიშვნელოვანია როგორი ფორმით მოვახერხებთ პირველ რიგში ჩვენ თვითონ ვიყოთ ამ ემოციასთან და შემდეგ ამ ემოციიით კონტაქტში სხვებთან.. უმეტეს შემთხვევებში ემოციების ( მართვა ) კონტროლისთვის დრო გვჭირდება და იდენტიფიცირება რას ვგრძნობ და რას ნიშნავს ეს ემოცია ჩვენთვის.

რაც შეეხება არაკონსტრუქციული აზრებს , სტრესი ემოციები და სხვა პრობლემები , არ არის აუცილებელი. ამ ყველაფერთან გამკლავებაში მთავარი მოქმედ პირები ჩვენ და ჩვენი გონებაა. იმ შემთხვევაში თუ ვაცნობიერებთ რომ სტრესს, აზრებს, ფიქრებს ვერ ვაკონტროლებთ და იგი ხელს გვიშლის და ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენ ყოველდღიურობაზე , უმჯობესი იქნება თუ მივმართავთ ფსიქოლოგს , ფსიქოთერაპევტს, ნევროპათოლოგს.
რაც შეეხება ნეგატიური ემოციისგან თავის დაცვას, ეს საკმაოდ რთული შესასრულებელია, რადგან ყველაზე მარტივიც კი, საინფორმაციული ველი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ შემეცნებისთის და რომელსაც ვენდობით, ხშირად ტოქსიკურია და დაბინძურებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რა სახის ინფორმაციის მიღება გვსურს, რომელ წყაროს მივმართავთ და ვენდობით. ხშირ შემთხვევაში ზედმეტი ინფორმაცია მავნებელია და უმჯობესი იქნება მეტი დრო დავუთმოთ სხვა აქტივობებს, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებს.

სტრესის პოზიტიურობა ზემოთ მოკლედ უკვე განვიხილეთ. გარდა ადრენალინისა , სტერის დროს ხშირად საკუთარ შესაძლებლობებმაც კი შეიძლება გაგვაკვირვოს , ბევრი ახალი რამ შეიძლება აღმოვაჩინოთ, დავაჩქაროთ კონკრეტული მოვლენები და რაც მთავარია გავაცნობიეროთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები.
სტრესის დაძლევის სხვადასხვა მეთოდები არსბობს მათშ ორის რამდენიმე რჩევა, რომელიც მარტივად გასათვალისწინებელი და შესასრულებელია, ესენია;
• სპორტი ( მსუბუქი ) ფიზიკური აქტივობა
• წყალი ( ცურვა )
• ფეხით სეირნობა
• მუსიკა
• ცევკვა
• ნებისმიერი art აქტიობა (ხატვა ქსოვა ქარგვა …..)
• იოგა
• კულინარია
• ბუნებასთან სიახლოვე
და რაც მთავარია გვქონდეს უშუალო კონტაქტი ჩვენთვის საყვარელ ადმიანებთან ..
ნაკლებად სტრესულ სამყაროში ცხოვრებას გისურვებთ ..

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81