ქოუჩინგი: ინსპირაციის წყარო

0

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობა ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ინოვაციურ და კრეატიულ ღონისძიებას ,,ქოუჩინგი: ინსპირაციის წყარო“ მართავს.

ღონისძიებაზე თქვენ:
• გაიცნობთ ICF საქართველოს წევრ ქოუჩებს, რომელთაგანაც მოისმენთ, თუ რა შეცვალა ქოუჩინგმა მათ ცხოვრებაში;
• შემთხვევითი გადანაწილების პრინციპით მოხვდებით ერთ-ერთ ქოუჩთან, ისაუბრებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე და დასვამთ შეკითხვებს, რომლებზეც მიიღებთ ამომწურავ პასუხებს. მსგავსი პრინციპით თქვენ სამ სხვადასხვა ჯგუფში აღმოჩნდებით, რაც შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ მრავალფეროვანი გამოცდილება და შთაგონება სხვადასხვა ქოუჩებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდება უფასო ქოუჩ-სესიები, რომლებზეც რეგისტრაცია დაიწყება 6 მაისს ICF საქართველოს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/ICFweek/

ღონისძიება ტარდება ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 70 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული 2019 წელს ჩატარდა, რომლის ბენეფიციარიც 1200 ადამიანი იყო.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი