ფსიქიკური აშლილობები

ნარცისული პიროვნების აშლილობა

ნარცისული პიროვნების აშლილობა (ნპა)  DSM-V სტატისტიკური სახელმძღვანელოს თანახმად, მოსახლეობის 1-6%-ს შეეხება და შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: გრანდიოზული წარმოდგენა საკუთარ თავზე, უკიდეგანო წარმატების ფანტაზიებში ფრენა, საკუთარი განსაკუთრებულების რწმენა, გადამეტებული შექების მოთხოვნილება, მანიპულაციებისადმი მიდრეკილება და ემპათიის არარსებობა.

ნპა-ს მქონე ადამიანები ბევრ დროსა უთმობენ ძალაუფლებაზე და წარმატებაზე ფიქრს, თავიანთ გარეგნობაზე ზრუნვას.

ნარცისული პიროვნების აშლილობა განსხვავდება თავდაჯერებულობის განცდისგან; ნპა-ს მქონე ადამიანები აფასებენ საკუთარ თავს როგორც სხვებზე უფრო მეტი ამიტომ, ისინი უარყოფს სხვების სურვილებსა თუ გრძნობებს და მოელიან, რომ მას მოექცევიან, როგორც განსაკუთრებულს მიუხედავად მისი მიღწევებისა, თუ სტატუსისა. გარდა ამისა, ნპა-ს მქონე ადამიანები ვერ იტანენ კრიტიკას და აქვთ ტენდენცია დააკნინონ სხვები თავიანთი უპირატესობის გამოსავლენად.
ნარცისული პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად აზვიადებენ თავიანთ უნარებს და მიღწევებს, ასევე მათ ურჩევნიათ “მაღალი სტატუსის” მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, ამით ისინი იმძაფრებენ საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნებას. მათი უპირატესობის განცდა უბიძგებს მათ საუბრის მონოპოლიზაციისკენ  და კონკურენციაში შედიან, როდესაც ვინმე იწყებს საკუთარ თავზე საუბარს, იმ ყურადღების მიპყრობას რომელიც „მას ეკუთვნის“.

ნარცისული პიროვნული აშლილობის საფუძველში უსაზღვრო პატივმოყვარეობა კი არ დევს, არამედ ფსიქიკის რღვევა და ორ  შიდა ნაწილად დაყოფა: გრანდიოზულ „მე“-დ და არარაობა „მე“-დ. პრობლემის წყაროდ გვევლინება არა ზედმეტი საკუთარი თავის სიყვარული, არამედ, მისი დეფიციტი.

ფსიქოანალიტიკოსი სენდი ჰოთჩიქსი: „როდესაც ვაწყდებით ნარცისული პიროვნების ქედმაღლობას, თქვენ ხედავთ არა ნამდვილ სიამაყეს, არამედ საკუთარი არარაობის ღრმა და არაცნობიერ შიშს“. ჭეშმარიტი ნარცისის მთავარ მიზანსა და მოთხოვნილებას სწორედ სხვების ხარჯზე თვითდამკვიდრება წარმოადგენს.

„ნარცისები ეძებენ ადამიანს, რომელიც შეძლებდა სარკისებურად აერეკლა მათი მნიშვნელოვნების განცდა და რომელიც, იმავდროულად, საკუთარ თავზე აიღებდა მათი სირცხვილისა და შურის აუტანელ ტვირთს. ნარცისული პიროვნებისთვის პარტნიორი მხოლოდ საშუალებაა, რომელიც მას დაეხმარება  თავისი გახლეჩილი პიროვნების ნაწილების გამთლიანებაში, თავისი რესურსების შევსებაში და, ასევე, დაეხმარება მას თავისი პიროვნული დეფექტების დაფარვაში“. ( სენდი ჰოთჩიქსი “ჯოჯოხეთური ქსელი – როგორ გადავრჩეთ ნარცისიზმის სამყაროში”)

ნარცისი მერყეობს გრანდიოზულ „მე“-სა და არარაობა „მე“-ს შორის, ოს ეძებ ისეთ პარტნიორებს რომელიც დაეხმარება გრანდიოზულ „მე“-ს გაძლიერებაში და ამის საპირისპიროდ არარაობა „მე“-ს გაქრობაში. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ის ვინც თანხმდება ამ როლს ნარცისი თვალში ფასეულობას კარგავს და შესაბამისად ეს პარტნიორი ვეღარ ახერხებს მისთვის „გრანდიოზული მე-ს“ განცდის შექმნას.
ნარცისების პარტნიორებს  ხშირად აქვთ ხოლმე აქედან გამოწვეული პრობლემა: როდესაც ისინი ცდილობენ ნარცისი დახმარებას, ნარცისი მათ უარყოფს, აუფასურებს და როდესაც ცდილობენ დაშორდნენ ნარცის, ის მათ უკან ურთიერთობაში აბრუნებს“, ხელახლა მოიპოვებს. ეს მანკიერი წინ-უკუ სვლა კი დაუსრულებლად გრძელდება.

ფსიქიატრების ნაწილი ცალკე გამოყოფს კიდეც აშლილობას –  “ნარცისის მსხვერპლის სინდრომი”. ადამიანები, რომლებიც ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან ნარცისთან, მუდმივად განიცდიან შიშს და ბრაზს საკუთარი უმწეობის გამო, თავს მოტყუებულად გრძნობენ და საკუთარ ადეკვატურობაში შეაქვთ ეჭვი (მაგ. მართლა მანიპულირებს? იქნებ მე ვერ გავაკეთე ყველაფერი რა საჭირო იყო ურთიერთობისთვის)

ნპა-ს თერაპია საკმაოდ რთულია, რადგან ნპა-ს მქონე პირებს იშვიათად ჰგონიათ, რომ პრობლემა მათშია, ხშირია შემთხევა როცა ისინი ნარცისებს სხვებში ხედავენ.

DSM-5-ის მიხედვით ნარცისები მახასიათებლებია

  1. გრანდიოზულობის განცდა და მოლოდინი, რომ ადამიანები ისე მოექცევიან როგორც რაიმე უპირატესობის მქონეს;
  2. ფანტაზიების ფიქსაცია თემებზე: ძალაუფლება, წარმატება, ინტელექტი, მიმზიდველობა და ა.შ;
  3. საკუთარი თავის ხედვა როგორც უნიკალურის, უპირატესობის მქონე და თავის მიკუთვნება “მაღალი სტატუსის” ადამიანებთან და ინსტიტუციებთან;
  4. მუდმივი აღტაცების საჭიროება სხვა ადამიანებისგან;
  5. რწმენა, რომ მას განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და უნდა დაემორჩილონ;
  6. შეუძლია სხვა ადამიანების გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად;
  7. არ შეუძლია ემპათიის გამოჩენა სხვა ადამიანების გრძნობებთან, სურვილებთან თუ მოთხოვნილებებთან;
  8. შურიან ამავდროულად ჰგონია, რომ მისი შურთ;
  9. ახასიათებთ პომპეზური და ქედმაღალი მანერები / ყოფაქცევა

რა იწვევს ნარცისიზმს

  • ჰიპერსენსიტიური ტემპერამენტი (პიროვნული თვისება) ბავშვობაში;
  • გადამეტებული რაოდენობით აღტაცების, რეალისტური კრიტიკის ნაკლებობა;
  • ბავშვის გადამეტებული ქება კარგი ქცევისთვის ან გადამეტებული კრიტიკა ცუდი ქცევისთვის;
  • ზედმეტად დაფასება მშობლების, სხვა ოჯახის წევრების ან თანატოლების მიერ;
  • მძიმე ემოციური ძალადობა ბავშვობაში;
  • არასანდო ზრუნვა მშობლებისგან;
  • მანიპულაციური ქცევა მშობლების, ან სხვა ახლო გარემოცვის მხრიდან.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ  ნარცისული პიროვნების აშლილობის თვისებები უფრო ხშირია თანამედროვე კულტურებში ვიდრე ტრადიციულში.

 

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81