ვერ ვიხსენებ მე და ჩემმა პარტნიორმა როდის ვიგრძენით რომ გვიყვარს ერთმანეთი
როცა შეყვარებული ვარ არაფერზე შემიძლია ყურადღების კონცენტრაცია
მზად ვარ ჩემი სურვილები დავთმო იმისათვის, რომ ჩემმა პარტნიორმა თავისი სურვილები აისრულოს
მოსვენება მეკარგება იმის გაფიქრებისას, რომ ჩემს პარტნიორს შეიძლება სხვა ვინმე ჰყავდეს
ჩემი პარტნიორი ფიზიკური სილამაზის ჩემეულ სტანდარტებს აუცილებლად უნდა შეესაბამება
ვერ ვიქნები კარგად თუ ჩემი პარტნიორის ბედნიერება საკუთარ ბედნიერებაზე წინ არ დავაყენე
სანამ სასიყვარულო ამბავში გადავარდები ვცდილობ გავითვალისწინო რა გენეტიკური მემკვიდრეობის მატარებელია ჩემი პარტნიორი
მაშინაც, როცა მიბრაზდება ჩემი პარტნიორი მე ის მაინც ძლიერ და უსიტყვოდ მიყვარს
გვერდით მეყოლება/მყავს ადამიანი რომლანაც აუცილებად ვიგრძნო რომ ერთმანეთისათვის ვართ გაჩენილები
ჩემს პარტნიორს მოვუყვები ჩემი წარსული ინტიმური ურთიერთობების შესახებ
ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ დავეხმარო ჩემს პარტნიორს, როცა მას ცხოვრებაში სიძნელეები ექმნება
როცა სასიყვარულო ურთიერთობები მენგრევა ისეთ დეპრესიაში ვარდები, რომ თვითმკვლელობაზეც ვფიქრობ
ვფიქრობ რომ მე და ჩემს პარტნიორს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ერთმანეთის
პარტნიორის არჩევისას ერთ – ერთი კრიტერიუმია რა გავლენას იქონიებს იგი ჩემს კარიერაზე
ყველაფერი რაც მაბადია ჩემს პარტნიორსაც ეკუთვნის. ყველაფერი ჩემი მისიც არის
ჩემი პარტნიორის გულისათვის მე ყველაფერს ავიტან
ზოგჯერ ისე ვარ შეყვარებული, რომ მასზე ფიქრში ღამეები არ მძინავს
პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია იქნება თუ არა ისი კარგი მშობელი
ყოფილა შემთხევა რომ პარტიორთან ურთიერთობაში მიგვძვნია რომ პარალელური ურთიერთობები მჭირდება
თუ ჩემი პარტნიორი ცოტა ხნით ყურადღებას არ მაქცევს, ზოგჯერ ვაკეთებ რაღაც სისულელეებს, რომ მისი ყურადღება მივიპყრო
ვფიქრობ სასიყვარულო ურთიერთობები პარტნიორთან მეგობრობასაც გულისხმობს
პარტნიორის შერჩევამდე ჯერ გულდასმით ვგეგმავ ჩემ ცხოვრებას
თუ გადავწვიტე ადვილად მოვახერხებ ჩემს პარტნიორთან დაშორებას
მირჩევნია მე დავიტანჯო, ვიდრე დაიტანჯოს ჩემი პარტნიორი
ტესტი: როგორია სიყვარულის შენეული ფორმა
სიყვარულის შენეული ფორმაა - თამაში
ამ სიყვარულის ფორმის მქონე ადამიანებისთვის სიყვარული არ აღიქმება სერიოზულად. ამ სიყვარულის ფორმის ადამიანები ხშირ შემთხვევაში ეგოისტები არიან, რადგანაც მათ ამოძრავებთ საკუთარი სიამოვნების მიღების სურვილი და არ ითვალისწინებენ პარტნიორის სურვილებს და გრძნობებს. სიყვარულა განიხილავენ როგორც თამაშს, რომელსაც ბევრ პარტნიორთან თამაშობენ და შესაბამისად ყავთ მრავალი პარტნიორი, მაგრამ არცერთ პარტნიორთან ურთიერთობა არ არის ხანგრძლივი. მისი დევიზია: ,,მე მიყვარს სიყვარულობანას თამაში ყველასთან.”
სიყვარულის შენეული ფორმაა - პრაგმა
ლოგიკური ან რაციონალური სიყვარული, რომელიც ემყარება მეორე ადამიანის მონაცემების გულმოდგინე დაანგარიშებას. ტრადიციულად ამ სიყვარულის ფორმას აგრეთვე ეძახიან გათვლით სიყვარულს. Aამ დროს პარტნიორებმა კარგად იციან რა უნდათ ერთმანეთისგან. ასეთი სიყვარული აიგება ვაჭრულ, ფინანსური გარიგების საფუძველზე. პრაგმა სიყვარულის ფორმა ეს არის სიყვარული კონტრაქტით.
სიყვარულის შენეული ფორმაა - დაგროვება
წმინდა და მშვიდი სასიყვარულო ურთიერთობის ფორმაა, რომელიც საწყის იღებს მეგობრობიდან და ნელ – ნელა ვითარდება. ასეთ პარტნიორებს ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ საერთო წარმოდგენები და შეხედულებები. ეს არის თბილი და მყარი მეგობრული სიყვარული. ამ სიყვარულის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი მახასიათებლებით გავდნენ პარტნიორები ერთმანეთს. ამგვარი სიყვარულის დროს ადამიანი ყოველთვიას დარწმუნებულია იმაში, რომ იპოვის მხარდაჭერას და გაგებას თავის პარტნიორში.
სიყვარულის შენეული ფორმაა - მანია
ძალიან ემოციური სიყვარულის ფორმაა, წააგავს ექსტრემალურ სპორტს. მანიით შეპყრობილი შეყვარებულები, მერყეობენ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ბედნიერებასა და სასოწარკვეთილებას შორის. ეს ფორმა შეეფერება გავრცელებულ სტერეოტიპს, რომელსაც უწოდებენ რომანტიკულ სიყვარულს, ეს არის გაუხედნავი ლტოლვა. სტატისტიკურად ეს სიყვარულის ფორმა გავცელებულია სიყვარულის ნიადაგზე მომხდარ თვითმკვლელობებში(მაგ: რომეო და ჯულიეტა).
სიყვარულის შენეული ფორმაა - აგაფე
საპირპიროა თამაშის სიყვარულის ფორმის. ეს არის ისეთი
სიყვარული, როდესაც ადამიანი არ ფიქრობს საკუთარ თავზე და
მისთვის პირველადი მნიშვნელობის არის მისივე პარტნიორი და ფიქრობენ
მხოლოდ იმაზე თუ რითი შეიძლება ასიამოვნონ თავის პარტნიორს. ასეთი სახის
ურთიერთობაში სულიერებაც არის და ფიზიკური ლტოლვაც. ეს
ურიერთობა აგებულია უანგარო, უპრეტენზიო სიყვარულსა და ერთმანეთისადმი მძაფრ მიზიდულობაზე.
გააზიარეთ შედეგები:
