კარანტინი, როგორც ეგზისტენციალური გამოწვევა

0

ზაირა ნადირაშვილი – მხატვარი, გეშტალტპრაქტიკოსი
ცხოვრების ძირითადი მიზანი ცვლილებაა..

ცვლილებამ, რომლის მომსწრენიც გავხდით თითოეული ჩვენთაგანი შემოიტანა ისეთი ასპექტების გააქტიურება, როგორიცაა მარტოობის საკითხი. საკუთარ თავთან განმარტოებამ იზოლაციის პერიოდში გამოიწვია შეხება ეგზისტენციალურ შინაარსებთან. საკმაოდ რთულმა და გაუცხოებულმა გარემომ და ვითარებამ პიროვნებების ყოველდღიურობაში შემოიტანა ამ საკითხებთან პირისპირ დგომა და გლობალურად, როგორც გამოწვევის ფორმა-სახე მიიღო.

ცვლილება ეს არის ის პროცესი ,რომელიც ბუნებრივ კავშირშია ყოფიერებასთან და გააჩნია თავისი რითმი და დინამიკა. არსებობს გარკვეული დროსთან მიმართება ადამიანის ფსიქიკაში, წარსულთან ემოციური კავშირი, მომავლის მოდელირება და აწმყოში ინტეგრირება.

ეს არის ის ბუნებრივი ფსიქიკური ციკლი, რომელიც ბუნებაშიც, დღის ღამით ჩანაცვლების სახით გამოიხატება.

მეც, როგორც ყველა იზოლაციაში მყოფმა , ჩემეულად მოვახდინე ინტეგრირება, კრეატიული მორგება არსებულ რეალობასთან. მე ვარ მხატვარი და ჩემთვის ნაცნობია შემოქმედებითი პროცესის ტექნიკა და ადამიანის ფსიქიკა სწორედ ამას უნდა აკეთებდეს მისთვის რთულ სიტუაციაში.

ახლა, როდესაც ვწერ ამ სტატიას ვიმყოფები ბათუმში და  გამიჩნდა სურვილი , რომ გაგიზიაროთ ჩემი კონტაქტის შესახებ საკუთარ სხეულთან და გარემოსთან. მე ძალიან მიყვარს ველოსიპედით დიდ მანძილებზე მოძრაობა, დღეში გავდივარ 60 კმ გზას, რომელშიც ძალიან საინტერესო გამოცდილება მაძლევს. მე ვგრძნობ ჩემი გულისცემას, სხეულის რიტმს, ამინდს, რომელიც იცვლება, ზოგჯერ წვიმაა, ზოგჯერ მზე, აზრები, რომელიც თანდართულია ამ სიმფონიურ ორკესტრში, რომელსაც ქვია ჩემი გამოცდილება.

კარანტინის პირობებში ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს აღმოაჩნდათ შფოთვითი ხასიათის ჩივილები  “ძალიან დიდი დრო მანძილზე მიწევს საკუთარ თავთან ყოფნის და ეს ჩემთვის არის პრობლემა“.

პიროვნებებს აღმოუჩნდათ მათთვის უცხო  დროის ულუფა. საკუთარი ფასეულობების სისტემაში გადახედვა პრიორიტეტების განსაზღვრა რთული პროცესია, რადგან ამ ყოველივეს ახლავს ეგზისტენციალური შინაარსების მქონე საკითხების წამოჭრა, რომლებიც მანამდე იყო შენიღბული ყოველდღიური საქმიანობით და ურთიერთობით. საკუთარ თავთან აღიარება, მნიშვნელოვნების შინაარსები,  მე და სამყარო , მარტოსულობა, სიკვდილის და თავისუფლების საკითხები წინა პლანზე წამოიწია. მისთვის უჩვეულოა გაიგოს მისი სიმარტოვის შესახებ, მისი თავისუფლების შესახებ  რომელიც განსაძღვრულია. ანუ, მე ვარ თავისუფალი და ჩემს თავისუფლებაში ვარ შეზღუდული. თავისუფლება და სიკვდილი, ეს არის ის საკითხები , რომლებმაც მოიცვა დედამიწაზე არსებული ადამიანების გონება.

ვფიქრობ, ეს არის ძალიან სასარგებლო პერიოდი კაციბრიობის ისტორიაში, როგორც დზენ ბუდისტურ ფილოსოფიაში – პაუზა და „ ომ“-ი. ეს არის ის ინსტრუმენტები, რომლებიც აუმჯობესებს ადამიანის გაცნობიერების ხარისხს, რამაც შეიძლება შეცვალოს გლობალური განწყობა მსოფლიოში. ჩემი აზრით, ამ პერიოდს საკმაოდ ფსიქოთერაპიული ხასიათი აქვს, რადგან თითოეულ ადამიანში საკუთარი ეგზისტენციალური საკითხები გააქტიურდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს სასარგებლო პაუზა მოიტანს ახალ აღმოჩენებს, ინსაითებს და გაცნობიერებებს.

”თუ გინ­და სი­ბე­რე­ში სიმ­შვი­დეს მი­აღ­წიო, ერ­თგუ­ლად უნდა და­უ­მე­გობ­რდე მარ­ტო­ო­ბას“.. გაბრიელ გარსია მარკესი.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81