ფსიქოლოგია მრავალმხრივი და მრავლისმომცველი მეცნიერებაა. მას ბევრი მიმართულება და განშტოება აქვს და ყოველი მათგანი ორიენტირებულია ადამიანის ფსიქიკის მიერ რეალობის სუბიექტურ აღქმასა და ფუნქციონირების ინდივიდუალურ მახასიათებლებზე.
ყველა განხრას, თავისი მიდგომა აქვს ფსიქიკის ანალიზის ასპექტების მიმართ. შედარებით ახალ და საკმაოდ პროგრესულ და პოპულარულ მიმართულებად, კოგნიტური ფსიქოთერაპია ითვლება. ეს სტატია ეთმობა ამ მიმართულების მოკლე მიმოხილვას და ასევე, თერაპიულ მიდგომებს კოგნიტიურ ფსიქოთერაპიაში.
კოგნიტიური ფსიქოთერაპიის კონცეფცია და მისი მოკლე ისტორია
კოგნიტიური ფსიქოთერაპია არის ფსიქოლოგიის განხრა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ფსიქიკის შემეცნებით პროცესებს. შემეცნებითი მიდგომის საფუძველზე დაყრდნობილი კვლევები ორიენტირებულია გრძნობების, ყურადღების, მეხსიერების, წარმოსახვის, ლოგიკურ აზროვნების, ინფორმაციის გაცვლის და გადაწყვეტილების მიღების უნარის მიღების შესწავლაზე. არსობრივად ეს მთელი კონცეფციაა, მიმართულია ცნობიერების აქტივობასა და შემეცნებით პროცესზე.
კოგნიტური ფსიქოლოგია შეისწავლის, თუ როგორ აღიქმება ადამიანის მიერ სამყარო , როგორ ინახება მის მეხსიერებაში აღქმული ინფორმაცია და როგორ აისახება ეს ყოველივე მის ქცევასა და და ყურადღებაზე. ეს მიმართულება მოიცავს ფსიქიკური პროცესების სრულ დიაპაზონს. დაწყებულს შეგრძნებებით და დამთავრებულს აღქმის, ყურადღების,შემეცნების, მეხსიერების და მცნებების ფორმირებით. იგი ეხება აზროვნების,მეტყველების,მეხსიერების, წარმოსახვის განვითარების ემოციურ პროცესებს. ასევე, ყველა შესაძლო ქცევით სფეროებს.
ეს ტენდენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე- 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან იღებს სათავეს. თუმცა რათქმაუნდა მცდელობები იმისა, რომ ცნობიერი შეესწავლათ, მანამდეც იყო.
ანტიკური ხანის ფილოსოფოსებსაც ებადებოდათ კითხვები, თუ სად არიან განთავსებულნი აზრები და მეხსიერება.
მაგალითად, ძველ ეგვიპტეში თვლიდნენ, რომ ისინი მდებარეობენ გულში. ამ იდეას ემხრობოდა არისტოტელეც. თუმცა პლატონი მიიჩნევდა რომ, მათი სათავსო არის ტვინი. თუ არ ჩავუღრმავდებით დეტალებს, შეიძლება მოკლედ ითქვას, რომ ადამიანები ცნობიერის მიმართ ყურადღებას ასწლეულების მანძილზე ავლენდნენ მანამ, სანამ არ კოგნიტურმა ფსიქოლოგიამ სამეცნიერო მიმართულება არ მიიღო.
კოგნიტური (შემეცნებითი) ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებაში, დიდი წვლილი მიუძღვით ისეთ ცნობილ ფილოსოფოსებს, როგორებიც არიან: ემანუელ კანტი, დევიდ ჰიუმი და რენე დეკარტი. დეკარტის თეორია, ფსიქიკის სტრუქტურის შესახებ, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც ფსიქიკის შესწავლის მეთოდი. ჰიუმის ნაშრომებმებს დიდი წვლილი მიუძღვით იდეების ასოციაციების კანონების დამკვიდრებასა და ფსიქიკური პროცესების კლასიფიკაციაში. კანტმა აღნიშნა რომ, გონება არის სტრუქტურა, რომელსაც ავსებენ ფაქტები და გამოცდილება , მაგრამ ბუნებრივია, არასწორი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ მხოლოდ ამ ადამიანებს მიუძღვით წვლილი კოგნიტიური ფსიქოლოგიის ფორმირებაში. მასში, ასევე დიდი როლი ითამაშეს სხვადასხვა სფეროს მეცნიერთა ნაშრომებმა.
