გეშტალტთერაპია

კურტ ლევინი – ველის თეორია

ველის თეორია ფსიქოლოგიის თეორიაა რომელიც ინდივიდსა და ველს შორის ურთიერთქმედების მოდელებს იკვლევს, მთლიანობასა თუ გარემოში. ეს კონცეფცია პირველად ფსიქოლოგიაში გაჩნდა, რომელიც ფესვებს გეშტალტთეორიის ჰოლისტიკურ პერსპექტივაში პოულობს. ის გეშტალტფსიქოლოგმა კურტ ლევინმა 1940-იან წლებში შეიმუშავა.

ლევინის ველის თეორია შეიძლება გამოიხატოს ფორმულით: B = f (p, e), რაც იმას ნიშნავს რომ ქცევა (B) ადამიანისა (p) და მისი გარემოს (e) ფუნქციას წარმოადგენს.

ისტორია

ძველი ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ სხეულს რაციონალური, შინაგანი ხასიათი აქვს, რომელიც ჩვენი ფიქრებისა და სხეულის მართვაში გვეხმარება. ეს ინტუიციური ძალაა, ჩვენი სული მთელი ჩვენი არსებობის უმაღლეს კონტროლის მქონე ძალად განიხილებოდა. თუმცა, ეს მოსაზრება მე-17 საუკუნის ინტელექტუალური რევოლუციის დროს შეიცვალა. გონებისა და სხეულის წინააღმდეგობა მუდმივ განვითარებად კონცეფციას წარმოადგენდა, რომელიც ისეთი ადამიანების ყურადღებას იქცევდა, როგორებიცაა დეკარტი, ლოკი და კანტი. იმის გამო, რომ ერთ დროს გონებისა და სხეულის ისეთი ურთიერთქმედების სჯეროდათ, რომლის დროსაც გონება სრულიად განცალკევებულია სხეულისგან, რაციონალისტურმა და ემპირიულმა შეხედულებებმა ღრმად გაიდგეს ფესვები ამ მოვლენის გაგებაში. ველის თეორია აღმოცენდა მაშინ, როდესაც ლევინმა მიიჩნია, რომ ადამიანის ქცევა მრავალი სხვადასხვა ურთიერთზემოქმედებისგან შედგება. ის თვლიდა რომ ადამიანებს აქვთ დინამიკური ფიქრები, ძალები და ემოციები, რომლებიც მათ ქცევებს ცვლიან, არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

კურტ ლევინის გავლენა

კურტ ლევინი 1890 წელს გერმანიაში დაიბადა. თავდაპირველად მას ბიჰევიორიზმის შესწავლა სურდა, თუმცა მოგვიანებით გეშტალტფსიქოლოგიით დაინტერესდა, მოხალისედ მუშაობისას გერმანიის არმიაში, 1914 წელს. მისმა ადრეულმა გამოცდილებამ არსებითი გავლენა იქონია ველის თეორიის განვითარებაზე. ლევინის ველის თეორია გამოკვეთდა პიროვნებათშორის კონფლიქტს, ინდივიდუალური თავისებურებებსა და სიტუაციურ ცვლილებებს და მან თქვა რომ ქცევა ინდივიდისა და მისი გარემოს შედეგია. ადამიანის სოციალური წრისა და დინამიკურ ველზე გავლენის განხილვისას, ლევინმა ასევე აღმოაჩინა რომ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გავლენა აქვს მის სოციალურ ველზე.

ლევინს სურდა ფსიქოლოგიის ფოკუსის გადატანა არისტოტელესეული შეხედულებებიდან გალილეოს მიდგომისკენ, რომელიც ფიქრობდა რომ ფსიქოლოგია ფიზიკას უნდა მიჰყვეს. მათემატიკასა და ფიზიკაზე  დაყრდნობით ლევინმა გამოიყენა ველის კონცეფცია, ფოკუსი ჩვენი გამოცდილების, მოთხოვნილებებისა და ტოპოგრაფიის, სივრცითი ურთიერთობების ასასახად. ლევინმა შექმნა ველის თეორიის წესები, რომლის მიხედვითაც ანალიზი შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მთლიანობაში წარმოდგენილი სიტუაციით, ამიტომ იმისთვის რომ ცვლილებები მოხდეს, აუცილებელია, სიტუაცია მთლიანობაში გათვალისწინდეს. როგორც ჩანს, ხალხი იმეორებს ერთ და იმავე წარუმატებელ მცდელობებს, რომ გაიზარდონ და განვითარდნენ, ველის თეორია კი ასკვნის რომ ეს ჩვენი ველების შიგნით არსებული ძალების გამო ხდება. ამ ფსიქოლოგიური ველის გამოსახატავად, ლევინმა შეადგინა „ტოპოლოგიური რუკები“, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულ მხარეებს აჩვენებდნენ და ადამიანის მიზნების მიმართულებებს უთითებდნენ.

 

ძირითადი პრინციპები

სასიცოცხლო სივრცე

ადამიანის ქცევა დროის ნებისმიერ მომენტში ვლინდება მხოლოდ  „სასიცოცხლო სივრცისა“ თუ „ფსიქოლოგიური ველის“ მიმდინარე თანაარსებული ფაქტორების ჩარჩოში. ამგვარად, სასიცოცხლო სივრცე არის ყველა იმ ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე დროის ნებისმიერ მონაკვეთში. შესაბამისად, ქცევა შესაძლებელია გამოისახოს, როგორც სასიცოცხლო სივრცის ფუნქცია B = ƒ (LS). უფრო მეტიც, ადამიანისა (P) და გარემოს (E) ურთიერთქმედება ქმნის ამ სასიცოცხლო სივრცეს. სიმბოლური თვალსაზრისით B = ƒ (LS) = F (P, E).

სასიცოცხლო სივრცის უფრო რთული კონცეფციის მაგალითი არის იდეა იმის შესახებ რომ ორი ადამიანის გამოცდილება კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იქცეს ერთ გამოცდილებად, როცა ისინი ერთად საუბრობენ. ეს არ ხდება თუკი ორი ადამიანი არ ურთიერთქმედებენ, მაგალითისთვის, არიან ერთ ოთახში, მაგრამ არ საუბრობენ ერთმანეთთან. ეს გამაერთიანებელი სივრცე შეიძლება „აშენდეს“, იმის შესაბამისად, თუ ორი ადამიანი იზიარებს მეტ იდეას და ერთად ქმნიან უფრო რთულ სასიცოცხლო სივრცეს.

გარემო

გარემო, როგორც ამას სასიცოცხლო სივრცე აჩვენებს, განეკუთვნება ობიექტურ სიტუაციას, რომელსაც ადამიანი აღიქვამს და რომელშიც ის მოქმედებს. სასიცოცხლო სივრცის გარემო (E) სრულიად სუბიექტურია ყველა კონტექსტში, რადგან დამოკიდებულია არა მხოლოდ ობიექტურ სიტუაციაზე, არამედ ადამიანის მახასიათებლებზე (P). აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას ადამიანის ცნობიერი და არაცნობიერი გარემოს ყველა ასპექტი. კომბინირებული მდგომარეობა, რომელიც გარემოს ზემოქმედების ქვეშაა და ასევე ადამიანის თვალსაზრისი, ცნობიერი და არაცნობიერი, მთლიანობაში უნდა იქნას აღქმული. თუმცა თითოეული ნაწილი შეიძლება განიხილოს როგორც ცალკეული არსი, მთლიანობაში სიტუაციის დასაკვირვებლად, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნას ყველა შემავალი მონაცემი.

ადამიანი

ლევინმა ტერმინი “ადამიანი” სამი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენა.

  1. თვისება/ინდივიდის მახასიათებლები

(მოთხოვნილებები, მრწამსი, ღირებულებები, შესაძლებლობები)

  1. ”სასიცოცხლო სივრცის” პრაქტიკულად ერთნაირი ფსიქოლოგიური

ფაქტების წარმოჩენის გზა

  1. ქცევა

“მოქმედი” მე” შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ადამიანის ურთიერთობები გარემოსთან, რომელსაც ის აღიქვამს.”

ადამიანის განვითარება, გარდაუვლად, მოქმედებს სასიცოცხლო სივრცეზე. ადამიანი როდესაც განიცდის ცვლილებებს თავის სხეულში ან წარმოდგენა ეცვლება თავის თავზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა სასიცოცხლო სივრცეში. გარდა ამისა ფსიქოლოგიური გარემოს ან სისიცოცხლო სივრცის არასტაბილურობამ შეიძლება ადამიანის არასტაბილურობა გამოიწვიოს.

ქცევა

სასიცოცხლო სივრცეში ნებისმიერი ცვლილება ექვემდებარება ფსიქოლოგიურ კანონებს. შესაბამისად, ადამიანის მოქმედება (P) თუ გარემოს ცვლილება (E) მითითებული მოქმედების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ქცევად (B). ასეთმა მოქმედებამ, მთლიანობაში სასიცოცხლო სივრცეზე, შეიძლება იქონიოს დიდი ან არც თუ ისე დიდი გავლენა. მიუხედავად ამისა, ისინი უნდა გათვალისწინებულ იქნას. ველის თეორია ამტკიცებს, რომ ქცევა უნდა წარმოიშვას თანაარსებული ფაქტების ერთობლიობით. ეს თანაარსებული ფაქტები შეადგენენ „დინამიკურ ველს“, რაც იმას ნიშნავს რომ, ველის ნებისმიერი ნაწილის მდგომარეობა დამოკიდებულია ველის ყველა დანარჩენ ნაწილზე. ეს მოიცავს არა მხოლოდ მენტალურ და ფიზიკურ ველებს, არამედ უხილავ ძალებს, როგორებიცაა მაგნეტიზმი და გრავიტაცია. ამის დაზუსტება შესაძლებელია იმ სხვაობის წარმოდგენით, რომლის შექმნაც შეუძლია შორიდან მოქმედ ძალას. დედამიწაზე მთვარის გავლენის მსგავსი მაგალითის განხილვისას, ნათელი ხდება, რომ ეფექტი არის, იმ შემთხვევაშიც, თუკი ის შორი მანძილიდან მოქმედებს. ქცევა დამოკიდებულია ახლანდელ ველზე და არა წარსულისა ან მომავლისაზე.

განვითარებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქცევაზე სასიცოცხლო სივრცეში. სიცოცხლის დასაწყისშივე ადამიანის ქცევა დამოკიდებულია მის სოციალურ მდგომარეობაზე. ეს, რა თქმა უნდა, სოციოლოგიური განხილვის საგანს, ბუნებისა და აღზრდის შესახებ, აძლევს ბიძგს. ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კვლევებმა აჩვენეს, რომ მისწრაფებების ფორმირებაზე, მოქმედებებისა და გამოხატვის მამოძრავებელი ფაქტორი (ქცევა), პირდაპირ გავლენას ახდენს გარკვეული ადამიანების არსებობაზე ან არ არსებობაზე სასიცოცხლო სივრცეში. ბავშვის განვითარება, ბუნებრივად, იწვევს ახალი შეუსწავლელი უბნების აღმოჩენას სასიცოცხლო სივრცეში. გარდამავალი პერიოდი, როგორიცაა მოზარდის ასაკი, ამ ახალი რეგიონების დიდი გავლენით ხასიათდება. შესაბამისად, მოზარდის შესვლა ახალ სოციალურ ჯგუფში ან სასიცოცხლო სივრცეში, ფსიქოლოგიურად, შეიძლება აღიქვას, როგორც შესვლა არა სტრუქტურულ შემეცნებით ველში. ეს ახალი ველი ადამიანს ურთულებს, იმის გაგებას თუ როგორი ქცევა არის მართებული ამ უბანში. ითვლება, რომ ეს არის ქცევის ცვლილების შესაძლებლობა ბავშვებსა და მოზარდებში.

