გეშტალტთერაპიაფრიც პერლსი

ფრიც პერლსის გამონათქვამები

„მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, შენ შენას. მე არ ვარ ამ ქვეყანაზე შენი მოლოდინების გასამართლებლად გაჩენილი. არც შენ ხარ ჩემი მოლოდინების გასამართლებლად ამ ქვეყნად მოსული. შენ ხარ შენ და მევარ მე. და თუ მოხდება ისე, რომ გადავიკვეთებით, ეს მშვენიერია. თუ არა, რა გაეწყობა.“

 „დაკარგე გონება და დაუბრუნდი გრძნობებს.“

 „არავის არ შეუძლია გაუძლოს ჭეშმარიტებას, თუ ეს მისთვის ვინმეს ნათქვამია. ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ შეიძლება მისაღები იყოს, როდესაც ამას თქვენვე აღმოაჩენთ საკუთარ თავში, რადგან ამ შემთხვევაში მას აღმოჩენის სიამაყე ხდის ასატანს.“

 „ათასობით ხელოვნური ყვავილი ვერ ააყვავებს უდაბნოს. ათასობით ცარიელი სახეები ვერ შეავსებენ ცარიელ სივრცეს.“

„ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად აკონტროლებს, არის ის, ვისაც ასევე შეუძლია რომ დათმოს კონტროლი.“

 „სწავლება უბრალოდ ნიშნავს ადამიანს აჩვენო, რომ რაღაც შესაძლებელია.“

„მე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: სიტყვა „ახლა“-ს მნიშვნელობის ნაწილობრივი გადმოცემის მცდელობა.“

 „ბედნიერებას ვერ მიაღწევ. ბედნიერება ხდება და გარდამავალი ეტაპია. გაიხსენეთ როგორი ბედნიერი     იყავით, როცა შარდის ბუშტზე ზეწოლა მოგეხსნათ. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ბედნიერება?”

„ნუ მიაწვები მდინარეს, ის ისედაც თავისით მიედინება.“

„საკუთარ თავის გარდაქმნა ადამიანს მხოლოდ თავისი ჭეშმარიტი ბუნებით შეუძლია და არა ამბიციებით და ხელოვნური მიზნებით.“

 „ფსიქოპატი ამბობს: “მე ვარ აბრაამ ლინკოლნი”, ნევროტიკი: “მე მინდა ვიყო აბრაამ ლინკოლნი”, ჯანმრთელი: “მე ვარ ის, რაც ვარ.“

„და თუ უარს იტყვით თქვენს ოცნებებზე, ამით უარს ამბობთ საკუთარ არსებობაზე – არ გინდათ რომ შეხედოთ იმას, რაც თქვენს არსებობაშია. თქვენ ამით უბრალოდ შინაგან უსიამოვნო საკითხებთან ჭიდილს გაურბიხართ.“

 „ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ყველაზე მიუტევებელ ცოდვას სწორედ მაშინ ჩავდივართ ექსპერიმენტატორთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ ექსპერიმენტატორს ექსპერიმენტში ვაიგივებთ!”

 „ემოციები არ არის მხოლოდ რაიმე სახის გაღიზიანება ან აღგზნება, რომელიც უნდა გადაილახოს. ემოციები ჩვენი ქცევის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მამოძრავებელი რამ არის: ემოცია ფართო გაგებით – მაგალითად ლოდინი, სიამოვნება, შიმშილი… ეს ძირითადი ემოციები ან ენერგიები, სიცოცხლის ძალაა, რომლებიც ორგანიზმში იმით განსხვავდება ერთმანეთისგან რასაც მე დიფერენციაციას ვუწოდებ.“

 „ყოველთვის, როცა იყენებთ სიტყვებს ახლა-ს და როგორ-ს, მაშინ შეგიძლიათ რაღაცის გაცნობიერება. ამ დროს თქვენ რეალურად იზრდებით. და პირიქით, ყოველთვის, როცა კითხვას სვამთ – რატომ, მაშინ თქვენ ისევ პატარავდებით და ამითი უბრალოდ ყალბ, ცრუ და არასაჭირო ინფორმაციის დაგროვებას ცდილობთ.“

„დეტალური ანალიზისა და დემონტაჟის (დაშლის) გარეშე, არ შეიძლება შედგეს არსებითი, მჭიდრო კონტაქტი, აღფრთოვანებული აღმოჩენა და ნამდვილი სიყვარული რაიმე ობიექტის ან პიროვნების მიმართ.“

 „სამყაროში ყოფნა თავისი აღმავლობითა და ვარდნით, მარტო ან ვინმეს თანხლებით, ყოველთვის ერთი და იგივეს ნაწილია: არსებობა აქ და ახლა.“

„ძალიან იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელსაც ლაპარაკიც და მოსმენაც შეუძლია. ცოტა შეუძლია ლაპარაკის გარეშე მოსმენა. უმეტესობას კი მოსმენის გარეშე შეუძლია ლაპარაკი.“

 „ცნობიერება საკუთარი წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირის ნათებას ჰგავს… ცნობიერებაში მთელი პროცესი ნახშირში (მთელს ორგანიზმში) მიმდინარეობს“.

თარგმანი: მოქშა ფეიქარი