ურთიერთობის ფსიქოლოგია

კარპმანის სამკუთხედი, ანუ რა იწვევს კრიზისს ურთიერთობებში

ურთიერთობა – ეს ერთგვარი თამაშია, რომელშიც ყველას საკუთარი როლი აქვს. კარგია, თუ ეს როლი გააზრებულადაა არჩეული, მაგრამ ხშირად ყველაფერი სხვაგვარად ხდება და თუ ურთიერთობით კმაყოფილი არ ხართ, შესაძლოა ე.წ.”ბედის სამკუთხედში” აღმოჩნდით, რომელიც სტივენ კარპმანმა აღმოაჩინა.
“მხსნელი – თავდამსხმელი – მსხვერპლი”- ესაა როლები კარპმანის სამკუთხედის თანახმად.
მხსნელი – ესაა ადამიანი, რომელიც გარკვეულ დახმარებას გიწევთ, მაგალითად რჩევას გაძლევთ, მაშინ როცა ამას არავინ სთხოვს. სამკუთხედის მიხედვით, მომავალში ის იქნება მსხვერპლი, მანამ კი შესაძლოა თავდამსხმელიც გახდეს.

მოვიყვანოთ ცხოვრებისეული მაგალითი:
მზრუნველმა ქალმა გაშალა სუფრა და ოჯახის წევრებს სადილზე მოუხმო. თუმცა, მისთვის ეს არავის უთხოვია – ქმარი ფეხბურთის მატჩს უყურებს, შვილი კი კომპიუტერულ თამაშშია ჩართული. მათ თვითონაც შეუძლიათ საჭმელი გაიმზადონ, როცა მოუნდებათ, მაგრამ დედამ მათ ზრუნვა მოახვია თავს და გახდა მხსნელი.
სამკუთხედიც ამუშავდა – სუფრა გაშლილია, მაგრამ არავინ სადილობს.
მხსნელი ქალი თავდამსხმელად იქცევა – “მე ვის ვუთხარი, სუფრა გაშლილია-მეთქი?!” როდესაც მამა-შვილი მაგიდასთან მოვლენ, დედა უნებურად მსხვერპლად იქცევა “რა უდროო დროს იცი-ხოლმე! გაცივდა ყველაფერი!”

მსგავსი მაგალითი სამსახურიდანაც შეიძლება მოვიყვანოთ, როცა კოლეგებს ერთხელ, ორჯერ შესთავაზებთ დახმარებას, მერე უკვე თავზე დაგაჯდებიან და თვითონ მოგთხოვენ, ხოლო როცა უარს ეტყვით, მათი რეაქცია ადვილი წარმოსადგენია.

ზოგჯერ, ასეთი სამკუთხედი რამდენიმე წელი გრძელდება.
მაგალითად, როდესაც ბავშვს „მხსნელის“ სტილში ზრდიან, ის „დედიკოს ბიჭად” იზრდება. მას ყველაფერი საუკეთესო აქვს – ძვირადღირებული ტელეფონი, ნოუთბუქი, დასვენება კურორტებზე და ა.შ. 14 წლის ასაკში კი, მას ისიც არ ეცოდინება ლურსმანი როგორ დააჭედოს, თავის ტანისამოსი დააუთოვოს, ან საჭმელი გაიმზადოს. ამ დროს მშობლები თავდამსხმელებად იქცევიან – “რამდენ ხანს უნდა იჯდე კომპიუტერთან?!”, “როდის დაჭკვიანდები, უნივერსიტეტში როგორ უნდა ჩააბარო?!”

ახლა კი, თავად დაფიქრდით, როგორი ცხოვრება ელოდება „დედიკოს ბიჭს?!” მიაღწევს კი ის რამეს ცხოვრებაში, ექნება კარგი სამსახური და შექმნის ძლიერ ოჯახს? – ალბათ, არა. საკუთარ წარუმატებლობაში კი რასაკვირველია, დაადანაშაულებს მშობლებს, რომლებიც თავიდან მხსნელის როლში იყვნენ, შემდეგ თავდამხსმელად და მსხვერპლად იქცნენ.

