გახსოვთ გამოცანა: როგორ შეიძლება გადაიყვანო მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მგელი თხა და თივა? თუ კი ჯერ არ იცით ამ ამოცანის პასუხი მე გეტყვით, ჩასვით სამივე ნავში და შუაში ჩაუსვით მარიკა ხალიანი. ისინი არა თუ ერთმანეთს არ დაჭამენ, არამედ ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ საერთო ბიზნესსაც წამოიწყებენ.
„ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უყურო, ადამიანს როგორც ქანდაკებას ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხით უმზირო, რომლიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება.” – ნოდარ დუმბაძის სიტყვებისა არ იყოს მარიკა ხალიანი ნიჭი იმაში იყო რომ გიპოვიდა იმ რაკურს საიდანაც უკეთესი ჩანხარ.
როდესაც მარიკა ხალიანი გავიცანი ეს ჩემთვის შოკი იყო, დიპლომატიის ასეთი ჯადოქრობა მანამდე არსად მინახავს, სამწუხაროდ იმ პერიოდში არ მქონდა საკმარისი ცოდნა ფსიქოლოგიაში რომ ეს ფენომენი ამეხსნა, მაგრამ აი წლების შემდეგ დავუბრუნდი იმ „შოკს“ და მივადექი მარიკა ხალიანს კითხვებით როგორ? რანაირად ახერხებ მგელთა და თხასთან ერთდროულად საერთო ენის გამონახვას? უფრო მეტიც მათ ერთ მაგიდასთან დასმას მათ გაერთიანებას ?
ამ კითხვაზე პასუხი ენეაგრამაში ვიპოვე. ენეაგრამა ადამიანის ფსიქოტიპის დადგენის მეთოდია, ის იკვლევს სიღრმისეულ მოტივაციებს, არაცნობიერ დრაივებსა და იმ ფიქსაციებს რომელიც ადამიანის ხასიათს მის ცხოვრების სტილს აყალიბებს.
ამ ფიქრებში ამომიტივტივდა ისტორიული ადამიანის სახელიც ვისაც ასევე მედიატორობის საოცარი უნარი ქონდა და ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწია უდიდეს შედეგებს.
დისნეილენდის შემქმნელს, ვოლტ დისნეის ქონდა უნარი აგრესიის ტრანსფორმაციის. თაგვის მიკი მაუსად ჩვენების და ამით ჰარმონიის დამყარების ცხოველებსა და ადამიანებს შორის. დისნეის ეს მოტივაცია ბავშვობიდან ჰქონდა. ჯერ კიდევ პატარა უოლტი ფერმერებს ეუბნებოდა: ნუ ხოცავთ ცხოველებს, მათ არ აქვთ ფული რომ საკვები იყიდონ, ამიტომაც თქვენს ბოსტანში ჭამენ.
მარიკა ხალიანი ფსიქოპროტოტიპი სწორედაც რომ ვოლტ დისნეია. მათ აქვთ იდენტური მისწრაფება დაამყარო მშვიდობა, შეარიგონ, უკეთესი რაკურსით დაანახონ მხარეებს ერთმანეთი.
კითხვაზე მარიკა როგორ? პასუხი ჩემთვის უკვე გასაგებია. როდესაც ადამიანი სიღრმისეული მოტივაცია არის მშვიდობა და ჰარმონია, ეს მოტივაცი უვითარებს მედიაცის უნარს, სურვილი ქმნის არეალს შესაძლებლობისთვის, მოტივაცია აყალიბებს უნარს. „მინდა მშვიდობა, ჰო და თავად დავამყარებ მას, თავს შევქმნი ჰარმონიას“. ეს მისწრაფება ადრეული ასაკიდან მოდის და შესაბამისად უნარიც წლების განმავლობაში ყალიბდე და იწრთობა.