ქართველი ფსიქოლოგები

სტრესმედეგობის სტრატეგიები

მაია ხოსიტაშვილი – ფსიქო-განათლების ცენტრის – ,,Psycho-Solutions”-ის დამფუძნებელი; ფსიქოლოგი, ტრენერ-კონსულტანტი.

რას გულისხმობთ სტრესმედეგობაში?

ეს არის ადამიანის უნარი, რომ იყოს მოქნილი, მარტივად ადაპატიმრდეს ცვლილებთან და  რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან, ასევე  სწრაფად შეძლოს დაუბრუნდეს საწყის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ტრავმის თუ მტკივნეული ემოციური გამოცდილების დასრულების შემდეგ.  სტრესმეედგობას  თანამედროვე მეცნიერებაში ე.წ. რეზილიენსის სახელით მოიხსენიებენ.

როგორ გავუმკლავდეთ მოულოდნელ, რთულ სიტუაციებს, რომლებიც ჩვენგან ცხოვრების ჩვეული რიტმის სწრაფ ცვლილებას ითხოვენ?

სტრესმედეგობა გულისმობს საკუთარი მწუხარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას, ნაცვლად   მსხვერპლის როლისა და უმოქმედობისა. ასევე, მნიშნელოვანია ყველაზე რთულ, გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ფოკუსირება  პოზიტიურ ასპექტებზე, იმედზე და შესაძლებლობებზე.

სტრესმედეგობის რომელი სტარტეგიების გამოყენება შეგვიძლია რთული სიტუაციების დროს?

ყურადღება გავმახვილებ სტრესმედეგობის სამ ძირითად სტრატეგიაზე:

პირველ რიგში, აუცილებელია იმ ფაქტის მიღება და აღიარება, რომ სტრესი, შეცდომები, წარუმატებლობა, ფრუსტრაცია, უარყოფა, ტრავმა, იმედგაცრუება, უბედურება, ტრაგედია, დანაკარგი  და სხვა მტკივნეული მოვლენები ცხოვრების განუყოფელი  და ბუნებრივი ნაწილია. როგორც წესი, ნეგატიური მოვლენებისგან განსხვავებით,  პოზიტიური მოვლენები ჩვენ მიერ განიხილება როგორც ბუნებრივი მოვლენა და ნორმა, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. ნეგატიური მოვლენების მიმართაც შესაბამისი დამოკიდებულების ჩამოყალიბება შეცვლის ჩვენს ქცევას და დაგვეხმარება გამკლავებაში. კერძოდ, თუკი ნეგატიურ მოვლენებსაც მივიღებთ, როგორ ადამიანური არსებობის ბუნებრივ ნაწილს, ნაცვლად პანიკისა და სასოწარკვეთაში ჩავარდნისა რაც გამოიწვევს ჩვენს პარალიზებას, მივიღებთ მას და ვიმოქმედებთ დასაძლევად.

სტრესმედეგობის კიდევ ერთი სტრატეგია გულისმოხბს, ყურადღების ფოკუსირებას პოზიტიურ ასპექტებზე. კერძოდ ყურადღების გადართვას სიტუაციის იმ ნაწილებზე რისი შეცვლაც ჩვენ შეგვიძლია მოცემულ მომენტში. კერძოდ, ნაცვლად იმისა რომ ვიღელოთ იმაზე, რასაც ვერ შევცვლით და სცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს, ყურადღებას მივმართავთ იმაზე რაც შეგვიძლია შევცვალოთ. მაგალითად, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს იქნება თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა პირადი და გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვისთვის, დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად.

ასევე, მნიშნელოვანია რომ მალევე გამოვრთოთ პრობლემაზე კონცენტრირების და ფიქრის რეჟიმი, რათა ჩავრთოთ გამოსავლისა და სარგებლის ძიების რეჟიმი. ამ დროს  ყურადღებას ვამახვილებთ არა პრობლემაზე, არამედ გადაწყვეტის გზებზე,  შესაძლებლობებზე და სარგებელზე. მაგალითად, მიმდინარე სიტუაციის გათვალისწინებით, ხშირად ადგილი აქვს ინფორმაციულ გადატვირთავს და პრობლემაზე მაქსიმალურ კონცენტრაციას. მაშინ როდესაც, შესაძლებელია თავისუფალი დროის გამოყენება განვითარებისა და პიროვნული ზრდისთვის.

და ბოლოს, სტრესმედეგობისთვის მნიშვნელოვანია თვით-ზრუნვის სტრატეგიების გამოყენება. კერძოდ, ეს შესაძლებელია იყოს ძილი, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ჰობი, ჯანსაღი ურთიერთობების, პოზიტიური ემოციების სტიმულირება და სხვა. დაუთმეთ დრო საყვარელ საქმიანობებს, რაც განიჭებთ სიამოვნებას. განსაკუთრებით მნიშნელოვანია შევინარჩუნოთ ურთიერთობა ახლობლებთან, რადგან ფიზიკური დისტანციის მიუხედავად გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს სტრესმედეგობას.

მენტალური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებიც ამახვილებს ყურადღებას ინფორმაციული გადატვირთვისა და პანიკის მართვის, ჯანსაღი ურთიერთობებისა და თვითზრუნვის სტრატეგიების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიმდინარე გამოწვევასთან გამკლავები პროცესში.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81