ერთ-ერთი პიროვნება, ვინც კოგნიტური ფსიქოლოგიის ფორმირებაზე სერიოზული გავლენა იქონია, არის გერმანელი ფსიქოლოგი და ფიზიოლოგი ვილჰელმ ვუნდტი. ის ამტკიცებდა , რომ ცნობიერებას შემოქმედებითი პოტენციალი აქვს. მოგვიანებით ეს თემა ნაწილობრივ განვითარდა ფუნქციონალიზმისა და სტრუქტურალიზმის სახით, და მხოლოდ ბიჰევიორიზმის გამოჩენასთან ერთად, რომელიც ფოკუსირებული იყო არა ცნობიერებაზე, არამედ ქცევაზე, მეოცე საუკუნის დასსაწყისში მის მიმართ ინტერესი თითქმის ნახევარი საუკუნით მინელდა.
მაგრამ 1950-იან წლებიდან უკვე დაიწყო კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარების ახალი ეტაპი. ამ მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი იყო ამერიკელი ფსიქოლოგი, ედვარდ ტოლმენი. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოგნიტური ცვლადების გათვალისწინება და ხელი შეუწყო ბიჰევიორიზმისთვის დამახასიათებელი „სტიმულ-რეაქციის“ მიდგომის უარყოფას. ამასთან, მიდგომის ფორმირებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ, რომელიც სწავლობდა ბავშვთა ფსიქოლოგიას. აქცენტი გაკეთდა კოგნიტური განვითარების ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ პიაჟეს ნაშრომი, ძირითადად ბავშვთა ფსიქოლოგიას ეძღვნებოდა, კოგნიტიური მიდგომის გამოყენებითი დიაპაზონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და თავად პიაჟემ მიიღო ჯილდო “მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.
1970-იან წლებში, კოგნიტიური ფსიქოლოგია უფრო და უფრო გამოირჩეოდა და თანდათან ჩამოყალიბდა როგორც თერაპიული კვლევის ცალკე სფერო. მისი მრავალი დებულება ფსიქო-ლინგვისტიკის საფუძველი გახდა. მისი დასკვნები ფსიქოლოგიის მეცნიერების სხვა სფეროებშიც გამოიყენეს, მაგალითად, საგანმანათლებლო ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია.
ამჟამად, კოგნიტური ფსიქოლოგიის საბაზო ანალოგი არის, ადამიანების შემეცნებითი მექანიზმები და კომპიუტერულ მოწყობილობებში ინფორმაციის გარდაქმნის მექანიზმები. (იმის მიუხედავად, რომ მას საფუძველი ჩაეყარა მანამ, სანამ იარსებებდა კიბერნეტიკა და გამომთვლელი საინფორმაციო ტექნიკა.)
ყველაზე მეტად გავრცელებულია კონცეფცია, სადაც ფსიქიკა წარმოდგენილია როგორც მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია სიგნალების გარდაქმნის ფიქსირებული უნარები. მასში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შინაგან კოგნიტურ სქემებს და ორგანიზმის აქტივობებს, რომლებიც მონაწილეობენ შემეცნებით პროცესში. ადამიანის შემეცნებითი მექანიზმი, მისი გამტარუნარიანი პოტენციალის გათვალისწინებით, განიხილება როგორც სისტემა, რომელშიც ხდება მონაცემთა შეყვანა, შენახვა და გამოტანა მისი გამტარობის პოტენციალის გათვალისწინებით. ხოლო კოგნიტური ფსიქოლოგიის საბაზო მეტაფორა – ესაა კომპიუტერული მეტაფორა, რომლის თანახმადაც, ადამიანის ტვინის მუშაობა, კომპიუტერის პროცესორის მუშაობას ჰგავს.
კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები არიან: ბორის ველიჩკოვსკი, ჯორჯ სპერლინგი, რობერტ სოლსო, კარლ პრიბრამი, ჯერომ ბრუნერი, ულრიკ ნაისსერი, ალენ ნიუელი, საიმონ გერბერტი და სხვანი.
კოგნიტიური ფსიქოლოგიის ძირითადი იდეები
კოგნიტიური ფსიქოთერაპია ეყრდნობა რამოდენიმე ძირითად იდეას. რამდენიმე მათგანს, თეზისებად წარმოგიდგენთ:
1. შესწავლის ძირითადი ობიექტებია შემეცნებითი პროცესები. მათ განეკუთვნებიან, აზროვნება, მეტყველება, აღქმა, წარმოსახვა, ყურადღება და მეხსიერება. ამასთანავე კოგნიტიური მეცნიერება იკვლევს ადამიანის ხელოვნურ ინტელექტს, პიროვნულ ემოციურ სფეროს, შაბლონური აზროვნების ფსიქოლოგიურ პროცესებს.
2. კოგნიტური ფსიქოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, კოგნიტური პროცესების შესწავლა და ანალიზი კომპიუტერული ფუნქციების ფორმით (სახით). ამ მიმართულების წარმომადგენლები, ადამიანის ფსიქიკის შემეცნებით პროცესებს განიხილავენ როგორც მაგალითად, ელექრტოინჟინრის მიერ კომპიუტერის შესწავლას. კომპიუტერი ასრულებს უამრავ ოპერაციებს, რომლებიც უკავშირდებიან მონაცემთა მიღებას, დამუშავებას, შენახვას და გადმოცემას. ადამიანის კოგნიტურ ფუნქციებსაც ანალოგიური ოპერაციების შესრულება ევალებათ.
3. მესამე იდეა, გამომდინარეობს მეორედან. მასში იგულისხმება ის, რომ რომ ფსიქიკა მონაცემებს ეტაპობრივად ამუშავებს. ანუ, გარესამყაროდან მიღებული ნებისმიერი სტიმული გადის რიგითი გარდაქმნების ჯაჭვს.
4. ფსიქიკის მიერ ინფორმაციის დამუშავების სისტემებს მაქსიმალური შესაძლებლობები გააჩნათ. ამ მოსაზრებით აიხსნება კოგნიტური ფსიქოლოგების მიმართულებები და ამოცანები – ისინი ცდილობენ მოძებნონ, გარე სამყაროდან ფსიქიაში მოხვედრილ ინფორმაციასთან მუშაობის ყველაზე ეფექტური მეთოდები. კოგნიტივისტი ფსიქოთერაპევტები ამგვარად ახდენენ პაციენტის ქცევის კორექციას.
5. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აღწევს ფსიქიკაში შემეცნებითი პროცესების მეშვეობით, კოდირდება და აისახება განსაკუთრებული (ინდივიდუალური) გზით.
6. ნებისმიერი კვლევისთვის აუცილებელია ქრონომეტრიული საშუალებების გამოყენება იმისათვის, რომ შემოთავაზებულ დავალებებზე შეფასდეს პასუხი ან დროის სიჩქარე რომლითაც ფსიქიკა რეაგირებს სიგნალებზე. კოგნიტური ფსიქოლოგია არ იყენებს ინტროსპექტულ ტექნოლოგიებს (როდესაც ადამიანი თავად აკვირდება ფსიქიაში მიმდინარე პროცესებს. არ იყენებს ინსტრუმენტებსა და სტანდარტებს), და თვლის, რომ ისინი არასაკმარისად ზუსტია. ერთი შეხედვით, ეს იდეები შეიძლება საკმაოდ მარტივი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ქმნიან იმ საფუძველს, რომლზეც დამყარებულია რთული სამეცნიერო კვლევების მთელი კომპლექსი. ეს, თავის მხრივ, მეტყველებს იმაზე, რომ კოგნიტური ფსიქოლოგია, მიუხედავად მისი შედარებით ახალგაზრდა ასაკისა, საკმაოდ სერიოზული სამეცნიერო განხრაა.
კოგნიტური მიდგომა ფსიქოლოგიაში საშუალებას იძლევა, ავხსნათ ადამიანის ქცევა შემეცნებითი პროცესების აღწერის მეშვეობით, შევისწავლოთ აღქმის, ხატ-სახეთა ამოცნობის, ამოცანათა გადაჭრის, მეხსიერების ფუნქციონირების პროცესები. გამოიკვლიოს სამყაროს კოგნიტური სურათის აწყობის მექანიზმები, არაცნობიერი აღქმის და შემეცნების მექანიზმები, ამასთან, არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ ცხოველებშიც.
შემეცნებითი ფსიქოლოგიის სფეროში, ყველა კვლევა ხორციელდება სპეციალური მეთოდების გამოყენებით. უპირველეს ყოვლისა, ეს არის აღქმის პროცესების მიკროდინამიკური და მიკროსტრუქტურული ანალიზის მეთოდები. ფსიქიკური აქტივობის მიკროკონსტრუქცია და მიკროდინამიკა დაკავშირებულია კოგნიტიურ (შემეცნებით) მეცნიერების იმ სფეროსთან, რომელიც სწავლობს ფსიქიკური პროცესების თავისებურებებს. სტრუქტურა, ამ შემთხვევაში არის შედარებით სტატიური წარმოდგენა, ფსიქიკური პროცესების ელემენტებსა ორგანიზების სისტემასთან შედარებით.
მიკროდინამიკა არის ფსიქიურ პროცესებში მიმდინარე მოვლენების შესწავლა, გარე სამყაროდან მომავალი ინფორმაციის დამუშავების გზით. ორივე მეთოდის წყალობით, ადამიანის ქმედებები განიხილება, როგორც ერთიანი ინტრაფსიქიკული სისტემის ნაწილი და არა როგორც ცალკეული მოვლენა.
შემდეგი მეთოდი არის მიკროგენეტიკური მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია გეშტალტის თეორიის ერთ-ერთ მეთოდზე (ლაიფციგის სკოლა), რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკური მოვლენების წარმოქმნის თავისებურებებზე. ამ თეორიის თანახმად, ობიექტების გამოსახულებები ადამიანის გონებაში დაუყოვნებლივ კი არ ჩნდებიან, არამედ რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, რაც შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული პირობების შექმნისას. მეთოდის მთავარი ამოცანაა შეისწავლოს არა აზროვნების პროცესის საბოლოო შედეგი ან მისი ურთიერთობა პირობებთან, არამედ თვით პროცესი, რასაც ამ შედეგებამდე მივყავართ.
ამ მეთოდებიდან სამი, შექმნილია აზროვნებისა და კოგნიტური პროცესების ანალიზზე. მაგრამ არის კიდევ ერთი, რომელიც ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს. ეს არის პიროვნების კონსტრუქციის ჩანაცვლების მეთოდი, რომელიც 1955 წელს შეიმუშავა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჯორჯ კელმა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიაში შემეცნებითი მიდგომა ჯერ ჩამოყალიბების პროცესში იყო, კელის ნაშრომები გადამწყვეტი აღმოჩნდა. დღეს კი პრაქტიკული შემეცნებითი ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი სფერო, როგორიცაა კოგნიტური ქცევითი ფსიქოთერაპია. ამ მეთოდს უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ.
კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოთერაპია
დღეს, კოგნიტურ-ქცევითი ფსიქოთერაპიის გამოყენებით, ფსიქოთერაპევტები მუშაობენ ადამიანების ფსიქიკურ აშლილობების აღმოფხვრაზე, შერბილებაზე, მომავალი რეციდივების ალბათობის შემცირებაზე. ეს ხელს უწყობს ფსიქოსოციალური შედეგების აღმოფხვრას, ქცევის კორექციას, ზრდის სამედიცინო პრეპარატების ეფექტურობას. ამ ტენდენციის საყრდენი, ჯორჯ კელის იდეებია.
