ალფრედ ადლერი – არასრულფასოვნები კომპლექსი

0

ალდრედ ადლერის ხედვით  არასრულფასოვნების კომპლექსი არის საკუთარი (ფიზიკური ან ფსიქიკური) ნაკლის განცდა, რომელიც, თუ ზომიერების ფარგლებშია, გვიბიძგებს გავხდეთ სრულყოფილები. მაგალითად, თუ ადამიანი განიცდის არასრულფასოვნების კომპლექსს, რომელიც ფიზიკური ნაკლიდან მომდინარეობს, იგი მაქსიმალურად ეცდება განავითაროს გონებრივი შესაძლებლობები, ამით ხდება არსებული კომპლექსის ანაზღაურება. თუ ერთი რაღაცის გაკეთება არ შემიძლია კარგად, სამაგიეროდ იმას განვავითარებ უმაღლეს დონეზე, რაც ჩემს შესაძლებლობებშია.ლერარასრუსფასოვნების კომპლექსს აყალიბებს შემდეგი ფაქტორები:

1) ორგანოთა დეფექტი – იგულისხმება ბავშვის სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანოს თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი;
2) აღზრდის სტილი – აქ აღინიშნება 2 უკიდურესობა: მეტისმეტი სიმკაცრე და სიზარმაცის წამქეზებელი განებივრება. ბავშვის აღზრდის ამ ფორმებს ორგვარ შედეგამდე მივყავართ:

1. „სამაგალითო“ ბავშვი, რომლის ქცევაში წამყვანია კონფორმიზმი და უსიტყვო მორჩილება. ასეთი ბავშვი მოზრდილ ასაკში უინიციატივო ხდება და უჭირს ცხოვრებისეულ პრობლემებთან ბრძოლა და მათთან გამკლავება.

2. მეამბოხე, დაუმორჩილებელი ბავშვი, რომელშიც მკვეთრადაა გამოხატული ამბიცია, სიჯიუტე და გადაჭარბებული მგრძნობელობა მარცხისადმი. ასეთ ბავშვებს მოზრდილ ასაკშიც მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში აღენიშნებათ გადაჭარბებული ემოციური
სტრესი და არასრულფასოვნების განცდა. განებივრებას ხშირად ყოვლისშემძლეობის განცდის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ასეთ პირობებში მკაცრ ცხოვრებისეულ რეალობასთან შეხებას და სურვილებისა და მოლოდინების დაუკმაყოფილებლობას ადამიანი დეპრესიისკენ მიჰყავს.

მშობლები, რომლებიც ბავშვს შედარებებზე ზრდიან და აჩვენებენ რომ „სხვა კარგია“ ის კი „ცუდი“, მას ნევროტიკად აყალიბებენ. სანამ ბავშვის გონება არ მოუმართავთ ისე, რომ შედარებები დაიწყოს, ის შედარებას თავად არ დაიწყებს. ყველა, ვინც საკუთარ შვილს სხვებს ადარებს, ხაზს უსვამს სხვების უნარიანობას,  წარმატებებს და საკუთარის უუნარობას, რითაც უსჯიან ბავშვს არასრულფასოვნებას.

3. ოჯახური კონსტელაცია – აქ იგულისხმება ბავშვის ადგილის, როლის და სტატუსის თავისებურება (ობოლი, ერთადერთი ბავშვი, უმცროსი, მამაკაცების გარემოცვაში გაზრდილი გოგონა და პირიქით და „არასასურველი ბავშვი“) და მისი გავლენა
ბავშვისა და მოზრდილის ხასიათის ჩამოყალიბებაზე.

4) სქესობრივი განსხვავება – ეს ფაქტორი დიდ როლს თამაშობს არასრულფასოვნების კომპლექსის გაძლიერებაში. შეგნებულად თუ შეუგნებლად პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი ნაკლებად ფასობს. სქესობრივი განსხვავებების სპეციფიკური დატვირთვა (შეხედულება რომ მამაკაცი ძლიერი და მეტად დასაფასებელია ქალი კი სუსტი და შესაბამისად ნაკლებად ფასეული პატრიარქატში) წარმოშობს მამაკაცში ტენდენციას, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისი უპირატესი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. ამას ყოველთვის თან ახლავს მამაკაცური პოზიციის დაკარგვის შიში,  ხოლო ქალებში ეს ყველაფერი იმპოტენცურ შურს და მასკულინურ პროტესტს აღძრავს. ამ უკანასკნელში იგულისხმება ქალის გაქცევა ქალურობიდან და მისი მცდელობა გაუტოლდეს მამაკაცს, რაც ვლინდება
კაცთან განუწყვეტელ პაექრობასა და შეჯიბრში.

ადლერი წერდა, რომ „არასრულფასოვნების კომპლექსი“ თავისთავად არ არის დესტრუქციული, რადგან ის არის მიზეზი ადამიანის მდგომარეობის მრავალგვარი
გაუმჯობესებისა. უპირატესობისთვის ბრძოლა და აგრესიული ტენდენციები მთავარი ფაქტორებია თვითდამკვიდრების, სრულყოფის და თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში. უპირატესობისთვის ბრძოლა შეგვიძლია გავიგოთ არა ვიწროდ, როგორც ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არამედ უფრო ფართოდ,  როგორც ბრძოლა საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად, რიგი უნარების განსავითარებლად. ადლერის მიხედვით უპირატესობისკენ სწრაფვა თანდაყოლილია და სათავეს ევოლუციური პროცესებიდან იღებს.

ადლერისეულ არასრულფასოვნების კომპლექსის ერთერთ შემთხვევას წარმოადგენს საკმაოდ ცნობილი ქვემდგომობის, სხვაგვარად კი ბონაპარტეს კომპლექსი. (მას ეს სახელწოდება ეწოდა ნაპოლეონ ბონაპარტეს შემთხვევის გამო, ცნობილია,
რომ ეს პიროვნება განიცდიდა კომპლექსს მისი ფიზიკურობის, კერძოდ სიმაღლის გამო, ის
169 სმ. სიმაღლის იყო და ცდილობდა ეს ნაკლი დაეფარა და უგულებელყო მსოფლიო ბატონობის ამბიციით). ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს სხვაზე ნაკლებად. ეს კომპლექსი შესაძლოა ეფუძნებოდეს, როგორც რეალობას, ისე წარმოსახვასაც.

ცნობილია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი ბევრ ადამიანში ტკივილს იწვევს და ისინი ცდილობენ კომპენსირება გაუკეთონ მას სხვადასხვა სფეროში დიდი მიღწევებით ან შიზოტიპური ქცევით, რომელიც ხშირად საჭიროებს სოციალურ იზოლაციას. ნორმალური ქვემდგომობის განცდა შეიძლება გახდეს მოტივაცია სხვადასხვა სახის მიღწევებისთვის, თუ რათქმაუნდა ამისთვის ადამიანი საკმარის სიძლიერეს და მზადყოფნას გამოხატავს.

არსებობს ქვემდგომობის 2 სახე: პირველადი და მეორადი. პირველ შემთხვევაში ის ჩნდება ღრმა ბავშვიბაშივე. ასეთ ადამიანებს აქვთ სისუსტის და დამოკიდებულობის ძლიერი განცდა. მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე დედმამიშვილებს შორის, როდესაც მშობლები მუდმივად ადარებენ მათ ერთმანეთს.მეორეული ქვემდგომობის განცდა ვითარდება შედარებით მოზრდილ ასაკში და ეს შესაძლოა განაპირობოს სხვადასხვა სახის წარუმატებულობებმა.

აღსანიშნავია, რომ სუსტი პირველადი ქვემდგომობის კომპლექსი ბიძგს აძლევს მეორადის განვითარებას. კომპლექსის გაძლიერება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები განმეორებითად აწყდებიან წარუმატებლობას და ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, როცა თავს სხვაზე ნაკლებად გრძნობენ.

ქვემდგომობის კომპლექსს წარმოშობს ფიზიკური დეფექტი, მენტალური შეზღუდვები, როცა ადამიანს სხვებთან შედარებით ნაკლები მიღწევები აქვს, სოციალური დისკრიმინაცია და შეზღუდვები – დისკრიმინაცია რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური ან ეკონომიკური სიტუაციის, რელიგიის მიხედვით და ასევე მშობლების დამოკიდებულება, თუ ისინი მუდმივად ხაზს უსვამენ ბავშვის შეცდომებსა და არასწორ საქციელს.

კომპლექსი იუნგის მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81