ხოტორნის ექსპერიმენტი

0

ხოტორნის ექსპერიმენტში მოიაზრება ფსიქო-სოციალური ექსპერიმენტების მთელი წყება, რომელიც ტარდებოდა 1924-1932 წლებში აშშ-ს ქალაქ ხოტორნში, “Western Electrics” –ის ბაზაზე მკვლევართა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელტონ მეიო. ექსპერიმენტის წინაპირობა ქარხნის თანამშრომელთა შრომის პროდუქტიულობის შემცირება აღმოჩნდა. კვლევებმა, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა, ვერ გამოავლინა ამ შემცირების მიზეზები. იქიდან გამომდინარე, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო წარმოების გაზრდით, მეცნიერებს სრული თავისუფლება მიეცათ. მათი მიზანი იყო გამოევლინათ დამოკიდებულება შრომის ფიზიკურ პირობებსა და თანამშრომელთა ეფექტურობას შორის.

ბევრი კვლევის შედეგად, მეცნიერები მივდნენ დაკვნამდე, რომ შრომის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემო და, განსაკუთრებით, თანამშრომლებში სამუშაოს მიმართ ინტერესის გაჩენა, რაც ამ შემთხვევაში განპირობებული იყო მათი ექპერიმენტში მონაწილეობით. თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ თანამშრომლებს გამოყოფენ ცალკე ჯგუფად და ისინი ექცევიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ხელმძღვანელთა და მკვლევართ მხრიდან, უკვე მოქმედებს მათ ეფექტურობაზე. სხვათაშორის, ექსპერიმენტის პროცესში აღმოაჩინეს ხოტორნის ეფექტი, თვითონ ექპერიმენტმა კი საგრძნობლად აამაღლა ფსიქოლოგური კვლევების, როგორც მეცნიერული მეთოდების ავტორიტეტი.

ხოტორნის ექსპერიმენტის შედეგებისა და ხოტორნის ეფექტის შესახებ ცოდნა ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკაში, უფრო ზუსტად კი – მოვახდინოთ დადებითი გავლენა ჩვენსა და სხვების შრომის ეფექტურობაზე. მშობლებს შეუძლიათ გააუმჯობესონ შვილების განვითარების დონე, მასწავლებლებს – გაზარდონ მოსწავლეების მოსწრება, დამსაქმებლებს – თანამშრომელთა შრომის ეფექტურობა. ამისათვის შეგიძლიათ სცადოთ გამოაცხადოთ, რომ იგეგმება გარკვეული ექსპერიმენტის ჩატარება და ადამიანები, რომელთაც ამის შესახებ აცნობეთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილები არიან. ამავე მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ინოვაციების დანერგვა.

სხვა ცნობილი ექსპერიმენტები:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

წყარო: MAGMA

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81