ტესტი: რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი ?
1
შესაძლოა წარსულში თქვენ ჩაახშეთ საკუთარ თავში ლიდერობის, დომინირების სურვილი, თქვენ ხართ სრულიად უვნებელი და მშვიდობიანი ადამიანი, ყოველთვის მზად ხართ დაეხმაროთ და ხელი გაუწოდოთ სხვებს. ამავდროულად, როცა არ გსურთ რაიმეს გაკეთება, იქმნით ბარიერებს, გამოხატავთ ფარულ პროტესტს ( მაგალითად, აგვიანებთ სამუშაოზე). დომინირების სურვილი რომელიც ჩაახშეთ უდრო დროს ავლენს თავს.
2
თუ თქვენ ეს, მრგვალსახიანი მამაკაცი აირჩიეთ, მაშინ შესაძლოა ადრეულ ბავშვობაში მოგიწიათ ისეთი გრძნობებისა და ქცევების რეპრესირება, როგორიცაა იმპულსურობა, გაღიზიანება, გაბრაზება და აგრესია. სავარაუდოდ ბავშვობაში გიწევდათ კარგი ბიჭის/გოგოს როლის თამაში.
თქვენ ხართ კეთილი და მშვიდობიანი პიროვნება. გახასიათებთ სიმშვიდე და მეგობრულობა, ტოვებთ პასუხისმგებლობით აღსავსე და თვითკონტროლირებადი პიროვნების შთაბეჭდილებას. თქვენ ხართ სტაბილური საკუთარ გრძნობებში და გეხერხებათ კომუნიკაციის დამყარება ადამიანებთან, გესმით საკუთარი იდეებისა და მიზნების.
3
თუ თქვენ ეს მომღიმარი ჯენტლმენი აირჩიეთ, მაშინ თქვენ ჩაგიხშიათ გონების ჰიპერაქტიულობა, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია თქვენი დაშორება სინამდვილისაგან.
როგორც ჩანს, თქვენთვის მისაღებია სტერეოტიპული აზროვნება, არ გიყვართ ინოვაციებისკენ და სიახლეებისკენ სწრაფვა. ყველაზე მეტად კი გეშინიათ თვითკონტროლის დაკარგვის.
ცოტათი ჯიუტიც ხართ და შეიძლება ითქვას, ჩაკეტილი ადამიანიც, ის ვინც არასდროს შეიცვლის ქცევის კოდექსს.
4
ამ ფოტოს არჩევის შემთხვევაში სავარაუდოდ ადრეულ ბავშვობაში სხვათა მიმართ გულგრილობის შეგრძნება უნდა დაგეთრგუნათ.
ერთი შეხედვით, თქვენ ალბათ საკმაოდ კომუნიკაბელური და სოციალურად აქტიური პიროვნება ხართ, თუმცა, ამ ყველაფრის უკან უნდა მალავდეთ იზოლირებულობას, მარტოსულობის შეგრძნებას. თქვენი ურთიერთობებიც უემოციო და ზედაპირულია, თითქოს ისინი განიცდიან ნამდვილ გრძნობათა ნაკლებობას. სადღაც გულის სიღრმეში შეიძლება იმასაც გრძნობდეთ, რომ სულაც არ გჭირდებათ სხვები და მათთან თანაცხოვრება.
5
თუ თქვენ ამ ქალის სურათზე შეჩერდით, შესაძლოა იმიტომ, რომ თქვენ ჩაახშეთ სურვილი დაგემსახურებინათ სხვათა ყურადღება და მოწონება.
თქვენ ტოვებთ თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ძლიერი სულით. სინამდვილეში, წყნარი და მორცხვი ადამიანის უკან ჩანს საშინელი სურვილი სხვათა მოჯადოების. მაგალითად, თქვენ ყოველთვის გსურთ და ცდილობთ კიდეც გამოიყურებოდეთ ელეგანტურად, ითვლებოდეთ საუკეთესოდ ჩაცმულად. ადამიანდ რომელიც დამატებით იკეთებს აქსესუარებს, რათა ყურადღებას მიიპყროს.
6
თავდაჯერებულობის ნაკლებობა, დაბალი თვითშეფასება და დანაშაულის შეგრძნება თქვენ ხართ ის პიროვნება, ვინც მოახერხა ამ სიმპტომების შენიღბვა.
ალბათ, უდარდელ ადამიანად ეჩვენებით სხვებს. ყოველთვის ამჟღავნებთ დინამიურობას, თავდაჯერებასა და ოპტიმიზმს. ამავდროულად, შეიძლება იყოთ ეჭვიანი და ზოგჯერ მოწყენილიც კი.
იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი დეპრესიული ტენდენციები, ითავსებთ ფსიქოლოგის როლს სხვათა ცხოვრებაში.
7
თქვენ ხართ ინდივიდი, რომელსაც არ უყვარს პროვოკაციები, ხმაური და ექსტრემი, ხართ წინდახედულობისა და გონიერების მაგალითი. მოქმედებთ ლოგიკურად და აკონტროლებთ საკუთარ ქცევებს.
8
თქვენ ადრეულ ბავშვობაში გენდერული მიკუთვნებულობის პრობლემა უნდა ჩაგეხშოთ.
ყოველთვის გამოხატავთ საკუთარ ემპათურ დასტურს საკუთარი ბიოლოგიური სქესის მიმართ. თქვენს ქცევებსა თუ მანერებში იკითხება გადაჭარბებული ქალურობა ან მამაკაცურობა. თუ ხართ მამაკაცი, ნამდვილად "მაჩო" უნდა ბრძანდებოდეთ, და თუ ქალი ხართ, ყოველთვის ცდილობთ მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ, რათა მიიზიდოთ საპირისპირო სქესი.
გააზიარეთ შედეგები:
პასუხის სანახავად, გთხოვთ გააზიაროთ ტესტი