ლენდისის ექსპერიმენტები

0

ლენდისის ექსპერიმენტებს ასევე უდწოდებენ „სახის სპონტანური გამომეტყველება და დაქვემდებარებულობა“ ექსპერიმენტების ეს ციკლი ჩატარდა დოქტორ კარინი ლენდისის მიერ, მინესოტაში, 1924 წელს. ექსპერიმენტის მიზანი იყო სახის იმ კუნთების მუშაობის კანონზომიერებების შესწავლა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ემოცების გამოხატვაზე და ასევე, ამ ემოციებისთვის დამახასიათებელი მიმიკის პოვნა. ამ ესპერიმენტების მონაწილეები ლენდისის სტუდენტები იყვნენ.

მიმიკის უფრო მკაფიო გამოხატულებისთვის, ცდისპირებს სახეზე ჰქონდათ დატანილი სპეციალური ხაზები. ამის შემდეგ, მათ აჩვენებდნენ რამეს, რასაც შეეძლო გამოეწვია ძლიერი ემოციები. ზიზღისთვის სტუდენტები ყნოსავდნენ ამიაკს, აღგზნებისთვის უყურებდნენ პორნოგრაფიულ სურათებს, სიამოვნებისთვის – უსმენდნენ მუსიკას და ა.შ. მაგრამ ყველაზე დიდი დისონანსი გამოიწვია ექპერიმენტმა, სადაც ცდისპირებს თავი უნდა მოეჭრათ ვირთხისთვის. თავიდან ბევრი მონაწილე კატეგორიულ უარს ამბობდა ამის გაკეთებაზე, მაგრამ ბოლოს მაინც აკეთებდნენ. ექსპერიმენტის შედეგებმა არ აჩვენა ცდისპირების სახის გამომეტყველებასთან დაკავშირებული კანონზომიერება, მაგრამ სამაგიეროდ დაგვანახა, რამდენად მზად არიან ადამიანები დაექვემდებარონ ავტორიტეტების ნებას და ამ წნეხის ქვეშ გააკეთონ ის, რასაც ჩვეულებრივ პირობებში არ გააკეთებდნენ.

ცხოვრებაშიც ხომ ასეა: როდესაც ყველაფერი კარგადაა და ისე ეწყობა როგორც საჭიროა, როდესაც ყველაფერი ისე მიდის როგორც გვინდა, მაშინ თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ, ჩვენი მოსაზრება გვაქვს და ვინარჩუნებთ ინდივიდუალობას. მაგრამ საკმარისია ვიღაცამ წნეხის ქვეშ მოგვაქციოს, რომ ადამიანების უმრავლესობა კარგავს საკუთარ თავს. ლენდისის ექსპერიმენტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ადამიანი მარტივად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, კარგავს დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობის აღებას თავს არიდებს, ნაკლებად აზროვნებს და ა.შ. სინამდვილეში არც ერთ ავტორიტეტს არ შეუძლია გვაიძულოს გავაკეთოთ ის, რაც არ გვინდა. მითუმეტეს, თუ ამას მოსდევს ზიანის მიყენება ცოცხალი არსებებისთვის. თუ ყველა ადამიანი გააცნობიერებს ამას, დიდი ალბათობით ჩვენი სამყარო გახდება უფრო ჰუმანური და ცივილიზებული, მასში ცხოვრება კი – უფრო კომფორტული და უკეთესი.

სხვა ცნობილი ექსპერიმენტები:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

წყარო

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი