ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები

0

ადამიანი, განსაკუთრებით კი მისი პიროვნებები უკვე არა ერთი ასეული წელია კაცობრიობის გამორჩეული გონების მფლობელთა შესწავლის და ინტერესის საგანია. ფსიქოლოგიის მეცნიერების დაარსების დღიდან, ადამიანებმა შეძლეს განევითარებინათ და საგრძნობლად გაეუმჯობესებინათ უნარები ამ არც თუ მარტივ, მაგრამ ძალიან საინტერესო საქმეში. ამიტომ ახლა, ადამიანის ფსიქიკის თავისებურებებისა და მისი პიროვნების შესწავლისას სანდო მონაცემების მისაღებად ადამიანები იყნებენ კვლევის ძალიან განსხვავებულ და მრავალფეროვან მეთოდებს. ერთერთი ასეთი მეთოდი, რომელმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა და პრაქტიკული მხრიდან კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი არის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი.

ფსიქო – სოციალური ექსპერიმენტების რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ, საინტერესო, ზოგჯერ კი არაჰუმანურ და შოკის მომგვრელ მაგალითს ჩვენ განვიხილავთ მათი მნიშვნელობის გამო. მაგრამ მანამდე, გავიხსენოთ რა არის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რითი გამოირჩევა და მოკლედ შევეხოთ ასევე მის ტიპებსა და მახასითებლებს.

რა არის ექსპერიმენტი?

ექსპერიმენტი ფსიქოლოგიაში – ეს არის გარკვეული ცდა, რომელიც ტარდება სპეციალურ პირობებში, ფსიქოლოგიური მონაცემების მისაღებად, ობიექტის ქმედების პროცესში ჩარევის გზით. მკვლევარი შეიძლება იყოს როგორც მეცნიერი-სპეციალისტი, ასევე უბრალო მოყვარული.

ექსპერიმენტის ძირითადი მახასიათებლებია:

• რომელიმე ცვლადის ცვლილების შესაძლებლობა და ახალი პირობების შემნა ახალი კანონზომიერებების გამოსავლენად;
• ათვლის წერტილის შერჩევის შესაძლებლობა;
• განმეორებით ჩატარების შესაძლებლობა;
• ექპერიმენტში ისეთი კვლევის მეთოდების ჩართვის შესაძლებლობა, როგორიცაა: ტესტი, გამოკითხვა, დაკვირვება და ა.შ.

თვითონ ექსპერიმენტი შეიძლება რამდენიმე სახის იყოს: ლაბორატორიული, ბუნებრივი, საპილოტე, გაცხადებული, გასაიდუმლოებული და ა.შ.

ახლა გადავიდეთ ცნობილი ექსპერიმენტების განხილვაზე. ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტებია:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

წყარო

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81