ციტატები წიგნიდან სიყვარულის ჯალათი

0

წარმოგიდგენთ ციტატებს იალომის წიგნიდან „სიყვარულის ჯალათი და სხვა ფსიქოთერაპიული ნოველები“ :

  1. წლების განმავლობაში მივხვდი, რომ თერაპევტის ამოცანა სულაც არ არის პაციენტის ერთობლივ არქეოლოგიურ გათხრებში ჩართვა, ან წარსულში გადადგმული მცდარი ნაბიჯის ძიება (ცხოვრება ირევა არა ერთი მცდარი ნაბიჯის გამო, არამედ იმის გამო, რომ მთავარი ნაბიჯი იყო არასწორად გადადგმული). თერაპევტი პაციენტს ეხმარება არა წარსულში ქექვით, არამედ მზრუნველი თანადგომით, სიყვარულით. პაციენტს ეხმარება ნდობა და რწმენა იმისა, რომ  ურთიერთ თანამშრობლობით აუცილებლად მოიპოვებს შვებას და განკურნებას.

 

2.„ყოველი ჩვენგანი თერაპიულ ჯგუფში აკეთებს იმ სოციალური სამყაროს მოდელირებას, რომელშიც რეალურად ცხოვრობს“.

 

  1. აკვიატების მქონე ყოველ პაციენტში დაფარულია ჩახშობილი ბრაზი.

 

  1. საკუთარი თავის შესახებ სიმართლის ინტელექტუალურად გაცნობიერების შემდეგ გადახვიდე მის ემოციურ განცდაზე – ეს თერაპიის ძირითადი სირთულეა. თერაპია იძენს განმკურნებელ ძალას მხოლოდ მაშინ,  როდესაც მასში  ერთვება სიღრმისეული განცდები.

 

  1. დეპრესიას ერთი დადებითი თვისება გააჩნია – ყოველთვის აქვს დასასრული.

 

  1. როგორც წესი, რაც უფრო ნაკლებად აქვს ადამიანს შეგრძნება, რომ ცხოვრებაში რაიმეს მიაღწია, მით უფრო მეტად ეშინია მას სიკვდილის.

 

  1. სიკვდილის შიში ტანჯავს იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი ცხოვრების სიცარიელეს გრძნობს.

 

  1. ყველაზე საშინელი რამ, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს – ეს მარტოობაში სიკვდილია.

 

  1. „პირველადი შფოთვა გამოწვეულია ადამიანის ცნობიერი თუ არაცნობიერი მცდელობებით, გაუმკლავდეს ცხოვრების სასტიკ მოცემულობებს, ისეთ მტკივნეულ ფაქტებს, როგორიცაა: სიკვდილის გარდაუვალობა და ჩვენი საყვარელი ადამიანების დაკარგვის საფრთხე, საკუთარ ცხოვრებაზე სრული  პასუხისმგებლობის აღება, ჩვენი ეგზისტენციალური მარტოობა, და ბოლოს, ცხოვრების გამოკვეთილი და უპირობო საზრისის არარსებობა.“

 

  1. „მართალია, ილუზია ხშირად გვამშვიდებს და გვამხნევებს, მაგრამ საბოლოოდ, ის აუცილებლად ასუსტებს და ატყვევებს ადამიანის სულს“.

 

  1. საზრისი შედეგია გაცნობიერებული საქმიანობისა. რაც უფრო დაჟინებით ვეძებთ მას, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ ვიპოვით.

 

  1. სიტყვებით: „ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მე ეს დამემართებოდა“ მან გამოხატა რწმენის დაკარგვა. საკუთარი პიროვნული განსაკუთრებულობის, გამონაკლისის რწმენის. თუმცა  სინამდვილეში ის რა თქმა უნდა კვლავ    რჩებოდა უნიკალური არსებად: თავისი უნიკალური ცხოვრების ისტორიით, თავისებურებებით და უნარებით,  როგორიც დედამიწის ზურგზე სხვას არავის აქვს.

 

  1. ადამიანი ან გმირულად, თავგანწირვით ამტკიცებს დამოუკიდებლობას, ან უფრო დიდი ძალაუფლების ჩრდილქვეშ პოულობს უსაფრთხოებას და იქ აფარებს თავს. ის ან გამოეყოფა სხვებს, ან შეერწყმება, იკარგება სხვებში. ადამიანი ან თავად ბადებს საკუთარ თავს (ხდება საკუთარი თავის მშობელი) ან სამუდამოდ ბავშვად რჩება.

 

  1. ფსიქოთერაპიაში არსებობს დიდი ხნის ტრადიცია, რომელიც კარლ როჯერსისგან იღებს დასაბამს, შემდეგ კი ოტო რანკს გადაეცემა – თერაპიის დასრულების დროის წინასწარ განსაზღვრა, ზრდის მის ეფექტურობას.

 

  1. ბეტი იყო მოსაბეზრებელი სწორედ იმიტომ, რომ თრგუნავდა საკუთარ სურვილებს და გარშემომყოფების ემოციებით იკვებებოდა. სხვები ამით ძალიან დაიღალნენ.

 

  1. თუ სისტემა დაუსრულებლად ფართოვდება, თქვენ ვერასდროს შეძლებთ მისი საზღვრებიდან გასვლას.

 

  1. ჩემი, როგორც თერაპევტის ძირითადი დანიშნულებაა, რომ ადამიანს დავეხმარო საკუთარი თავის მშობელი თავად გახდეს.

 

  1. ყოველ „კი“-ს გააჩნია თავისი „არა“ – ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება ანადგურებს ყველა სხვა შესაძლო ვარიანტს.

 

  1. თუ მიჯაჭვულობა არ არსებობს, არც განშორება იარსებებს.

 

  1. პაციენტები, ისევე როგორც ყველა ადამიანი, აზრს გამოიტანენ მხოლოდ იმ ჭეშმარიტებიდან, რომელსაც თავად აღმოაჩენენ.

თარგმანი –  ნონა შიუკაშვილმა

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81