ფსიქოანალიზის დედა – ლუ ანდრეას სალომე

0

,,- ჩემი სახელი მსოფლიო ისტორიაში ქმრის გვარით შევა, ლუ ანდრეას სალომე, მე ვარ მწერალი, ფილოსოფოსი, ექიმი ფსიქოანალიტიკოსი.  ჩემი ქმარი, ფრიდრიხ კარლ ანდრეასი, გახდება ყველაზე ამოუცნობი ქმარი ევროპაში. მოგვიანებით მეგობრები მას ლუმენს დაუძახებენ…ჩემს შესახებ დაწერენ ათობით წიგნს, ლუ და ნიცშე, ლუ და რილკე, ლუ და ფროიდი…თუმცა ყველასთვის გამოცანად დარჩება ჩემი არჩევანი“ წერდა ლუ ანდრეას სალომე

  1861 წლის 12 თებერვალს  ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, წარმოშობით ნახევრად გერმანელ და ნახევრად ფრანგ, გენერალ გუსტავ ფონ სალომეს და ლუიზა  ვილმმის ოჯახს დიდი ხნის ნანატრი  გოგონა შეეძინათ…ლუიზა ფონ სალომე, ლოლა როგორც შემდეგ მას რუსული მანერით,  მიმართავდნენ… პატარა ლოლას ხუთი ძმა ყავდა ,,კაცთა ძმური ერთობა ჩვენს ოჯახში“ იხსენებდა მოგვიანებით ლუ,,- იმდენად მძაფრად,  აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, რომ ყველა მამაკაცში რომლებსაც ოდესმე შევხვედრივარ მეჩვენებოდა, რომ ჩემი რომელიმე ძმა იმალებოდა.“

პატარა ლუიზა ხასიათის სიმყარით და თავნებობით გამოირჩეოდა, ოჯახის წევრების,  მის მიმართ განსაკუთრებულად ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ. გაგებით ეკიდებოდნენ ისეთ ქცევასაც კი როდესაც, ლუმ სახლში არსებული ყველა ხატი ძირს დაყარა, უარი თქვა პირველ ზიარებაზე და განაცხადა, რომ ღმერთი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მისი კატის გარდაცვალებას არ დაუშვებდა. მშობლებმა ასევე დააკმაყოფილეს, ლუს სურვილი, ესწავლა სახლში და მხოლოდ ის საგნები რომლებსაც ის სასარგებლოდ და საინტერესოდ მიიჩნევდა. ფილოსოფოს, ლიტერატურა, ისტორია. ბავშვობიდან იყო მიზანდასახული და ხარბად ითვისებდა ცოდნას.

17 წლის ასაკში ლუ მოხიბლა არც თუ ისე  ახალგაზრდა პასტორმა, ჰაინრიხ გიიო, ლუს მოსწონდა მისი ინდივიდუალური გაკვეთილები, რომლებსაც ოჯახისგან მალულად ესწრებოდა. თანდათან მათი ფილოსოფიური საუბრები უფრო პირადული გახდა, ლუ  ამაში ცუდს ვრაფერს ხედავდა… მის  გაოცებას საზღვარი არ ქონდა როდესაც გიიომ ცოლობა სთხოვა, აღუთქვა, რომ მის გამო ოჯახს და მსახურებას მიტოვებდა, გაჰყვებოდა საზღვარგარეთ, ყველგან ქვეყნის დასალიერშიც კი ოღონდ ლუს მოენდომებინა…გაოგნებულ და გაოცებული ლუ შეძრა ამ წინადადებამ, მას უყვარდა გიიომი, მაგრამ არა როგორც მამაკაცი არამედ როგორც პასტორი, ამ შეთავაზებამ კი მისი გული დააცარიელა და სული გაყინა. მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის გადატანა მოუწია გიიომის, მისდამი დამოკიდებულების გამო. უარის შემდეგ, იმედგაცრუებულმა პასტორმა დატოვა რუსეთი…ეს იყო ლუს მიერ, პირველი გატეხილი გული….

პასტორის სიყვარულის მოსაგონებლად, ლუიზამ საკუთარ თავის მოხსენება დაიწყო როგორც ლუ, სწორედ  გიიომ მიმართა მას პირველად სახელით ,,ლუ’’ და არა ლუიზა ან ლოლა რადგან ამ უკანასკნელის სწორად გამოთქმა, მან ვერა და ვერ ისწავლა.