მაგალითისთვის, კიდევ ერთი გოგონას ისტორია მოვიყვანოთ, რომელშიც შეიძლება ბევრმა საკუთარი თავი ამოიცნოთ:
“ერთი ნაცნობი მყავდა, რომელსაც, როგორც მაშინ მეგონა, რთული ცხოვრება ჰქონდა, პირობითად “X” დავარქვათ. მას პრობლემები ჰქონდა ბინის თაობაზე, მე დახმარება შევთავაზე და ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად, რითიც მხსნელის როლში გამოვედი. შემდეგ კი, რადგან ჩემთან ცხოვრობდა და ვინაიდან მე ცხოვრებაში ყველაფერი უკეთ ამეწყო, ვიდრე მას, გადავწყვიტე რჩევების მიცემა დამეწყო. (მხსნელს საოცარი ამპარტავნებაც ახასიათებს – “მხოლოდ მე ვიცი, როგორ უნდა სწორად მოქცევა”, და გარდა ამისა, მას ცუდი წარმოდგენა აქვს სხვებზე- “ისინი სუსტები არიან და ჩემს გარეშე არაფერი გამოუვათ”)

ჩემი მეგობარი, ჩემთან ცხოვრებისას არც ისე აკურატულად და უცერემონიოდ იქცეოდა, რაზეც მუდმივად ვსაყვედურობდი (ანუ ვიქეცი თავდამსხმელად”). საბოლოოდ, კი ჩვენი ისტორია ცუდად დამთავრდა: როდესაც სახლში სტუმრები გვაყვდა, ჩემმა მეგობარმა შეარჩია მომენტი და ყველაფერი მომახალა, რასაც ფიქრობდა”.
როგორც ხედავთ, მეგობრებმა როლები გაცვალეს – მეგობარმა მეგობარს დახმარება შესთავაზა და ის მსხვერპლიდან თავდამსხმელად იქცა.

ახლა კი იმაზე, თუ როგორ ავარიდოთ თავი „კარპმანის სამკუთხედს“:
დავეხმაროთ ადამიანს ისე რომ მხსნელის როლში არ ვიყოთ, როცა:
1) დახმარებას გთხოვეს;
2) საკუთარი საქმეები უკვე მოაგვარეთ;

გარდა ამისა:
– არ შეიძლება ვიყოთ კატეგორიულები ( “გააკეთე ისე, როგორც მე გითხარი!”)
– არ შეიძლება, გააკეთოთ სხვის მაგივრად ის, რაც მან დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს.

შეიძლება იფიქროთ, აბა რა ვქნათ, როგორ დავეხმაროთ ახლობელს “უსაფრთხოდ”?
მთავარია, რომ პასუხისმგებლობები ზუსტად განვსაზღვოთ და ყველამ იმაზე აგოს პასუხი, რაც მის კონტროლქვეშაა.

როგორ მოვიქცეთ?
1) ნებისმერი ერთობლივი სამუშაოს წინ, სასურველია, ზუსტად ჩამოაყალიბოთ ვინ რაზეა პასუხისმგებელი.
2) თუ მაინც ძალიან გინდათ რჩევის მიცემა, აუცილებლად დაამატეთ – “ეს მხოლოდ ჩემი აზრია და როგორ მოიქცევი, შენი გადასაწყვეტია”.
3) შეცდომის უფლება ყველას აქვს – “მე შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ..” ამ სიტყვების შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერი რჩევა მისცეთ, სულელურიც კი.
4) გარანტიების არარსებობა – “ვეცდები”, “ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ვერაფერს დაგპირდები”, “თუ დრო მექნება” და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს მხედველობაში ეყოლებით, მაგრამ შეეცდება, რომ პრობლემის გადაჭრის სხვა გზებიც ეძებოს.

“ბოროტება, რომელსაც შენ ასხივებ, შენვე დაგიბრუნდება”, ამიტომ „კამპმანის სამკუთხედში“ ნებისმიერი როლი ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება.
დრამატული „როლებს“ რომ თავი აარიდოთ, უმჯობესი იქნება, თუ საკუთარი ცხოვრებით დაკავდებით. იზრუნეთ საკუთარ სულიერ და ფიზიკურ განვითარებაზე, იპოვეთ საყვარელი საქმე და გახდით პროფესიონალი, ამით თქვენი მეგობრებიც კმაყოფილი იქნებიან.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81