ქართველი ფსიქოლოგები

მაკო გაგნიძე – საკუთარ თავთან კომუნიკაცია იზოლაციის პირობებში

მაკო გაგნიძე – პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი

,,- თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანი სხვა ადამიანებთან ასობით კონტაქტს ამყარებს, სუბარი, შეხვედრა, ღიმილი – ყელაფერი ეს ერთი და იგივე ადამიანებს შორის დაამყარებადი კონტაქტის  – სხვადასხვა გამოვლინებაა. ვიღაცას უკეთ გამოსდის და მათ კონტაქტურ ადამიანებს ვეძახით, ვიღაცას კი უარესად რომელთაც არაკონტაქტურებს ვუწოდებთ. „ წერდა ამერიკელი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ევერესტ შოსტრომი. შვეიცარიელმა ფსიქიატრმა, ფსიქოთერაპევტმა, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა, კარლ გუსტავ იუნგმა, გამოყო ყველაზე დიდი განმასხვავებელი ფაქტორი, ადამიანებს შორის. ექსტრავერსია და ინტროვერსია. მისი მოსაზრებით ზოგიერთი ადამიანის ენერგიის წყაროს გარესამყარო წარმოადგენს, ხოლო მეორენი შინაგანი სამყაროდან იღებენ მას.

თუმცა დღეს როდესაც, მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ხალხი კი იზოლაციაშია, ალბათ ყველას ექსტრავერტებს მეტად,   ინტროვერტებს ნაკლებად, მაგრამ  მაინც, გარკვეულ დონეზე, უმეტესობას ცოცხალი კონტაქტის დეფიციტი გვაქვს, ყველა სხვადასხვაგვარად ცდილობს სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა ახლა, სრულიად სხვა პროცესზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება,  თითოეული ჩვენგანი, ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმართავს დიალოგს საკუთარ თავთან, თუ სიღრმისეულ  საკითხებზე არა, საყოფაცხოვრებო მარტივ დონეზე მაინც,  მაგალითად ,, – ახლა სტატიას დავწერ“ გავიფიქრე უცებ, ეს უკვე საკუთარ თავთან კომუნიკაციაა, ადამიანები  გამუდმებით ვფიქრობთ, დრო და დრო ვაზროვნებთ, ვაკეთებთ დასკვნებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს სწორედ საკუთარ თავთან უტყვი დიალოგია. შესაძლოა რომელიმე ჩვენგანი ხმამაღლაც ახმოვანებდეს მას…

სწორედ ახლა,  როდესაც დედამიწა დროებით დაპაუზებულია, როცა გაცილებით მეტი დრო გვაქვს იმისთვის, რასაც  სულ ცოტა ხნის წინ  ვნატრობდით, რა თქმა უნდა არა ამ სცენარით, მაგრამ ვნატრობდით, მაგალითად სახლში ყოფნას, ოჯახთან, შვილებთან მეტი დროის გატარებას, ძილს, ვარჯიშს და ა.შ  ახლა ამით ტკბობის, საუკეთესო შანსი გვაქვს. ამ სიკეთეებთან ერთად,  ეს პერიოდი ასევე  საუკეთესოა საკუთარ თავთან  საკომუნიკაციოდ, ამ კომუნიკაციის გასააზრებლად და  პროცესისგან სარგებლის მისაღებად.

თანამედროვე მეცნიერება აღიარებს, რომ უტყვი და ხმამაღალი დიალოგი საკუთარ თავთან,  ადამიანს ცხოვრების უკეთ  წარმართვაში ეხმარება.  კვლევებმა გამოავლინა, რომ საკუთარ თავთან საუბარი სასარგებლოა ტვინისთვის, საკუთარ ,,მე“-სთან საუბრით, უფრო უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებ, ადვილად პოულობ გამოსავალს , მსჯელობა საკუთარ თავთან კი გვეხმარება, ფიქრების ორგანიზებაში, აქტივობების დაგეგმვაში, ემოციების მართვაში. ასეთ საუბარს განსაკუთრებული როლი ენიჭება, ჩვენი ცნობიერების მობილიზებაში. საკუთარ თავთან კომუნიკაცია გვეხმარება, მის თავის შეცნობასა და  გაკონტროლებაში.

,, – საკუთარ თავთან საუბარი და  თუნდაც აზრების ხმამაღლა წარმოთქმა, ასევე  პერიოდულად  პრობლემების  ხმამაღალი განხილვა, სრულიად ნორმალურია“ ამბობს აღნიშნული თემის  მკვლევარი, ფსიქოლოგი  ჯეიმს ჰარდი.  მისი აზრით საკუთარ თავთან  საუბარი სტრესისა და დეპრესიის მოხსნის ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა. მოგეხსენებათ მედალს ორი მხარე აქვს და აღნიშნული, დიალოგის წარმართვასაც გარკვეული მიდგომა სჭირდება, რადგან განტვირთის და სიმშვიდის  მოლოდინში მისი არასწორად წარმართვის შემთხვევაში საპირისპირო არ მივიღოთ.

ზოგადადაც და დღევანდელი სტრესული ფონის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია კონცენტრირდეთ პოზიტივზე, ეცადეთ დადებითი კუთხით შეხედოთ ცხოვრებას, გაიაზრეთ, რომ პანდემია დროებითია, იყავით საკუთარი თავის გულშემატკივარი, შეაქეთ თქვენი თავი საკუთარი მიღწევებისთის,  დაუსვით  თავს კითხვები და უპასუხეთ მათ, რას გრძნობთ? რაზე ფიქრობთ? რისი გეშინიათ? რას უმკლავდებით? რას ვერ უმკლავდებით? იმსჯელეთ აღნიშნულ შეკითხვებზე,  საკუთარ თავთან ერთად. შეგიძლიათ ყოველივე ფურცელზე ჩამოწეროთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ, (ეს იმ შემთხვევაში, თუ  წერის დროს უფრო კარგად გადმოსცემთ საკუთარ მოსაზრებებს.) გაამხნევეთ საკუთარი თავი, თუნდაც იმის გამო თუ როგორ უმკლავდებით იზოლაციას, ინარჩუნებთ სიმშვიდეს, აკონტროლებთ თავს. პოზიტიური საუბრები,  აუმჯობესებს განწყობას და გვაძლევს ემოციურ მხარდაჭერას. მწვავე, კრიტიკული საუბარი საკუთარ თავთან, ამცირებს თვითშეფასებას და ზრდის  იგივე საუბრების ალბათობას განმეორების მომავალში,   ადამიანს შეუძლია აირჩიოს საკუთარი ფიქრის წარმართვა მათი პოზიტიურად წარმართვა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ვესაუბრებით საკუთარ თავს. ეს ჩვენი კეთილდღეობისთვის  მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ, რომ სულ მცირე თავაზიანი მაინც იყოთ.  და ბოლოს საკუთარ თავთან სწორად წარმართული კომუნიკაცია, თვით კონტროლს და მოტივაციას აყალიბებს. თუ საკუთარ თავს ვეტყვით, რომ  ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები, ეს წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის და თუ ამ ფორმულირებას მოვარგებთ დღევანდელობას, ვეტყვით საკუთარ თავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად,  ამით მშვიდად ყოფნის პერსპექტივას,  მნიშვნელოვნად გავზრდით. სიმშვიდეს და ჯანმრთელობას გისურვებთ.

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81