სალომე ბლიაძე – ფსიქოლოგი, EAGT აკრედიტაციის მქონე ფიქოთერაპევტი
როგორ განმარტავდით ტერმინს ,, სოციოპათია“?
სოციოპათია არის არაფორმალური სახელწოდება ანტისოციალური პიროვნული აშლილობის, რომელიც არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ქრონიკული მდგომარეობა. ანტისოციალური პიროვნული აშლილობის მქონე პირები იყენებენ ტყუილს ან მანიპულაციას საკუთარი მოთხოვნლების დასაკმაყოფილებლად, ასევე არ ერიდებიან აგრესიას ფიზიკურ და ვერბალურ დონეზე, რაც მთავარია აქვთ ან ძალიან სუსტი სინანულის და დანაშაულის გრძობა. მათთვის დამახასიათებელია თანაგანცდის არ ქონა სხვა ადამიანების მიმართ.
როგორ შეგვიძლია სოციოპათების ამოცნობა და რა ნიშნები ახასიათებს ?
ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სხვისი უფლებების უგულვებელყოფა. იმისთვის რომ დაისვას დიაგნოზი საჭიროა ადამიანი ავლენდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მიმიმუმ სამს:
- განმეორებით მართლსაწინააღმდეგო ქმედებები,
- სხვების მოტყუება მოგების ან სიამოვნებისთვის,
- მოქმედებს იმპულსურად,
- საკუთარი თავის ან სხვების უსაფრთხოების უგულვებელყოფა,
- უპასუხისმგებლობა ფინანსებში ან სამსახურეობრივ ვალდებულებებში,
- სინანულის ნაკლებობა ან არ ქონა სხვების მიმართ არასათანადო მოპყრობის დროს,
- აგრესია ცხოველების მიმართ.
- ქედმაღლობა, უპირატესობის გრძნობა და უკიდურესი აზროვნება,
- ცუდი ან შეურაწმყოფელი ურთიერთობები
რის საფუძველზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ანტისოციალური პიროვნების აშლილობა , რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?
ბავშვობის პერიოდში პიროვნება ფორმირდება მემკვიდრეობითი მიდრეკილებების და გარემო ფაქტორების ურთიერთზემოქმედებით. ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ზუსტი მიზეზები არ არის ცნობილი მაგრამ, გარკვეულ გენეტიკურ ფაქტორებს შესაძლოა ხელი შეუწყოს სოციალურმა გარემომ და ცხოვრებისეულმა სიტუაციებმა და გამოიწვიოს სერიოზული ცვლილებები ბიო-ფსიქო-სოციალურ-სულიერ დონეზე.
როგორც ვიცით ანტისოციალური პიროვნების აშლილობა 15 წლის ასაკში იჩენს თავს , რამდენად არის იმის რისკი რომ, ეს ყველაფერი ფსიქოპათიაში გადაიზარდოს და როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ამას?
გარკვეული ფაქტორები ზრდის ანტისოციალური პიროვნების აშლილობის განვითარების რიკს, ეს შეიძება იყოს:
- ბავშვებში ქცევის დარღვევის დიაგნოზი,
- ანტისოციალური პიროვნების აშლილობის ან სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ოჯახის ისტორია
- ბავშვობაში ძალადობა ან ბავშვის უგულებელყოფა.
- ბავშობაში არასტაბილური, ძალადობრივი ან ქაოტური ოპჯახური მდგომარეობა.
ფსიქოპატს და სოციოპატებს აქვთ საერთო მახასიათებლები მაგ: არ გააჩნიათ ემპათია სხვების მიმართ, მაგრამ ფსიქოპატს კიდევ უფრო ნაკლები აქვს თანაგანცდა, მეტიც ის სხვებს ხედავს, როგორც ობიექტებს, რომელთა გამოყენებაც შეიძება საკუთარი სარგებლობისთვის.
სოციოპატიის და ფსიქოპატიის სიმპტომები და ნიშნები არა მკვეთრად მაგრამ ძალიან განხვავდება და ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში DSM-V- ში თვალნათლივ არის ასახული ეს განსხვავება. სოციოპატია არ შეიძება გადაიზარდოს ფსიქოპატიაში.
როგორ უყურებენ სოციოპათები სხვადასხვა საკითხებს და რამდენად საშიშები არიან ისინი საზოგადოებისათვის?
არსებობს მაღალი ფუნქციონირების სოციოპათები, რომლების ახერხებენ ძალაუფლების პოზიციების დაკავებას და არიან საკმაოდ ქარიზმატული ხალხი, მაგრამ ეს ძალიან ცოტა, როგორც წესი მათი იმპულსურობა და უპასუხისმგებლობა იჩენს სამსახურებრივ და პირად ურთიერთობებში თავს. სოციოპთებისთვის დამახასიათებელია რომ არ შეუძლიათ გუნდურობა, რადგან ძალიან აშკარაა, რომ საკუთარი თავის გარდა არავინ არ აინტერესებთ. ხშირად ადანაშაულებენ სხვებს და ყოველთვის შეუძლია გაამართლონ საკუთარი ქცევა.
მომაზადა ქეთი კაცელაშვილმა