თეორია და ექსპერიმენტული მონაცემები

ველის თეორიის მიხედვით, ადამიანის ცხოვრება მრავალი სხვადასხვა სივრცისგან შედგება. გამოსახულება 1 – არის მთლიანი ველის ან გარემოს მაგალითი. გამოსახულება 2 აჩვენებს ადამიანსა და მის მიზანს. ეს გამოსახულება აჩვენებს, რომ არსებობს ძალები, რომლებიც ადამიანს მიზნისკენ უბიძგებენ. წყვეტილი ხაზი –  არის ყველაფერი, რისი გავლაც არის საჭირო, რომ მიაღწიო მიზანს და ის თუ, როგორ უნდა გაიარო მრავალი სხვადასხვა სივრცე. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ერთი და იგივე მიზანი, თუმცა ველი მის მისაღწევად შეიძლება იყოს სხვადასხვა. ველის დარეგულირება არის შესაძლებელი, რათა ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღო. ზოგი ველი შეიძლება წაიშალოს, ზოგი კი დაემატოს, ყველაფერი დამოკიდებულია გარკვეულ მოვლენებზე, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში ხდება.

ველის თეორია ასევე მოიცავს იდეას იმის შესახებ, რომ ყოველ ადამიანს განსხვავებული გამოცდილება აქვს თითოეულ სიტუაციაში. ეს არ ნიშნავს რომ ორი ადამიანის გამოცდილება მოვლენაზე არ იქნება ერთნაირი, თუმცა განსხვავება არის. ეს ბადებს აზრს, რომ ადამიანს ორი ერთნაირი განცდა არ გააჩნია, რადგან დინამიკური ველი მუდმივად იცვლება. ეს ნიშნავს რომ დინამიკური ველი გავს ნაკადს, რომელიც გამუდმებით მიედინება, მაგრამ ოდნავ იცვლება. კიდევ ერთი ნაწილი ველის თეორიისა არის იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანის ველის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება ჩაითვალოს უაზროდ. საერთო ველის თითოეული ნაწილის შესაძლო მნიშვნელობა უნდა იქნას გათვალისწინებული. ამის გაკეთება აუცილებელია, იმის მიუხედავად, თუ რამდენად უაზროდ ან უმნიშვნელოდ შეიძლება გამოიყურებოდეს ველის ნაწილი, ის მაინც უნდა იქნას გათვალისწინებული. როგორც ჩანს, ინდივიდუალური ველის ერთობლიობის საქმიანობას არ აქვს საზღვრები, რადგან კვლევებმა აჩვენეს, რომ ველის ცვლილების გამო, მეორე მსოფლიო ომის სულ მცირე გამოცდილებამაც კი შეიძება გავლენა მოახდინოს შემდგომ ცხოვრებაზე. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ ფართო ველის თეორია რამდენ რამეს მოიცავს, რადგან ადამიანის წინათგრძნობა, შესაძლოა, არსებობს სწორედ ველების ცვლილების გამო, რომლებიც ნებისმიერ სერიოზულ განვითარებას წინ უძღოდა.

მიღება და დეგები

ველის თეორია – გეშტალტ-თეორიის მნიშვნელოვანი ასპექტია, დოქტრინა, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან მეთოდსა და აღმოჩენას მოიცავს. ეს გეშტალტფსიქოლოგების კონცეფციების საფუძვლისა და მათი გამოყენების მნიშვნელოვანი სამშენებლო ბლოკია. ველის თეორია, ასევე, ფენომენოლოგიასა და ეგზისტენციალურ დიალოგთან ერთად, გეშტალტთერაპიის ქვაკუთხედია.

 

 

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81