ბაირონ ქეითი – თუ მარტო დარჩენის გეშინია

0

ბაირონ ქეითი – ცნობილი ამერიკელი სპიკერი და ავტორი წიგნის „ სამუშაო“

როდესაც შენი ფიქრების შემჩნევას დაიწყებ, პირველი, რასაც დაინახავ არის ის, რომ მარტო არასოდეს ხარ. საკუთარ თავთანაც კი არასოდეს რჩები მარტო. სადაც არ უნდა წახვიდე, ვისთან ერთადაც არ უნდა იყო, შენი შინაგანი ხმა მოგყვება, გეჩურჩულება, შარს გდებს, გაცდუნებს, განგიკითხავს, ლაქლაქებს, გარცხვენს, გადანაშაულებს ან გიყვირის. როდესაც დილით იღვიძებ, ფიქრებიც შენთან ერთად იღვიძებს, საწოლიდან გაგდებს და სამსახურში მოგყვება, ოფისში თუ მაღაზიაში მყოფ ადამიანებზე კომენტარს აკეთებს, აბაზანაშიც მოგყვება, მანქანაშიც შენთან ერთად ჯდება და სახლშიც კვლავ შენთან ერთად ბრუნდება. არ აქვს მნიშვნელობა სახლში ვინმე გელოდება თუ არა, შენი ფიქრები ყოველთვის შინ გელოდება.

თუ მარტო დარჩენის გეშინია, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ფიქრები გაფრთხობს. შენი ფიქრები რომ გყვარებოდა, შეგიყვარდებოდა შენს ფიქრებთან მარტო დარჩენაც, სადაც არ უნდა ყოფილიყავი. მანქანაში ჩაჯდომისას რადიოს არ ჩართავდი ან ტელევიზორს, როდესაც სახლში ბრუნდები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ  როგორი დამოკიდებულება გაქვს საკუთარ ფიქრებთან, თუ როგორ აღიქვამ მათ, რადგან სწორედ ეს განაპირობებს სხვა ადამიანებთან შენს ურთიერთობას, მათ შორის,    საკუთარ თავთანაც.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81