ტესტი: რომელია შენი ცხოვრების ყველაზე პრობლემური სფერო?

0%

პირველი რომელი არსება შეამჩნიეთ?

ტესტი: რომელია შენი ცხოვრების ყველაზე პრობლემური სფერო?
პანტერა

თუ უპირველესად პანტერა შეამჩნიეთ, მაშინ თქვენი სტრესის მთავარი მიზეზი პირადი ურთიერთობებია. თქვენ გრძნობთ, რომ კარგავთ ახლო კავშირს საყვარელ ადამიანთან, ზოგჯერ კი ფიქრდებით, საერთოდ საით მიემართება ეს ურთიერთობა. გაიხსენეთ თქვენი გრძნობები და როგორი იყო ურთიერთობა მაშინ, როდესაც რომანი მხოლოდ იწყებოდა. შესაძლოა მთავარი, რაც ახლა გჭირდებათ საყვარელ ადამიანთან საკუთარ განცდებზე საუბარია. დიალოგი ხშირად პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებაა.
ლომები

თუ თავდაპირველად ლომი დაინახეთ, მაშინ თქვენ გიჭირთ თქვენს თავზე აღებულ პასუხისმგებლობებთან, მოვალეობებთან გამკლავება. იმდენად ხართ ჩართული სხვებზე მზრუნველობაში, რომ საკუთარი თავი დაგავიწყდათ. თქვენი მეგობრები და ოჯახი თვლის, რომ ძლიერი, ამტანი ხართ და გაუმკლავდებით ყველა სირთულეს. მაგრამ თავად გრძნობთ, რომ ზღვარზე ხართ და ნებისმიერ წვრილმანი შეიძლება გახდეს ბოლო წვეთი. არაფერია ცუდი იმაში, რომ ზოგჯერ გახდეთ ეგოისტი, და შესაძლოა სწორედ ახლაა თქვენთვის თავის განებივრების დრო
ზებრები

თუ პირველი ცხოველები რომლებიც თქვენ შეამჩნიეთ, ზებრები არიან, ე.ი. თქვენი ძირითადი საზრუნავი ჯანმრთელობაა - თქვენი ან რომელიმე ოჯახის წევრის. ამ საკითზე ღელვა, სასარგებლოც კია, ვინაიდან გვიბიძგებს მეტად ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ. არ აქვს აზრი იმაზე შფოთვას, რისი შეცვლა ან კონტროლი არ შეგვიძლია, ამიტომ ეცადეთ სხეულს შეუნარჩუნოთ ტონუსი და დატკბეთ ამით
ჟირაფები

თუ ჟირაფები პირველია, რაც დაინახეთ, თქვენ ღელავთ სამსახურის საკითხებზე და ფინანსებთან მიმართებაში არა საიმედოდ გრძნობთ თავს. სამწუხაროდ ჩვენს დროში ბევრ ადამიანს უწევს სამსახურში მუდმივი წნეხის ატანა, ეკონომიკურ პრობლემებთან და სასტიკი კონკურენციასთან შეპირისპირება. მეორე მხრივ, ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, რომ ჩვენ ყველას მუდმიმად რაღაც ახალის შეცნობა გვიწევს, რათა ცხოვრებას არ ჩამოვრჩეთ. თუ გრძნობთ, რომ თქვენი სამუშაო იცვლება და მოითხოვს ახალ უნარებსა და ცოდნას, რომელშიც თავდაჯერებული არ ხართ, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, გაარკვიეთ, რისი დახვეწა გჭირდებათ და იმუშავეთ საკუთარ თავზე
ცისფერი ფრინველი

თუ პირველ რიგში ცისფერი ფრინველი შეამჩნიეთ, მაშინ თქვენ შესაძლოა, ბოლო დროს თავს მარტოსულად და დაკარგულად გრძნობთ. თანამედროვე საზოგადოებაში ურთიერთობები ძირითადად შეტყობინებების, ელექტრონული ფოსტითა და სურათების გაცვლით გვიწევს. ეს ერთი მხრივ შესანიშნავია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იმდენად მიეჩვია ვირტუალურ ურთიერთობებს, რომ მათთვის უჩვეულო და უხერხულია ადამიანებთან ცოცხლად, პირისპირ საუბარი. ახლა, როდესაც თავს იზოლირებულად ვგრძნობთ, უბრალოდ ვეღარ ვხვდებით, ამ ვითარებას თავი როგორ დავაღწიოთ
ფრინველები

თუ თავდაპირველად დაინახეთ ფრინველები, თავს ცოტა მარტოსულად გრძნობთ. გსურთ ვინმესთან საკუთარ განცდებზე საუბარი, მაგრამ ფრთხილობთ, რომ თქვენი პრობლემები არც ისე მნიშვნელოვანია, რომ მათზე ხმამაღლა საუბარი ღირდეს

გააზიარეთ შედეგები:

პასუხის სანახავად, გთხოვთ გააზიაროთ ტესტი

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81