ფსიქიკური აშლილობები

პიროვნული აშლილობა

აღქმის, აზროვნებისა და ქცევის ქრონიკული, არაადაპტური და ხისტი პატერნი, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ინდივიდის ფუნქციონირების შესაძლებლობას სოციალურ და სხვა გარემოში. ზოგადად რომ განვმარტოთ, პიროვნული აშლილობა, გულისხმობს ისეთ მოწყვლად და არაადაპტურ პიროვნულ სტრუქტურას, რომელიც ვერ უმკლავდება საზოგადოების მოთხოვნებს.

ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-5) მიხედვით, პიროვნული აშლილობა აღქმის, შინაგანი გამოცდილებისა და ქცევის მდგრადი პატერნია, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება კულტურული მოლოდინებისაგან, იწვევს დისტრესსა და აშლილობას, გარემოსთან შეუთავსებლობას;

პიროვნული აშლილობების ზოგადი კრიტერიუმები  DSM–5 ის მიხედვით შემდეგია:

A. შინაგანი გამოცდილებისა და ქცევის მყარი პატერნი, რომელიც მნიშვნელოვნად განხვავდება კულტურული მოლოდინებისაგან; აღნიშნული პატერნი ვლინდება ორ ან მეტ ქვემოთჩამოთვლილ სფეროში:

  1. კოგნიცია (მაგალითად, საკუთარი თავის, სხვების და მოვლენების აღქმისა და ინტერპრეტირების თავისებურებები)
  2. აფექტი (მაგალითად, ემოციური რეაქციის სპექტრი, ინტენსივობა, ლაბილობა და  შესაბამისობა)
  3. ინტერპერსონალური ფუნქციონირება
  4. იმპულსის კონტროლი

B. აღნიშნული მდგრადი პატერნი მოუქნელია და ვრცელდება რიგ პირად და სოციალურ სიტუაციებზე

C. აღნიშნული მდგრადი პატერნი იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან სირთულეს სოციალურ, დასაქმების, ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

დსმ-5-ის მიხედვით, პიროვნული აშლილობები, ქარაქტეროლოგიური სტრუქტურის მიხედვით სამ კლასტერად იყოფა: A, B, C (იხ. ცხრილი).

კლასტერი A

A კლასტერს და მასში შემავალ პიროვნულ აშლილობებს ხშირად უცნაურ და ექსცენტრულ კლასტერს უწოდებენ, რადგან მათთვის  სოციალური მოუქნელობა და სოციალური  დისტანცირება, თვითგარიყვაა დამახასიათებელი. აგრეთვე, ამ კლასტერის აშლილობებისათვის წამყვანია რეალობის დამახინჯებული აღქმა და აზროვნების პატერნი.

აშლილობა

აღწერა

პარანოიდული პიროვნული აშლილობა დამახასიათებელია უნდობლობა და ეჭვიანობა ინტერპერსონალურ ურთიერთობებში
შიზოიდური პიროვნული აშლილობა ქრონიკული სოციალური გარიყულობა; ემოციური გამოხატვის დაბალი რეგისტრი
შიზოტიპური პიროვნული აშლილობა სოციალური იზოლაცია, დისტანცირება, ექსცენტრულობა, მაგიური აზროვნება

კლასტერი B ხანდახან დრამატულ, ემოციურ და მერყევ კლასტერად მოიხსენიება და მოიცავს ისეთ პიროვნულ აშილობებს, როგორიც არის: მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა, ნარცისული პიროვნული აშლილობა, თეატრალური  (ისტერიული) პიროვნული აშლილობა და ანტისოციალური პიროვნული აშილობა. ამ კლასტერში გაერთიანებული ყველა ზემოთჩამოთვლილი აშლილობისათვის დამახასიათებელია იმპულსისა და ემოციის რეგულაციის პრობლემები.

კლასტერი C: აქ შემავალი აშლილობებისათვის შიში და შფოთვაა წამყვანი ფაქტორები.

 

ცხრილი. პიროვნული აშლილობების კლასიფიკაცია.
აშლილობა აღწერა
კლასტე A
პარანოიდული პიროვნული აშლილობა დამახასიათებელია უნდობლობა და ეჭვიანობა ინტერპერსონალურ ურთიერთობებში
შიზოიდური პიროვნული აშლილობა ქრონიკული სოციალური გარიყულობა; ემოციური გამოხატვის დაბალი რეგისტრი
შიზოტიპური პიროვნული აშლილობა სოციალური იზოლაცია, დისტანცირება, ექსცენტრულობა, მაგიური აზროვნება
პარანოიდული პიროვნული აშლილობა დამახასიათებელია უნდობლობა და ეჭვიანობა ინტერპერსონალურ ურთიერთობებში
კლასტერი B
მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა ინტენსიური და არასტაბილური ემოციები, გუნება-განწყობის მერყეობა და ცვალებადობა, იმპულსურობა, თვით-დესტრუქცია, დიქოტომიური აზროვნება.
ნარცისული პიროვნული აშლილობა საკუთარი განსაკუთრებულობისა და მნიშვნელობის გადაჭარბებული განცდა, გარშემომყოფების ექსპლუატაცია, ემპათიის ნაკლებობა
თეატრალური (ისტერიული) პიროვნული აშლილობა გადაჭარბებული ემოციურობა, ყურადღების და სტიმულაციის მაძიებლობა, მოვლენების დრამატიზება
ანტისოციალური პიროვნული აშლილობა მტრულობა, აგრესიულობა, უპასუხისმგებლობა, უკანონო ქმედებები, ემპათიის ნაკლებობა, სოციალური ნორმების დარღვევა , გულგრილობა, კეთილსინდისიერების ნაკლებობა
კლასტერი C
ამრიდებლური პიროვნული აშლილობა სოციალური შებოჭილობა, ქრონიკული არაადეკვატურობის განცდა, ჰიპერსენსიტიურობა უარყოფითი შეფასებისა და კრიტიკის  მიმართ
დამოკიდებული პიროვნული აშლილობა დამორჩილება, სხვა ადამიანის გავლენის ქვეშ მოქცევა, მოწყვლადობა მანიპულაციისადმი, მარტოობის გადამეტებული შიში, საკუთარი უსუსურობისა და უუნარობის ქრონიკული განცდა
ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81