ღრმა და ემოციური წერილი-შეხსენება ყველა მშობელს, ბლოგერისა და ფსიქოლოგის, ოლგა ვალაევასაგან, იმის შესახებ რომ როდესაც აძლევ ბავშვს სიყვარულს, არ ღირს დაივიწყო საკუთარი თავი. სხვაგვარად საკუთარი თავის შეყვარების უუნარობა, მათაც გადაეცემათ. გზადაგზა კი, მრავლის გამცემი და მომთხოვნი მშობლებისგან, ბავშვები უამრავ ნეგატიურ კომპლექსს იძენენ.
გთხოვთ, ნუ იცხოვრებთ შვილების გამო! ეს, მათ არამარტო არ სჭირდებათ, არამედ ვნებთ კიდეც. მე ვხედავ ქალებს, რომლებიც ცხოვრებაში ყველაფერზე უარს ამბობენ ბავშვების გამო. შემდეგ კი ვხედავ ბავშვებს, რომელთა გამოც ყველაფერზე უარი თქვეს. ამ ყველაფრის შედეგი სამწუხარო სანახავია.
ვანო დედამ მარტო გაზარდა. არ გათხოვილა, ყველაფერი შვილს მისცა: ბინა უყიდა, უნივერსიტეტი დაუფინანსა. ვანო შესანიშნავი, წარმატებული მამაკაცი გახდა. ის უკვე 50 წლისაა და არასდროს ყოფილა დაქორწინებული, ბავშვები არ ჰყავს. მთელი ცხოვრება ცდილობდა დედისთვის „ვალი“ დაებრუნებინა. არ გამოუვიდა.
ქსენიას მამა დღე და ღამე ბავშვებისთვის მუშაობდა. დიდი გეგმები ჰქონდა განსაკუთრებით ქალიშვილთან დაკავშირებით. გოგონა ნიჭიერი იყო. მამა ოცნებობდა, რომ ექიმი გახდებოდა. უნივერსიტეტის თანხაც მოუგროვა. ქალიშვილმა კი უარი განაცხადა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლაზე. მან ცხოვრების საკუთარი გზა აირჩია, უნდოდა მხატვარი გამხდარიყო. მაშინ, მამამ გადაწყვიტა შვილი გონს მოეყვანა და წინ ანგარიში დაუდო. ყველაფერი გამოთვლილი იყო: რამდენი ღირდა მისი სკოლაში სწავლება, წრეზე სიარული, ტანსაცმელი, საჭმელი და მთლიანი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. იმ დღიდან უკვე 30 წელი გავიდა, ქსენიას მამა მეტად აღარ უნახავს.
ირას გამო, დედამ პირად ცხოვრებაზე უარი თქვა. განქორწინების შემდგომ პაემანზე არ დადიოდა, რადგან შვილის ტრავმირების ეშინოდა. ბავშვი გაიზარდა და არ შეუძლია პაემანზე სიარული. აზრადაც არ მოსდის დედის დატოვება და საკუთარი ცხოვრების მოწყობა. ირა უკვე ორმოცისაა, გათხოვილი არ ყოფილა, შვილები არ ჰყავს.
იგორისა და ევგენიას მშობლები საუკეთესონი იყვნენ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ბავშვებისთვის, ყველაფერს: რაც შეეძლოთ და რაც არ შეეძლოთ. მათ ამ „მშობლობანაში“, მეუღლეობა დაკარგეს. მათ აღარაფერი აკავშირებდათ ერთმანეთთან გარდა ბავშვებისა. 30 წელი იცხოვრეს ერთად, როგორც დედამ და მამამ. შემდგომ, როცა შვილები გაიზარდნენ, უბრალოდ განქორწინდნენ. ევგენიას დღემდე არ შეუძლია ამ დიდი ტყუილისგან განთავისუფლდეს. უკვე 37 წლისაა, მაგრამ გათხოვება არ სურს: მსგავსი სევდიანი ისტორიის განმეორების ეშინია.
გიორგი გვიან დაიბადა. მას, ყოველთვის თავს დაჰკანკალებდნენ, იცავდნენ, ზრუნავდნენ, მეტისმეტადაც კი. გიორგის დედას პრინცის მოლოდინში უბრალოდ იმედი გადაეწურა და გადაწყვიტა ბავშვი მარტოს გაეჩინა. შემდეგ კი იფიქრა, რომ შვილის მეშვეობით აიხდენდა ოცნებებს. ყველანაირად ცდილობდა გიორგი ვუნდერკინდად ექცია. ბავშვი სწავლობდა რამდენიმე ენას, დადიოდა მრავალ წრეზე, უკრავდა არფაზე… დედა ყოველთვის ამაყობდა მისით და სთხოვდა სტუმრების თანდასწრებით დაეკრა. არფა ხომ მეტისმეტად ეგზოტიკურია. გიორგი უკვე 40 წელს გადასცდა. განქორწინებულია. მის შვილებს სხვა მამაკაცი ზრდის. მან დღემდე არ იცის თავად რა სურს. ვუნდერკინდი არ გამხდარა, ვერ გაუძლო და გატყდა. ახლა უბრალოდ სვამს: სამსახურამდე, სამსახურის დროს და შემდგომ.
განა ცოტაა მსგავსი ისტორიები და მათ შორის ბევრია მხიარული და ბედნიერი? როდესაც ბავშვი ცხოვრების მთავარი აზრი ხდება, ეს, მეტისმეტად მძიმეა ტვირთია მისთვის. უბრალოდ გტენიან ოთახში, სადაც ჟანგბადი მალე დამთავრდება. დასაწყისში შეიძლება ასე ცხოვრება, მაგრამ მერე იგუდები. იგუდები სიყვარულსა და მზრუნველობაში.
და თითქოს საკმარისი არაა, რომ 20 წელი და ხშირად მეტიც ამ უდაბნოში ცხოვრობ. ბოლოს კი შენთვის ანგარიში მოაქვთ, თუმცა გეგონა, რომ უბრალოდ სტუმრად მოხვედი. სიხარულით დაეხმარებოდი მასპინძლებს, თავად, საკუთარი ინიციატივით.
რა ხდება შემდეგ? შვილებს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ იხადონ ვალი, როგორც ირამ და ვანომ – წერილის საწყისი ისტორიიდან. ან, გააპროტესტონ ეს თავსმოხვეული „გარიგება“ – დაიწყონ სმა, გაწყვიტონ ყოველგვარი კავშირი, როგორც გიორგიმ და ევგენიამ. იშვიათია, ვისაც უნარი შესწევს, ერთდროულად გაიგოს და მიიღოს მშობლების ამგვარი დამოკიდებულება და მსხვერპლად არ აქციოს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი სურვილები. ამიტომ გემუდარებით, ნუ იცხოვრებთ შვილების გამო. იპოვეთ ცხოვრების სხვა აზრი, სხვა აზრი დედობასა და მამობაში. რათა, დედამიწაზე მოსული პატარა ბიჭები და გოგონები თქვენი „ქველმოქმედებისა“ და „მზრუნველობის“ მსხვერპლნი არ გახდნენ.
დაე, იცხოვრონ როგორც სურთ, რამდენსაც აძლევს და რასაც აძლევს საკმარისია. ვიღაცას თავისთავად განუვითარდება სხვადასხვა უნარებისა და ბავშვს მისი გამოყენება ბუნებრივად მოუნდება. ვიღაცას არ აეწყობა, არ გამოუვა, ე.ი მაგრამ მიხვდება რომ არც სჭირდებოდა.
გიყვარდეთ თქვენი ქმარი/ცოლი. ბავშვები გაიზრდებიან, ის კი თქვენთან დარჩება. თქვენ შეგიძლიათ ურთიერთობის მაგალითი მისცეთ ბავშვებს, რომ თავადაც მოისურვონ ოჯახი, შვილები. ან, გაუქროთ ყოველგვარი სურვილი, თუ მხოლოდ მათ პრობლემებს მიაქცევთ ყურადღებას, ქმრის/ცოლის სურვილებს კი უყურადღებოდ დატოვებთ.
გიყვარდეთ თქვენი თავი, ბავშვის ბედნიერებას გამოკიდებულნი ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს. უარს ნუ იტყვით კაბაზე ახალი სათამშოს გამო. ნუ გაცვლით კოსმეტოლოგს რეპეტიტორზე. თუ, თქვენ არ ზრუნავთ საკუთარ თავზე, სხვას რა შეგიძლიათ მისცეთ? როგორი მაგალითი? რომელი სიყვარული? საიდან?
ნუ იცხოვრებთ შვილების გამო, გემუდარებით. როცა ასეთ ხალხს ვხვდები, ძალიან მტკივა მათთვის თვალებში ჩახედვა. ვხედავ მათ ტანჯვას, გატეხილ გულებს, დაცარიელებულ სულებს. მათი თვალები შველას ითხოვენ. ტკივილი, სასოწარკვეთა, დანაშაული… როგორც დანარჩენ ბავშვებს მათაც ძალიან უნდათ უყვარდეთ მშობლები. მაგრამ მაშინ უბრალოდ ვერ გადარჩებიან.
მიეცით თქვენს შვილებს საშუალება იცხოვრონ და ისუნთქონ. მაშინ ისინი ბუნებრივად შეძლებენ გაიზრდას და განვითარებას. ჩვენი როლი, როგორც მშობლების უბრალოა: დროულად მორწყათ, არ მოვაშოროთ მზეს, დავიცვათ მავნებლებისგან. შემდგომ კი, ბავშვი, როგორც ყვავილი, თავად გაიშლება და გამოავლენს საკუთარი თავის საუკეთესო ნაწილს.
მოამზადა ანა გლუჩაძემ