მარიკა ხალიანის ენეაგრამა

0

გახსოვთ გამოცანა: როგორ შეიძლება გადაიყვანო მდინარის ერთი  ნაპირიდან მეორეზე მგელი თხა და თივა? თუ კი ჯერ არ იცით ამ ამოცანის პასუხი მე გეტყვით, ჩასვით სამივე ნავში და შუაში ჩაუსვით მარიკა ხალიანი. ისინი არა თუ ერთმანეთს არ დაჭამენ, არამედ ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ საერთო ბიზნესსაც წამოიწყებენ.

მარიკა ხალიანის აწეული ხმის ტონი არასოდეს მინახავს. მასთან წლების წინ საქმიანი  ურთიერთობის პროცესში დავინახე, რომ მას კარგად შეეძლო ადამიანის დადებითი კუთხით დანახვა.
„ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უყურო, ადამიანს როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხით უმზირო, რომლიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება.” – ნოდარ დუმბაძის სიტყვებისა არ იყოს მარიკა ხალიანი ნიჭი იმაში იყო რომ გიპოვიდა იმ რაკურს საიდანაც უკეთესი ჩანხარ.
როდესაც მარიკა ხალიანი გავიცანი ეს ჩემთვის შოკი იყო, დიპლომატიის ასეთი ჯადოქრობა  მანამდე არსად მინახავს,  სამწუხაროდ იმ პერიოდში არ მქონდა საკმარისი ცოდნა ფსიქოლოგიაში რომ ეს ფენომენი ამეხსნა, მაგრამ აი წლების შემდეგ დავუბრუნდი იმ „შოკს“ და მივადექი მარიკა ხალიანს კითხვებით როგორ? რანაირად ახერხებ მგელთა და თხასთან ერთდროულად საერთო ენის გამონახვას? უფრო მეტიც მათ ერთ მაგიდასთან დასმას მათ გაერთიანებას ?

ამ კითხვაზე პასუხი ენეაგრამაში ვიპოვე. ენეაგრამა ადამიანის ფსიქოტიპის დადგენის მეთოდია, ის იკვლევს სიღრმისეულ მოტივაციებს, არაცნობიერ დრაივებსა და იმ ფიქსაციებს რომელიც ადამიანის ხასიათს მის ცხოვრების სტილს აყალიბებს.

ენეაგრამაში არის ერთი ენეანიშანი რომელსაც აგრესიის ტრანსფორმაციის საოცარი უნარი აქ. 9-ებს (მედიატორებს) ჰარმონიის შექმნა უნიკალურად შეუძლიათ. ისინი ბოლომდე შედიან სხვა ადამიანების მდგომარეობაში და ბოლომდე იღებენ მათ თავისებურებებს. ცდილობენ შექმნან ჰარმონია და ამ პროცესში ხედავენ და ითვალისწინებენ სხვა  ადამიანების სურვილებს. 9 იანისთვის უმთავრეს მოტივაციას წამოადგენს არ შექმნას კომფლიქტი, მათ შეუძლიათ სიტუაცია სხვადასხვა მხრიდან დაინახონ და დანახონ სხვებსაც, რადგან ყველა ადამიანის ლოგიკა კარგად ესმით და ითვალისწინებთ და საერთო სურათში ასახავენ ყველას აზრებს. ენეანიშანი ბავშობიდან ჩამოყალიბებული სამყაროსთან ადაპტაციის მექანიზმია, რომელიც სამყაროში შენ როლის პოვნაში გეხმარება, საკუთარი ღირებულებების დანახვაში გიწყობს ხელს. ბავშვობიდან მოყოლებული წლების განმავლობაში სტრატეგია იხვეწება  და ეს ფსიქოლოგიური თავისებურება ადამიანის ხასიათი საყრდენი კედელი ხდება.

 ენეაგრამას მიხედვით სულ 9 ფსიქოტიპი არსებობს, შესაბამისად სამყაროში არიან ისეთი ადამიანები, რომელთა ფსიქოლოგიური პროფაილი ძალიან გავს ჩვენსას, ეს არ ნიშნავს რომ ერთი და იგივე შედეგი გვექნება, ეს ნიშნავს რომ ჩვენ იდენტური ფსიქოლოგიური რესურსი გვაქვს. მარიკასთან ინტერვიუს შემდეგ ჩამაფიქრა მისმა სიტყვებმა: „ვოცნებობ ისეთი პროექტის განხორციელებაზე რომელიც ბევრ ადამიანს პრობლემას მოუგვარებს. მინდა რომ ისეთი ადგილი შევქმნა დედამიწაზე სადაც დადებითი ენერგია იტრიალებს, ბევრი სიხარული, სიყვარული და სრული ჰარმონია იქნება „ ამ საკითხზე ფიქრში ჩემ 7 წლის ბიჭს სკოლაშიც მივაკითხე, ის იყო ფიქრი უნდა შემეწყვიტა და ალექსადრეზე გადამერთო გონება, რომ შევნიშნე ბავშვები რომელებიც ეზოში თამაშობდნენ  და დავინახე ბევრი სიხარული და ჰარმონია რომელიც ბავშვურ გულწრფელ ემოციებს მოაქვს. ფიქრი კითხვა ჩამომიყალიბდა: სად არის ადგილი სადაც ბავშვების ასეთი დიდი ემოციის სრული კორიანტელი იქნება?
ამ ფიქრებში ამომიტივტივდა ისტორიული ადამიანის სახელიც ვისაც ასევე მედიატორობის საოცარი უნარი ქონდა და ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწია უდიდეს შედეგებს.

დისნელენდი – ადგილის სადაც დიდები და პატარები ერთად მხიარულობენ, სადაც ბევრი სიხარულია, სადაც ჰარმონია და დადებითი ემოციების კორიანტელია.
დისნეილენდის შემქმნელს, ვოლტ დისნეის ქონდა უნარი აგრესიის ტრანსფორმაციის. თაგვის მიკი მაუსად ჩვენების და ამით ჰარმონიის დამყარების ცხოველებსა და ადამიანებს შორის. დისნეის ეს მოტივაცია ბავშვობიდან ჰქონდა. ჯერ კიდევ პატარა უოლტი ფერმერებს ეუბნებოდა: ნუ ხოცავთ ცხოველებს, მათ არ აქვთ ფული რომ საკვები იყიდონ, ამიტომაც თქვენს ბოსტანში ჭამენ.
მარიკა ხალიანი ფსიქოპროტოტიპი სწორედაც რომ ვოლტ დისნეია. მათ აქვთ იდენტური მისწრაფება დაამყარო მშვიდობა, შეარიგონ, უკეთესი რაკურსით დაანახონ მხარეებს ერთმანეთი.
კითხვაზე მარიკა როგორ? პასუხი ჩემთვის უკვე გასაგებია. როდესაც ადამიანი სიღრმისეული მოტივაცია არის მშვიდობა და ჰარმონია, ეს მოტივაცი უვითარებს მედიაცის უნარს, სურვილი ქმნის არეალს შესაძლებლობისთვის, მოტივაცია აყალიბებს უნარს. „მინდა მშვიდობა, ჰო და თავად დავამყარებ მას, თავს შევქმნი ჰარმონიას“. ეს მისწრაფება ადრეული ასაკიდან მოდის და შესაბამისად უნარიც წლების განმავლობაში ყალიბდე და იწრთობა.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი