ალფრედ ლენგლეექსზისტენციალიზმი

ალფრედ ლენგლე: ”ჩვენ უფრო და უფრო ნაკლებად გვესმის ცხოვრების ჭეშმარიტი ღირებულების”

ჩვენი წინა თაობებისგან განსხვავებით, ჩვენ უკეთესად ვართ დაცული დაავადებებისგან და ვცხოვრობთ კომფორტში. შეიძლება, ამის გამო ცხოვრების ღირებულებას ნაკლებად მწვავედ ვგრძნობთ, თვლის ეგზისტენციალური ფსიქოთერაპევტი ალფრედ ლენგლე. ზოგჯერ აუცილებელია იაზროვნო ნათელი გონებით და დასვა სწორი შეკითხვები იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებას აზრი მისცე.

Psychologies: ეგზისტენციალური ანალიზი იკვლევს ადამიანის პიროვნულობის არსს, ჭეშმარიტ ადამიანურობას. დაჟინებით რატომ ამტკიცებთ, რომ ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა- აზრის დეფიციტია?

ალფრედ ლენგლე: ვიქტორ ფრანკლი, გამოჩენილი ფსიქოლოგი, ლოგოთერაპიის შემქმნელი და ჩემი მასწავლებელი,1920 წლებში პირველმა წამოჭრა აზრის პრობლემა. მაშინ ავსტრია მწვავე უმუშევრობის პერიოდს განიცდიდა, ადამიანები შიმშილობდნენ. იმ დროს ფრანკლი ახალგაზრდა ფსიქიატრი იყო და მან მიაქცია ყურადღება იმას, რომ უმუშევარი ხალხის უმრავლესობა იტანჯებოდა  ცხოვრების მნიშვნელობის დაკარგვის გამო. ისინი მთელ ცხოვრებას უაზროდ თვლიდნენ, რადგან სამსახურის დაკარგვის გამო ოჯახისთვის სარგებლის მოტანა არ შეეძლოთ, უფრო მეტიც თავს მძიმე ტვირთად მიიჩნევდნენ.

მაშინ ვიქტორ ფრანკლი მიხვდა, რომ ადამიანთა გონებაში ადამიანის სიცოცხლის აზრი და ღირებულება ძალიან მკაცრად არიან დაკავშირებულები სარგებელთან: მათ დაკარგეს შესაძლებლობა, რომ იყვნენ სასარგებლოები, ჩვენ ვიკარგებით არსებობის უაზრობაში. ამას შეიძლება უწოდო უტილიტარული აღქმა: აზრი აქვს მხოლოდ იმას, რაც სასარგებლოა და რასაც მოაქვს წარმატება.

მეშინია, რომ ბოლო 90 წლის განმავლობაში სინამდვილეში არაფერი შეცვლილა. ასევე იყო მეორე გარემოება, რომელსაც ფრანკლი შეეხო: ხალხი უფრო ნაკლებად რელიგიური გახდა, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ რომელიმე კონცეფციას, აქედან წამოიჭრა ორიენტირების დეფიციტი.

ადამიანებს ნაკლებად ესმოდათ, თუ რისთვის სჭირდებოდათ თავიანთი ცხოვრების გაგრძელება. ადამიანი აღარ იყო ორიენტირებული ტრანსცენდენტურობაზე, ღმერთის მსახურობის მეშვეობით  საკუთარი ყოფის ჩარჩოებიდან გამოსვლაზე . პირიქით, ის სასტიკად დარჩა საკუთარ თავთან და იძულებული გახდა, ახალი ორიენტირები ეპოვნა. და ეს ასპექტი, როგორც ჩანს , დღესაც აქტუალურია. ბევრ ქვეყანაში რელიგიის როლის შემცირებას მივყავართ აზრის დაკარგვამდე სიცოცხლის მნიშვნელობის შესახებ.

მაგრამ დღეს ჩვენს თვალწინ იღება უამრავი ახალი შესაძლებლობა. განა ეს არ მოქმედებს ჩვენი ცხოვრების გაჯერებაზე და აზრზე?მართალი ხართ, მოქმედებს. ჩვენ მართლაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი ცხოვრების ფორმულირებისთვის. თავისუფალი ბაზარი, მაგალითად, გვაძლევს შესაძლებლობას, რომელზეც ჩვენი მშობლები ვერც კი იოცნებებდნენ, ბაბუებზე აღარ მაქვს საუბარი. ცხოვრება გვთავაზობს სხვადასხვა გასაოცარ საქმიანობებს და ხერხებს იმისთვის, რომ მივიღოთ სიამოვნება.

მაგრამ იმის დაჯერება, რომ მოხმარებას შეუძლია ჩაანაცვლოს აზრი- დიდი შეცდომაა. პირიქით, ეს არის მცდელობა, რომ დაიკმაყოფილო შიმშილი. იმ პირობებში, როდესაც შესაძლებლობების რაოდენობა და ცდუნება მუდმივად იზრდება, აზრის პრობლემა მხოლოდ ძლიერდება, თუმცა ეს არ არის საკმარისად გააზრებული და უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ნათელი გონების პიროვნება, რათა შეინარჩუნოთ ცხოვრების ავთენტური დამოკიდებულება.

ამ ურთიერთობაში ჩვენ უფრო მეტი ტვირთი გვეკისრება, ვიდრე ჩვენს წინაპრებს?დიახ, და კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, ნაკლებად ინტენსიურად ვცხოვრობთ, ვიდრე ადრე, როდესაც ადამიანებს დიდი რაოდენობით საფრთხის წინაშე იყვნენ. ვთქვათ, რომ მოსავლის უკმარისობა, რასაკვირველია, შიმშილს გულისხმობს, სტიქიას შეეძლო სამუდამოდ დაეტოვებინა თავშესაფრის გარეშე, გაციებისგან შეიძლებოდა მომკვდარიყავი. დღეს, ამ უბედურებების უმრავლესობა უბრალოდ არ არსებობს. მანამდე კი, ყველას სიკვდილთან კავშირი ჰქონდა: მაგალითად, თითქმის ყველა ოჯახში, პატარა ბავშვები კვდებოდნენ. დღეს ეს ასე არ არის, და სიკვდილთან შეჯახების გამოცდილება, ამ გაგების გააზრება ნაკლებად შეუძლია ხალხს.

საბოლოოდ, ჩვენ დავიწყეთ ფიზიკურად ნაკლებად მუშაობა. არსებობს ტექნიკა, მანქანები, რომლებიც არ გვაძლევენ დაღლის საშუალებას. და ამას არ შეუძლია არ იმოქმედოს ცხოვრებაში ჩვენს გრძნობებზე. ჩვენი არსებობა, თითქოს, ვაკუუმის პაკეტშია მომწყვდეული, მაგრამ მისგან ეს ვაკუუმი ჩვენში გადმოდის.
ჩვენ არ განვიცდით ნამდვილ შიმშილს, იშვიათად ვნერვიულობთ ჭეშმარიტ საფრთხეზე.
ორ გზას მივყავართ ეგზისტენციალურ აზრამდე: განვიცადოთ რაიმე გასაოცარი ან შევქმნათ რაღაც სასარგებლო

ჩვენ უფრო და უფრო ნაკლებად ინტენსიურად ვგრძნობთ, რა ბედნიერებაა – უბრალოთ ცხოვრება, უფრო ნაკლებად გვესმის ცხოვრების ნამდვილი ღირებულება. და ჩვენთვის გაცილებით რთული ხდება მისი მნიშვნელობის გარჩევა. განსაკუთრებით ისინი, ვინც ცხოვრობენ განვითარებულ ქვეყნებში. 2000 წელს ავსტრიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ერთხელ მაინც განუცდია მნიშვნელობის აზრის დაკარგვა. მხოლოდ 11% -მა უპასუხა, რომ ამ პრობლემასთან კავშირი არასდროს ჰქონიათ.

სამწუხაროა, რომ მსგავსი კვლევები არ ჩატარებულა რუსეთში. რადგან ჩვენ  ძალიან გვიყვარს ცხოვრების აზრის ძებნა.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ პირობები. ლოგოთერაპიასა და ეგზისტენციალურ ანალიზში, განვსაზღვროთ ორი კონცეფციის მნიშვნელობა. პირველი არის პრაქტიკული აზრი, რომელიც კონკრეტულ ვითარებაშია ჩადებული. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ეგზისტენციალიზმს. მეორე არის გლობალური, ონტოლოგიური მნიშვნელობა, რომელსაც აქვს ყველაფერი არსებული.
ეგზისტენციალური მნიშვნელობა დამოკიდებულია პიროვნებაზე და შეუძლია შეიცვალოს სიტუაციისამებრ. ის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, თუ განახორციელებთ ეგზისტენციალურ გადასვლას: “რა უნდა გავაკეთო?”, “როგორ მოვიქცე?”, “რას მომცემს ეს?”, შეეცადეთ გადაატრიალოთ თქვენი დამოკიდებულება სიტუაციისთვის.
გადავდო მეორე მხარეს ის, რაც მინდა მე და გავიგო, რას ითხოვს სიტუაცია ჩემგან. რას ელის სიცოცხლე ჩემგან? ასე მოქცევით, ადამიანისგან, რომელიც სვამს კითხვებს ჩვენ გარდავიქმნებით ადამიანად, რომელიც გასცემს პასუხებს.
ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც სავსე იქნება აზრით, – ამით შევავსებთ სიტუაციას
ეგზისტენციალური აზრი მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ გავიგოთ ყველა კონკრეტული სიტუაციის კითხვა და ამ კითხვაზე გავცეთ, რაც შეიძლება კარგი პასუხი. ანუ კითხვა, რომელიც  მოცემულ მომენტში ჩემთვის შესაძლებელია და რომელიც მე ყველაზე კარგი მგონია. ეს პასუხი, რა თქმა უნდა, მდგომარეობს არა სიტყვებში, არამედ მოქმედებაში, საქციელში. ადამიანს შეუძლია თვითონ შექმნას საკუთარი აზრიანი ცხოვრება, მომენტის მომენტზე დადებით, როგორც მარგალიტის ყელსაბამი.

თქვენ გინდა თქვათ, რომ ყოველი სიტუაცია შეიცავს, რაღაც აზრს  და
ჩვენი ამოცანაა – მისი პოვნა?
არა. მე არ შემიძლია დავამტკიცო, რომ აზრს ყველაფერი შეიცავს. მაგრამ ყველა სიტუაციაში, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც სავსე იქნება აზრით, – ამით კი შევავსოთ სიტუაცია. ვიქტორ ფრანკლი გვიჩვენებდა რამდენიმე გზას, რომლებსაც მივყავართ ეგზისტენციალურ მნიშვნელობასთან.
პირველი – განვიცადოთ რაღაც გასაოცარი: მოვუსმინოთ მშვენიერ მუსიკას,გავაატროთ დრო საყვარელ ადამიანებთან,დავტკბეთ მზის ჩასვლით.
სხვა გზა – შევქმნათ რაღაც სასარგებლო: კარგად გავაკეთოთ ჩვენი საქმე ან გამოვაცხოთ გემრიელი ნამცხვარი. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც არც ის, არც ეს შეუძლებელია: ვთქვათ, ადამიანი მძიმედ ავადაა.

ფრანკლი ძალიან ბევრს წერს მნიშვნელობის პოვნის  აუცილებლობაზე გამოუვალ და ცხოვრების რთულ სიტუაციებში. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია იპოვო სწორი შინაგანი წყობა პრობლემის მიმართ, საკუთარ სატანჯველთან. წყობა, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს ატაროს თავისი სიყვარული ცხოვრების მიმართ.

და რაც გლობალურ მნიშვნელობას ეხება ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის ის ნათელი გახდეს

ეს დიდი ფილოსოფიური და რელიგიური შეკითხვაა, რომელიც პრინციპულად გადაუჭრელია ადამიანის პოზიციიდან. აქ უკვე საუბარია ყოფის მნიშვნელობაზე. ანუ ადამიანი, რატომ იბადება ის ამ ქვეყნად? და – ყველაზე, მწვავე შეკითხვა – რატომ არსებობს უბედურება? რატომ დაეცემა კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ მომენტში – რატომ მაინც და მაინც ის ?
ფსიქოლოგიას არ შეუძლია მონაწილეობდეს ყოფის გლობალური მნიშვნელობის საკითხში
აქ ჩვენ ვწვდებით ცოდნის საზღვრებს.
ფსიქოლოგიას უკვე აღარ შეუძლია ამ საკითხის მოგვარებაში მონაწილეობა. და ჩვენ გვრჩება მხოლოდ რწმენა, იმედი.
თუმცაღა, ამ შემთხვევებში შესაძლებელია ეგზისტენციალური გადახვევა. ის აუცილებელია იმისთვის, რომ აღარ გვქონდეს შეკითხვები გლობალურ მნიშვნელობაზე და შევეცადოთ გავცეთ პასუხი ამ გამოწვევას, გავიგოთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ყველაზე რთულ და მძიმე სიტუაციებში ისეთი, რაც მოიტანდა პოზიტიურ შედეგს. თუ ადამიანი ასე იქცევა, თუ ის ეძებს პასუხს, მაშინ ერთი მნიშვნელობა უკვე შექმნილია: ეს ადამიანი ხდება ძლიერი, როგორც პიროვნება.

ექსპერტზე:
ალფრედ ლენგლე – ავსტრიელი ფსიქოთერაპევტი, კლინიკის ფსიქოლოგი, მედიცინისა და ფილოსოფიის პროფესორი, ლოგოთერაპიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ეგზისტენციალური ანალიზის GLE-International დამფუძნებელი, ლოგოთერაპიის დამფუძნებლის – ვიქტორ ფრანკლის მოსწავლე, წიგნის “ვიქტორ ფრანკლი. პორტრეტი” ავტორი.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81