ბაირონ ქეითი „სამუშაო“

0

ბაირონ ქეითის „სამუშაო“ – ეს არის გზა დაადგინო, შემდეგ კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ის ფიქრები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არსებული ყოველგვარი ტანჯვის საწყისია. ეს არის გზა, მოიპოვო შინაგანი სიმშვიდე საკუთარ თავთან და მთელ სამყაროსთან მიმართებით. თითოეულ ადამიანს, რომლის გონებაც გახსნილია, ხელეწიფება „სამუშაოს“ შესრულება.

ბაირონ კეტლინ რეიდი 30 წლის ასაკში ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. მომდევნო ათი წლის მანძილზე მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მეტად მძიმდებოდა, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში ქეითი (როგორც მას მიმართავენ) თავის საძინებელს იშვიათად ტოვებდა. ერთ დილას კი ღრმა სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფმა, აღმოაჩინა ის, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ქეითიმ გააცნობიერა, რომ როდესაც თავისი ფიქრების სჯეროდა – იტანჯებოდა, ხოლო როდესაც აღარ სჯეროდა – აღარ იტანჯებოდა. მასში დეპრესიულ განცდებს იწვევდა არა მის გარშემო არსებული სამყარო, არამედ ის წარმოდგენები და შეხედულებები, რისიც ამ სამყაროს შესახებ სჯეროდა. მის გონებაში მომხდარი წამიერი განათების შემდეგ ქეითიმ გააცნობიერა, რომ ბედნიერების მოპოვების ჩვენეული მცდელობა მოძველებულია. იმის მაგივრად, რომ ამაოდ შევეცადოთ სამყაროს შეცვლას, რათა მოვარგოთ ჩვენს წარმოდგენებს – თუ როგორი უნდა იყოს ის, ჩვენ შეგვიძლია ეს წარმოდგენები კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ, შემდეგ კი ჩვენ წინაშე არსებულ რეალობასთან შეხვედრით წარმოუდგენელი თავისუფლება და სიხარული განვიცადოთ. ამ გაცნობიერების შედეგად, საწოლს მიჯაჭვული და სუიციდური ფიქრებით შეპყრობილი ქალი სიყვარულით აივსო იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ცხოვრება სთავაზობს.

ქეითმა განავითარა მარტივი და ამავდროულად ძლიერი თვითგამორკვევის მეთოდი „სამუშაო“, რომელმაც ადამიანებს თავისუფლების მოპოვების გზა აჩვენა.

1986 წლიდან მოყოლებული ქეითმა „სამუშაო“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს გააცნო.

სამუშაო მოიცავს 4 შეკითხვას და 3 შებრუნებას.

  1. ეს სიმართლეა?
  2. შეგიძლია აბსოლუტურად იცოდე, რომ ეს სიმართლეა?
  3. როგორ რეაგირებ, რა ხდება, როდესაც ამ ფიქრის გჯერა?
  4. ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე?

შებრუნებები: (მაგ. ფიქრი “მან მაწყენინა)

  1. საკუთარი თავისკენ (მე ვაწყენინე ჩემს თავს)
  2. სხვა ადამიანისკენ (მე ვაწყენინე მას)
  3. საპირიდპიროდ (მან არ მაწყენინა)

ადამიანები, რომლებიც “სამუშაოს” რეგულარულად ასრულებენ იუწყებიან, რომ:

დეპრესია დაძლიეს: მათთვის მძიმე სიტუაციებში არამხოლოდ გამოსავალს, არამედ ბედნიერებასაც კი პოულობენ;

სტრესის შეგრძნება შემცირდა: ნაკლები შფოთვის და შიშის შეგრძნებით ცხოვრობენ;

მათი ურთიერთობების ხარისხი გაუმჯობესდა: ღრმა კავშირს და სიახლოვეს გრძნობენ თავიანთ პარტნიორებთან, მშობლებთან, შვილებთან, მეგობრებთან და საკუთარ თავთან;

ბრაზის შეგრძნება შემცირდა: გაიგეს მათში რა იწვევდა ბრაზს და წყენას, შედეგად კი ნაკლებად ღიზიანდებიან;

გონება უფრო ცხადი გახდა: უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად ცხოვრობენ, ერთიანობის შეგრძნებით;

ენერგია მოემატათ: ახალი ენერგიის ნაკადს და კეთილდღეობას შეიგრძნობენ.

უფრო მშვიდები გახდნენ: აღმოაჩინეს როგორ “უყვარდეთ ის, რაც არის;”

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81