კელის პიროვნულობის თეორიის მიხედვით, ყველა ფსიქიკური პროცესი მიმდინარეობს მოვლენების პროგნოზირების სხვადასხვა გზით, გარემომცველ რეალობაში. ადამიანის ცნობიერს და ქცევას არ მართავენ არც ინსტინქტები, არც სტიმულები და არც თვითაქტუალიზაციის საჭიროება. იგი გვევლინება იმ მეცნიერის როლში, რომელიც შეისწავლის და შეიმეცნებს საკუთარ თავს და გარესამყაროს.
კელის თეორიის თანახმად, ადამიანი, იკვლევს რა სხვების ქცევას, ცდილობს ჩასწვდეს მის არსს და გააკეთოს პროგნოზები, ააგოს პიროვნული კონსტრუქციის თავისეული სისტემა. კელის თეორიის ფუნდამენტს, “კონსტრუქტის” კონცეფცია წარმოადგენს . კონსტრუქცია მოიცავს აღქმის, მეხსიერების, აზროვნებისა და მეტყველების მახასიათებლებს და კლასიფიცირდება იმით, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს და მის გარშემო არსებულ სამყაროს.
ეს რეალობის ფენომენის კლასიფიკაციის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც წარმოადგენს ბიპოლარულ შკალას, მაგალითად, ”სულელი-ჭკვიანი”, ”ლამაზი-მახინჯი”, ”მამაცი-მშიშარა” და ა.შ. ადამიანის მიერ კონსტრუქტების არჩევის პროცესი, მას ახასიათებს როგორც შემეცნების ობიექტს, ეს ფაქტი კი, წარმოადგენს ყველა თერაპიის ინტერესის საგანს. კონსტრუქტები ჯდებიან სისტემაში და თუ აღმოჩნდება, რომ ეს არაეფექტურია, ჯანმრთელი ადამიანი ან ღალატობს მას, ან ცვლის ახლით. ფსიქიური აშლილობის შემთხვევაში, თერაპიას მიმართავენ ხოლმე.
ზოგადად, თერაპია შეიძლება შეფასდეს, როგორც ადამიანთა მიერ, გარემო ფაქტორების აღქმის და ინტერპრეტაციის მახასიათებლების შედარებითი ანალიზი. ეს ანალიზი სამი ეტაპისგან შედგება:
1. პირველ ეტაპზე პაციენტი მუშაობს სხვადასხვა ხელსაწყოებთან, რომლებიც მას ეხმარებიან განსაზღვროს, მცდარია თუ არა მისი მსჯელობა და დასკვნა. ამის შემდეგ იგი პოულობს მათ მიზეზებს.
2. მეორე ეტაპზე პაციენტი, თერაპევტის დახმარებით, ახდენს გარესამყაროს ფენომენების მიზეზ-შეგეგობრივი კავშირების დადგენას და კორექციას. სპეციალისტის ამოცანაა დაანახოს პიროვნებას არსებული კონსტრუქტის სარგებელი და მავნებლობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
3. მესამე ეტაპზე პაციენტმა უნდა გააცნობიეროს ახალი კონსტრუქტი და მის საფუძველზე დაიწყოს თავისი ქცევის ჩამოყალიბება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეციალისტი მხოლოდ იწყებს მკურნალობის პროცესს, შემდეგ კი შემდეგაც უბრალოდ აკორექტირებს მას. და აქ უკვე ბევრი რამ თავად პაციენტზეა დამოკიდებული(რაც ასევე დამახასიათებელია ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის სხვა სფეროებისთვის).
კელის თეორია აღწერს კონცეპტუალურ ჩარჩოებს, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს გააცნობიეროს რეალობა და შექმნას კონკრეტული ქცევითი შაბლონები. სხვათა შორის, კელის თეორიას მხარს უჭერდა ცნობილი კანადელი და ამერიკელი ფსიქოლოგი, ალბერტ ბანდურა. მან შეიმუშავა სისტემა,”სწავლა დაკვირვების შედეგად”, რომელიც გამოიყენებოდა ქცევის შეცვლისათვის.
თავად პიროვნების კონსტრუქტს იყენებენ მსოფლიო დონის სპეციალისტები, რომლებიც სწავლობენ დაბალი თვითშეფასების მიზეზებს, შიშებსა და ფობიებს და დეპრესიულ მდგომარეობებს. კოგნიტივისტი ფსიქოთერაპევტები თვლიან, რომ ნებისმიერი ფსიქიური აშლილობის მიზეზი დისფუნქციონალურ (არასწორ) კონსტრუქტებშია. ამიტომაც არის ფსიქოთერაპიაში კელის თეორია მნიშვნელოვანი.
დასკვნის ნაცვლად
თუ ზოგადად კოგნიტური მეცნიერების აქტუალურობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის მოთხოვნადია იმ სპეციალისტების მიერ, რომლებიც შეისწავლიან არა მხოლოდ აღქმის, მეხსიერების, ყურადღებისა და მეტყველების თავისებურებებს და მექანიზმებს, არამედ ფორმატულ მსჯელობას, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების გადაჭრის, და ინტელექტუალური აქტივობის სხვა, უამრავ საკითხებსაც.
იმის გათვალისწინებით, რომ კოგნიტური ფსიქოლოგია ეხება ზოგიერთ სხვა მეცნიერებასაც, მისი შესწავლა საჭიროებს სრულიად განსხვავებულ სფეროებში მოღვაწე ადამიანების ჩართულობას. კოგნიტიური ფსიქოლოგია წარმოადგენს ნევროლოგების, ლინგვისტების, პედაგოგების, ინჟინრების, მხატვრების, დიზაინერების, არქიტექტორების, საგანმანათლებლო პროგრამების შემქმნელების, ხელოვნური ინტელექტის დარგის სპეციალისტების და სხვა მეცნიერებების ინტერესის სფეროს.
შემეცნებითმა (კოგნიტიურმა) ფსიქოლოგიამ და მისმა წარმომადგენლებმა უზარმაზარ როლი ითამაშეს შემეცნების პროცესების და მისი ინდივიდუალური მექანიზმების კანონზომიერების გააზრებაში. კოგნიტივისტთა საქმიანობამ ხელი შეუწყო პიროვნული ფსიქოლოგიის, ემოციების ფსიქოლოგიის, მოზარდთა ფსიქოლოგიის განვითარებას და სერიოზული წვლილი შეიტანა შემეცნებითი ეკოლოგიის კვლევაში და სოციალური კოგნიციის შესწავლაში.
ზოგად შტრიხებში, ეს არის შემეცნებითი ფსიქოთერაპიისა და შემეცნებითი ფსიქოლოგიის საფუძვლები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სტატია გაცნობითი ხასიათისაა და ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ სრულად გავხსნათ შემეცნებითი მეცნიერების თემა, რომელსაც ეძღვნება უამრავი წიგნი და სამეცნიერო ნაშრომები. ამიტომ, თუკი გაგიჩნდებათ ამ თემისადმი მეტი ინტერესი გირჩევთ, რომ წაიკითხეთ შემეცნებითი ფსიქოლოგიის წარმომადგენლების მიერ შექმნილი ნაშრომები.
აქ მითითებულია რამდენიმე წიგნი:
o «კოგნიტური ფსიქოლოგია», რ. სოლსო;
o «კოგნიტური ფსიქოლოგია», დ. უშაკოვი;
o «კოგნიტური ფსიქოლოგია», ა.დ. რობერტი;
o «კოგნიტური ევოლუცია და შემოქმედება», ი. მერკულოვი;
o «პატარა წიგნი დიდ მეხსიერებაზე», ა. ლურია;
o «თქვენი მეხსიერება», ა. ბედელი;
o «ჩინარი გორილა», დ. საიმონსი, კ. შარბი;
o «შემეცნება და რეალობა», უ. ნაისერი.
მთარგმნელი: ნანა აბესაძე