სარკევ, სარკევ!

0

ხათუნა მდინარაძე –  პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი

ზოგჯერ დგება დრო, როცა თვით სამყაროსაც კი, ისევე, როგორც ადამიანს,  სჭირდება „მუჯლუგუნი“ და შემხსნებელი ფაქტორი თავისი ჰარმონიულობისთვის.  ახლა დაგვიდგა ამ „მუჯლუგუნისა“ და გამოფხიზლების დრო. ადამიანი, თავისი არსით, სამყაროა მინიატურაში-ის, რაც დიდი მასშტაბით გარეთ არსებობს, მცირე მასშტაბით ადამიანშიც „იმყოფება“.  ამ ქაოსში ვიმყოფებით, სამყაროც და ჩვენც ერთდროულად.

გარდა, ეპიდემიისა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა, მთავარი გამოწვევები, ჩვენში მიმდინარეობს ახლა.  ყველა ადამიანი გაურბის ტანჯვას და მიისწრაფვის სიმშვიდისკენ, კომფორტის ზონისკენ. ყველა ირჩვეს იმას, რაც მისთვის ადვილია, ცდილობს ნაკლებად შეიწუხოს თავი, ნაკლები იფიქროს. და უცებ,  ერთი „მუჯლუგუნი“ სამყაროსგან და „წკაპ“ აღარ ვართ მექანიკურები. სწორედ ამის შემდეგ იწყება ცვლილებები ჩვენში. ჯერ გამოფხიზლება, შემდეგ ცოტა ძალით დაფიქრება და ბოლოს  ნელ ნელა მოდის გაცნობიერება….

თუ აქამდე, ყოველ დღე ვიხედებოდით სარკეში და ვეკითხებოდით ვინ არის ყველაზე ბედნიერი და წარმატებულიო, და სარკეც გვპასუხობდა „შენ, აბა სხვა ვინ უნდა იყოსო“, ახლა სარკემ გვითხრა „წადი, შენს თავში ჩაიხედე და იმან გიპასუხოს ვინ ხარ და საერთოდ, რა გინდაო“. ვფიქრობ, აქედან იწყება ჩვენი ათვლის წერტილი, ახალი ცნობიერების დაბადება.. არც ისე მარტივი და ხელწამოსაკრავი პროცესი, თუმცა, ნამდვილი და ჭეშმარიტი.

თუ აქამდე, გარეგანი ცხოვრება ისე მოვაწყვეთ, როგორც გვინდოდა და ვმართავდით,  როგორც მანქანაში საჭეს, ახლა იგივე მანქანაში რომ ჩავჯექით, საჭემ საპირისპირო მხარეს მოუხვია.  და უცებ გაოცებული და შეშინებული ხარ ადამიანი, ეს ბუნებრივიცაა.  თქვენი უმაღლესი მიზანი-სიმშვიდე-წამებში დაირღვა.

შემდეგი ნაბიჯი შიშები და შფოთვის დაწყებაა, შიში ეპიდემიისა თუ ცვლილებისა ეს ჯერ კიდევ საკითხავია.  ახლა მინდა ცოტა ცვლილებებთან გავჩერდეთ და ისევ სარკეს დავუჯეროთ, რომ საკუთარში ჩაგვეხედა… რა არის ცვლილება თითოეულისთვის? მომავალი პრობლემა თუ სიცოცხლის ამოუცნობსა და დაუგეგმავში შესვლის მზადყოფნა?  და როგორ გგონიათ ეს დაუგეგმავი და უცნობი წყარო სახიფათო არის? დიახაც არის!  თავად ცხოვრებაა სახიფათო, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაზე უსაფრთხო, უცვლელი და დაცული ადგილი მთელს სამყაროში, საფლავია. და თუ შენ ცოცხალი ხარ და ცვლილებების გეშინია, გამოდის რომ სამყაროს არსებობისაც გეშინია. გახსოვდეს ეს ნუ იქნებით საფლავები სიცოცხლეშივე. ხომ გვახსოვს,  რომ ჩვენ ვართ სამყარო მინიატურაში, და რომ ორივე ერთნი ვართ? როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარი თავის ეშინოდეს, თუნდაც დაუგეგმავისა და უცნობის?  ის რაც ჩვენშია, როგორ შეიძლება უცნობი იყოს? და თუ მაინც უცნობია, დრო მოვიდა გაცნობის. ამისთვის, კი ყველაზე მარტივი გზაა – შეჩერება, დაფიქრება, შეკითხვების დასმა და ცოტათი მაინც, გვერდიდან ყურება. შინაგანი სამყაროს გაცნობა, მოწყობა და მართვა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

ახალი ცნობიერება იბადება-არჩევანი თქვენზეა, ან გახდით ეპიდემიისა და პრობლემის ნაწილი ან ამ პრობლემისგან თავის დაღწევისა და რესურსების აღმოჩენის წინამძღვარი.  გემოვნების საკითხია…

ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და  სასიკეთო ცვლილებებს გისურვებთ!

 

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81