ფსიქოლოგიური ძალადობა

0

ხშირად, როდესაც ძალადობაზეა საუბარი, პირველ რიგში, ფიზიკური ზემოქმედება გვახსენდება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ადამიანთა ურთიერთობებში, უფრო მეტად, ემოციურ ძალადობას აქვს ადგილი, და, სამწუხაროდ, ის მხოლოდ ეტაპია ფიზიკურ ძალადობამდე.

ემოციური ძალადობა შეიძლება გამოვლინდეს მეუღლეებს ან პარტნიორებს შორის, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის მხრიდან. მნიშვნელოვანია, დროულად გაერკვეთ თქვენი თანამგზავრის არასწორ ქცევებში, რომ თავი დააღწიოთ ძალადობის გაგრძელებას. გახსოვდეთ, რომ ემოციური ძალადობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადავა ფიზიკურ ძალადობაში.

მაშ ასე – ემოციური ძალადობის ყოფითი გზავნილები:

  1. იზოლაცია. პარტნიორს სურს თქვენი იზოლაცია ნათესავებისგან და მეგობრებისგან. მას სურს, რომ მთელი დრო მხოლოდ მასთან გაატაროთ. მას არ ესმის, რომ თქვენ, შეიძლება, თქვენი ცხოვრება გქონდეთ, თქვენი ურთიერთობების მიღმა. შეხვდეთ სხვა ადამიანებს – სრულიად ბუნებრივია, ამიტომ, თუ თქვენი პარტნიორი (მამაკაცი ან ქალი) გიკრძალავთ მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობას, ეს ემოციური ძალადობის გამოვლინებაა.
  2. სიტყვიერი შეურაცხყოფები. პარტნიორი მოგმართავთ დამაკნინებელი სიტყვებით. თუნდაც ამას ხუმრობის სახით გამოხატავდეს, ადამიანი მაინც ცდილობს თქვენი ღირსების შელახვას. შესაძლოა, ხანდახან მან აქეთ დაგადანაშაულოთ, რომ ძალიან მგრძნობიარე ხართ და რჩევებიც მოგცეთ, მოდუნდიო. პარტნიორი ყოველთვის ნახულობს გზას, დაგარწმუნოთ, რომ ის სწორად იქცევა და პრობლემა თქვენშია. მაგრამ ეს ასე არ არის, თქვენ არ ხართ ზედმეტად მგრძნობიარე, უბრალოდ გრძნობთ, რომ თქვენ უღირსად გექცევიან.
  3. საკუთარ პრობლემებში სხვების დადანაშაულება. საკუთარ წარუმატებლობაში პარტნიორი ადანაშაულებს სხვებს, როგორც წესი, თქვენ. ის პრაქტიკულად არასოდეს აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას.
  4. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენება. ის, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ყველა ემოციურად მოძალადე ადამიანი არ არის, მაგრამ ეს საკმაოდ ხშირად ხდება. სხვადასხვა ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებებისა და ნარკოტიკების გამოყენება ხსნის ძალადობის კარს და იწვევს არაჯანსაღ ურთიერთობებს.
  5. დაშინება. თუ პარტნიორი ან მეუღლე თქვენში იწვევს შიშს, ე.ი. თქვენს ურთიერთობებში ნამდვილად არ არის საქმე კარგად. შესაძლოა, “ემოციურად მოძალადე” ახდენს მისი ძალაუფლებისა და ძალის დემონსტრირებას. მაგალითად, მან შეიძლება განახოთ ცივი იარაღის მისი კოლექცია და გითხრათ, რომ არ ეშინია მათი გამოყენება.
  6. დასჯა, იმისთვის, რომ თქვენ დრო ცალკე გაატარეთ (ეს ნიშანი პირველს ავსებს). თუ თქვენ სადღაც იყავით ან აკეთებდით რაიმეს პარტნიორის გარეშე, ან თუ ერთად იყავით, მაგრამ იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ და თქვენ მათ რაღაც დრო დაუთმეთ, “ემოციური მოძალადე” დაგადანაშაულებთ ამაში. ის (მამაკაცი ან ქალი) თქვენს მიმართ გამოიყენებს ყვირილს, შეურაცხყოფას და მუქარას, რომ თქვენ მხოლოდ მას არ დაუთმეთ დრო.
  7. მოლოდინი, რომ თქვენ მას მოემსახურებით. პარტნიორი ისე იქცევა, თითქოს თქვენი პატრონი იყოს ამ ხელმწიფე, ითხოვს, რომ თქვენ იყოთ მისი ნებაყოფლობითი მსახური. ის (მამაკაცი ან ქალი) ელოდება, რომ ყველა საქმე თქვენზე იქნება, თავად კი არაფერში დაგეხმარებათ.
  8. ძლიერი ეჭვიანობა. ემოციურად არასრულფასოვანი ურთიერთობების არსებითი ნიშანია ზედმეტი ეჭვიანობა, თანაც არა მარტო რეალური ადამიანების მიმართ, არამედ თქვენი ოცნებებისა და მიზნების მიმართაც. ასეთი ეჭვიანობა ავსებს ცხოვრების ყველა ასპექტს და რთულად ემორჩილება კონტროლს.
  9. ემოციურად მოძალადეები დახვეწილი მანიპულატორები არიან. თუ თქვენ არ ეთანხმებით მათ იდეებს, ისინი გამოხატავენ წყენას და იმუქრებიან, რომ მიგატოვებენ. ისინი ხშირად ახერხებენ, გამოიწვიონ თქვენში დანაშაულის გრძნობა, თუ რაიმეს თქვენებურად გაკეთება გსურთ. ხანდახან ასეთი ადამინები ბოდიშსაც იხდიან ან გამოხატავენ მათ უდიდეს სიყვარულს, მაგრამ ეს ძალიან ხანმოკლეა და მალე ყველაფერი ბრუნდება.
  10. ფიზიკურ ძალადობაზე გადასვლა. თუ თქვენი პარტნიორი თქვენს მიმართ ემოციურ ძალადობას გამოხატავს, ერთხელ ის ფიზიკურ ძალადობაში გადავა. ყველაფერი იწყება იმით, რომ მან, შესაძლოა, თმებზე მოგქაჩოთ, ხელი გკრათ, ხელი წაგავლოთ ისე, რომ კანი ჩაგილურჯდეთ. მერე უფრო გაუარესდება. დიდი ალბათობით, თუ თქვენს პარტნიორს ფეთქებადი ხასიათი აქვს და ყველაფერზე ძალადობით რეაგირებს (ბრაზის დროს შეუძლია ჭურჭლის დალეწვა, ფეხები ურტყას კედელს, გალანძღოს უცხო ადამიანები), ერთხელ ის თქვენზეც აწევს ხელს.

ემოციური ძალადობა, ვისი მხარიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მამაკაცის თუ ქალის, ქცევის მიუღებელი ფორმაა. არ შეიძლება მასთან შერიგება. მხოლოდ თქვენი არჩევანია, რჩებით ამ ურთიერთობებში, თუ ცდილობთ შეცვალოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობებში ბავშვებიც არიან ჩართულები. თუმცა ეს კიდევ სხვა ისტორიაა

რამდენად აქტუალურია თქვენთვის ემოციური ძალადობა? იქნებ რაიმე კიდეც გეცნოთ?

როგორ ფიქრობთ, ემოციური ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ ქალები არიან?

მადლობა ჩართულობისთვის – მნიშვნელოვანია.

 

 

✔ მედიცინის დოქტორი ✔ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი ✔ სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ✔ ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი ? 599 471 477