მამის  სიკვდილი, მძიმედ გადაიტანა ლუმ, შეექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები რის გამომც, ის ჯერ შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ციურიხში მცირე ხნით სწავლობდა ფილოსოფიას, ხოლო შემდეგ იტალიაში გააგრძელა სწავლა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო 32 წლის პაულ რე. რეს თავდავიწყებით შეუყვარდა ლუ თუმცა, ხელის თხოვნას ამ შემთხვევაშიც უარყოფითი პასუხი მოყვა, მაგრამ ლუმ შესთავაზა ალტერნატივა, უბრალოდ ეცხოვრათ ერთ სახლში სადაც ორივეს საკუთარი ოთახი ექნებოდათ. რაზეც რე დასთანხმდა. ლუს ასეთმა გადაწყვეტილებამ საზოგადოება აღაშფოთა, თუმცა მას საზოგადოების აზრი ნაკლებად აინტერესებდა. ლუ მოხიბლული იყო რეთი და მისი ფილოსოფოსი მეგობრებით, რომელთა შორისაც იმ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობი ფრიდრიხ ნიცშეც იყო.

ნიცშე ლუზე 17 წლით უფროსი იყო ,,ეს გოგო, გამჭრიახია როგორც არწივი, ძლიერი როგორც ლომი და ამასთანავე ძალიან ქალურიც, მას აქვს მყარი ხასიათი და ზუსტად იცის რა უნდა, არავის სთხოვს რჩევას და არ ზრუნავს საზოგადოების მხრიდან მის მიმართ დადებითი აზრის შექმნაზე“ – წერდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნიცშე, მომდევნო წერილში კი აღნიშნავს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ქალია. გაცნობიდან  გარკვეული დროის შემდეგ, ნიცშე მივიდა ლუსთან და მის მშობლებს მისი ხელი სთხოვათ, თუმცა გოგონამ უარყო ის და მასაც რესთან და მასთან ცხოვრება შესთავაზა, წიგნებით და ყვავილებით სავსე სახლში, ნიცშე დათანხმდა.

ლუ ტკბებოდა მამაკაცების ფილოსოფიური საუბრებით და არ იმჩნევდა მათ ეჭვიან მზერას. თავიდან ერთად ცხოვრება, საინტერესო და ნაყოფიერი ჩანდა სამივესთვის, თუმცა შემდგომ ნიცშე რესა და ლუზე ძლიერ ეჭვიანობდა, აწყობდა ეჭვიანობის სცენებს. გახდა უკიდურესად გაუწონასწორებელი, კუდში დასდევდათ, უსმენდა მათ საუბრებს, მას არ სურდა ლუიზას ვინმესთან გაყოფა. ნიცშეს ეჭვებს უმძაფრებდა მისი და ელისაბედი, რომელსაც სძულდა ლუ, მან უხეში წერილიც კი მისწერა, მას რამაც ლუ აღაშფოთა და ნიცშესთან ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი თქვა.   საბოლოოდ ნიცშემ ლუს  კიდევ ერთხელ სთხოვა ხელი, შვეიცარიაში მომაკვდავი ლომის ქანდაკებასთან, განმეორებით უარის მიღების შემდეგ, საყვარელ ქალთან მეგობრობა გაწყვიტა ,,-თუ  მე შენ გტოვებ, მხოლოდ შენი საშინელი ხასიათის გამო, მე რომ შემექმენი, მოგცემდი უფრო მეტ ჯანმრთელობას და ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანსაც კი, ცოტა სიყვარულს ჩემს მიმართ – წერდა ის ლუს, მან ვერ შეძლო, საკუთარი გრძნობების დავიწყება ქალის მიმართ, დრო და დრო მისი ემოციები ამბივალენტური ხდებოდა, თაყვანისცემიდან, სიძულვილში გადასდიოდა, მას მოიხსენიებდა ხან როგორც ,,კეთილ გენიოსს“ ხან  კი ,,ნამდვილ ბოროტებას“. ვარაუდობენ, რომ მან ლუს სახე ,,ესე იტყოდა ზარატუსტრა“-ში გამოიყენა. 6 წლის შემდეგ ფილოსოფოსი ჭკუიდან შეიშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. მისი ფსიქიკური მდგომარეობა დრო და დრო უკიდურესად დამძიმდა და  1900 წელს 25 აგვისტოს იგი გარდაიცვალა.

ნიცშეს სიკვდილის შემდეგ რემ და ლუმ 5 წელი იცხოვრეს ერთად, მანამ სანამ ის მეცნიერ ფრიდრიხ კარლ ანდრეასს არ შეხვდა. ანდრეასი 15 წლით იყო ლუზე უფროსი და მტკიცედ სურდა მისი ცოლად მოყვანა.  ახალმა თაყვანისმცემელმა ლუს პირველი უარის შემდეგ,  თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობის დასამტკიცებლად, მის თვალწინ თვითმკვლელობის მცდელობას მიმართავს  ( გულმკერდში დანა  ჩაირტყა) მალე ლუ მას ცოლად გაჰყვა, მხოლოდ ერთი პირობით, რაც საქორწინო კონტრაქტში ეწერა, მათ მხოლოდ პლატონური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ, რაც თავის თავში გულისხმობდა სექსუალური ურთიერთობის არქონას. 1886 წელს ლუ ფრაუ ანდრეს სალომე გახდა, მას საერთოდ არ აღელვებდა ის ფაქტი, რომ მეუღლე მოახლესთან იზიარებდა სარეცელს და მათ ოჯახში მისი უკანონო ქალიშვილი იზრდებოდა. ,, ის იყო ჩემთვის კეთილშობილი, სხვა ათას ადამიანთა შორის ერთადერთი“ იტყვის ის მოგვიანებით. რემ კი როდესაც საყვარელი ქალის გათხოვების შესახებ გაიგო გადაწყვიტა, აღარასოდეს აღარ ენახა ის, პაული სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, ცოტა ხანში კი შვეიცარიაში გაემგზავრა სადაც ის ტბაში დაიხრჩო,  დღემდე გაურკვეველია ეს იყო უბედური შემთხვევა, თუ სუიციდი.

30 წლის ლუ სალომეს ცხოვრებაში, მისი სექსუალობა, იმ დროისთვის ცნობილმა პოლიტიკოსმა გეორგ ლედბურგმა გააღვიძა. ამ დახვეწილმა, გონიერად მოქნილმა და სიმპატიურმა კაცმა პირველმა გამოიცნო ლუს საიდუმლო ,, თქვენ ქალი არ ხართ, თქვენ ისევ გოგონა ხართ“ უთხრა მან, სხეულზე ძლიერად მიიკრა და ვნებიანად აკოცა, ,,ციხე“ სახელად ლუ სალომე ,,დაეცა“ თუმცა რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა, ლედბურგმა ლუს განქორწინება და მასზე გათხოვება მოსთხოვა, თავის მხრივ ანდრეასმა, რომლისგანაც ლუ თავის რომანებს თუ გატაცებებს, არ მალავდა, ისევ თვითმკვლელობა სცადა… მოთმინება დაკარგულმა ლუმ ორივე მიატოვა და პარიზში გაემგზავრა, სადაც მან თავისუფალი ქალის ცხოვრება დაიწყო, მისი რომანები ერთმანეთის მიყოლებით, სწრაფად სრულდებოდა,  პარტნიორები ვერ ახერხებდნენ მასთან ისეთ, თავისუფალ ურთიერთობას როგორსაც ლუ ითხოვდა. ლუმ ანდრეასს განქორწინება შესთავაზა, თუმცა მამაკაცი ყველაფერზე თანახმა იყო ოღონდ ლუს ისევ მისი ცოლი ყოფილიყო. თავის მხრივ ლუ ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ახსოვდა მეუღლე.

1897 წელს კი მის ცხოვრებაში გამოჩნდა რაინერ მარია რილკე, იმ დროისთვის 22 წლის ტიპიური პროვინციელი… ის მასთან და ანდრეასთან ერთად ცხოვრობდა, ,,-ასეთს დედა უნდა და არა საყვარელი“ ირონიულად უმეორებდა ანდრეასი ლუს….ლუ რილკესთვის   გახდა დედაც, საყვარელიც და მუზაც ,,- ამ ქალის გარეშე, მე ვერასოდეს ვიპოვნიდი საკუთარ ცხოვრებას“ წერდა მოგვიანებით რილკე. ის იყო ერთადერთი ვისაც ლუმ აჩვენა  რუსეთი, ადგილები სადაც ბავშვობა და სიყმაწვილე გაატარა. მათ ორჯერ იმოგზაურეს რუსეთში, ეწვივნენ ლევ ტოლსტოის…ის მას რუსულს ასწავლიდა, ხოლო იგი  ლექსებს უძღვნიდა რუსულ და გერმანულ ენაზე …თუმცა მათ რომანსაც არ ეწერა დიდი დრო, ლუ აღნიშნავდა, რომ რილკეს უყვარდა არა ის არამედ საკუთარი გრძნობა მისდამი…ნაკლებად აინტერესებდა მისი მოსაზრებები და ემოციები, ხშირად ეჭვიანობდა, ამიტომაც მათ შორის განშორებებიც არ იყო იშვიათი…ამ პერიოდში იყვნენ სხვადასხვა მამაკაცები, ვისთანაც ლუ იმას პოულობდა რაც რაინერთან აკლდა, ცოცხალი ინტერესი მის მიმართ და არა გამოგონილი ქალის თაყვანისცემას.

რომანი ფრიდრიხ პინელსთან ოდნავ განსხვავდებოდა სხვებისგან, ლუმ შეიტყო, რომ ის მისგან ბავშვს ელოდებოდა, მან ეს ამბავი არ დაუმალა რილკეს, რაინერი მალევე წავიდა მისგან, მხატვარ  კლარა ვოსტოფთან. ლუმ დედობრივი გრძნობის სიტკბოს შეგრძნობა ვერ მოასწრო,  ის ვაშლის კრეფის დროს კიბიდან ჩამოვარდა და ბავშვი დაკარგა…მან  თვითმკვლელობა სცადა, პინელსი მას როგორც ბავშვს ისე უვლიდა. ამ მოვლენის შემდეგ, მის ცხოვრებაში პარტნიორთა სიმრავლე ისევ შეინიშებოდა, მისი საყვარლების სიაში შედიოდნენ მწერალი სნიცლერი, ჰაუპტმანი, უგო ფონ ჰოფმანშტალი, ფილოსოფოსი ებინგჰაუზი, რეჟისორი მარქს რეინჰარდტი…საკუთარი გამოცდილება ლუმ, მეგობრის მარტინ ბუბერის თხოვნით შეაჯამა წიგნში ,,ეროტიკა“


1911 წელს ლუ დაუმეგობრდა ზიგმუნდ ფროიდს, მათ ერთმანეთი მისმა თაყვანისმცემელმა პოლ ბიერიმ გააცნოთ, განშორების შემდეგ პოლი წერდა  ,,ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა ადამიანი, ვინც ასე სრულყოფილად და სწრაფად გამიგებდა როგორც ლუ“.  სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ფროიდი მისგან არაფერს ითხოვდა, განწყობილი იყო მის მიმართ ლოიალურად და თვალს ხუჭავდა, მის თუნდაც ისეთ ქმედებაზე, რასაც სხვას არ აპატიებდა, მაგალითად ლუმ უარი თქვა მის ცნობილ ტახტზე დაწოლასა და ქვეცნობიერი საიდუმლოებების გამჟღავნებაზე. ფროიდი მას ასწავლიდა ფსიქოანალიზს და უფლებას აძლევდა საკუთარ ვიწრო წრეში ეტრიალა. საბოლოოდ ლუმ ფროიდისგან ,,- ფსიქოანალიზის დედის“ წოდება მიიღო. ,,- დაე ასე იყოს“ წერდა ის ,,- დაე მეც ვიყო  დედა“

ბოლო დროს ის განსაკუთრებულად ბევრ დროს ატარებდა ბავშვებთან, თითქოს მასში დედობრივმა ინსტინქტმა გაიღვიძა, ჩაფიქრებული ქონდა წიგნის დაწერა ბავშვთა ფსიქოლოგიაზე, ანნა ფროიდის თანაავტორობით. ამ პერიოდში მისი თაყვანისმცემლების ასაკი გაახალგაზრდავდა, ერთ ერთი სტუდენტი ხორვატი, ვიქტორ ტაუსკი ისე მგზნებარედ იყო შეყვარებული ლუზე რომ, განშორების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1914 წლიდან ის იწყენს მუშაობას პაციენტებთან და ქმართან ერთად ვეტინგენში სახლდება, იქ ის ბევრს შრომობდა. ამ პერიოდში ის უახლოვდება ქმარს, მის შინაგანი სამყაროთი ინტერესდება და ნაწერებში  განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენიებს. 1930 წელს 84 წლის ანდრეასი გარდაიცვალა. მან და ლუმ 43 წელი იცხოვრეს ერთად.   70 წლის ლუს სიცოცხლის ხალისი არ ტოვებდა, ამ ასაკშიც კი ჰყავდა თაყვანისმცემელი ერნსტ პფაიფერი. სიკვდილამდე 2 წლით ადრე მას სიმსივნე აღმოაჩნდა, ოპერაციამ ტკივილები არ შეუმსუბუქა, თუმცა ლუ ღირსეულად იტანდა მათ, პფაიფერს სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია . 1937 წლის  5 თებერვალს ლუ გარდაიცვალა.

,,მიუხედავად იმისა რა ტკივილი და განსაცდელი მოაქვს ცხოვრებას, ჩვენ უნდა მივესალმოთ მას…მზე და მთვარე,  დღე და ღამე, სიბნელე და სინათლე, სიყვარული და

სიკვდილი, ადამიანი  ყოველთვის მათ შორის არის. მას ვისაც განსაცდელის ეშინია, მას ეშინია სიხარულისაც“ – ლუ ანდრეას სალომე.

 

მოამზადა მაკო გაგნიძემ

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი