ქართველი ფსიქოლოგები

ნინო ნიბლაძე – ,,სიზარმაცის” შესახებ

ნინო ნიბლაძე- Wapp-ვისბადენის აკადემიის მსოფლიო ასოციაციის წევრი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, გეშტალტპრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი, სგა-ს წევრი.

როგორც ძირითადი განმარტებებიდან ჩანს, სიზარმაცეს განიხილავენ, როგორც შრომისმოყვარეობის ნაკლებობას ან არარსებობას; როგორც ტვინისთვის გაუგებარი მოტივის მქონე აქტივობის შეფერხებას ან მის ჩანაცვლებას უფრო სასიამოვნო, მეტად გასაგები და ნაკლებრესურსული საქმით, რომელიც ენერგოდამზოგველია და სხვ.. თუ დავფიქრდებით, ძველ დროში გადარჩენა დამოკიდებული იყო შრომასა და ბრძოლაზე! ამიტომ იქ ,,სიზარმაცის” ადგილი არ იყო! თანდათან ის გაჩნდა, როდესაც ადამიანი მიხვდა, რომ მისი ცხოვრება საფრთხეში აღარ იმყოფება, რადგან არსებობენ სხვა ადამიანები, ვინც ამას უზრუნველყოფენ! რაც უფრო გავრცელდა და მეტ ადამიანს მოედო ის, მით უფრო ,,დაზარალდა” მეორე მხარე და ამან გააჩინა პროტესტი! ის უსაქმურობისკენ მიდრეკილის და სხვის კმაყოფაზე მყოფი ადამიანის  ,,იარლიყად“ იქცა, რა თქმა უნდა, მიიღო ნეგატიური დატვირთვა და დღეს განიხილება, როგორც ხასიათის უარყოფითი შტრიხი! ფსიქოლოგია სხვაგვარად უყურებს მას და თვლის, რომ ის არც გრძნობაა და არც ხასიათის თვისება! ის არის სოციალური კონსტრუქცია! სწორედ ბავშვობაში შემოდის ჩვენში ეს ცნება და ,,იარლიყი”! რომელსაც გადამოწმების გარეშე ვიწებებთ ან ვაწებებთ სხვას! თავიდანვე ვიკვებებით მსგავსი ლოზუნგებით:- ,,დასვენება- სირცხვილია! ეს უსაქმურობაა! ; ,, რა გააკეთე ისეთი, რომ დაისვენო?” ,,ცხოვრება ომია!” ‘’თუ სარგებელი არ მოგაქვს, უვარგისი ხარ! ,,არ მიყვარხარ, თუ არ გააკეთებ!”” და ა.შ რასაც ადამიანი მიყავს შემდგომ ისეთ რესურსულ მდგომარეობამდე, რომ ,,სიზარმაცე” მხსნელად ევლინება! პირველად ის ჩნდება ბავშვობაში და მიზეზი არის- წარუმატებლობის შიში! -,,არ გააკეთო,არ გამოგივა!” ,,შენ ვერ შეძლებ, არ იცი!” და სხვა ამგვარი შეგონებები მოქმედებს და ზრდასრულობაშიც მუშაობს ან შემაფერხებლად ან პირიქით, ხდება მუდმივი მოტივატორი, რომ თუ გაჩერდა-ე.ი.ზარმაცია! უსაქმოდ ყოფნა ყოველთვის არ არის ,,სიზარმაცე”! თუ ადამიანი ვერ პოულობს მიზანს ცხოვრებაში, მას არ გააჩნია მიმართულების ვექტორი! აქ საჭიროა მოტივაციის წყაროს მოძებნა! შესაძლოა ახალი ფონი გახდეს მისი წარმომშობი და ადამიანს მოუხდეს სრულიად ახალი სფეროს დაუფლება! მსგავსი რამ ხდება მაშინაც, როდესაც ადამიანი აღწევს დასახულის მაქსიმუმს და ,,ჭერს ებჯინება თავით”! ზოგჯერ ადამიანი იზრდება კომფორტის ზონაში და აგრძელებს იქ ყოფნას, არ ისახავს ახალ მიზნებს, რადგან არ უნდა გარისკვით მისი დაკარგვა, განსხვავებით იმათგან, ვინც ,,ცუდ” პირობებში გაიზარდა და მოტივირებულია უკეთ იცხოვროს! ,,სიზარმაცის” გამოვლინების უმაღლესი ფორმაა მიზანდასახულობა! რადგან ასეთი ,,ზარმაცი” ცდილობს დასახული ამოცანა გააკეთოს სწრაფად, რათა დრო დაზოგოს და ხარისხიანად, რომ ახლიდან არ მიუბრუნდეს იგივე საქმეს! ,,უსაქმურობა” ღირსებად არ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მაღალ ინტელექტთან ტანდემში დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია მას!

გერმანელმა გენერალმა თავისი ოფიცრები 4 კატეგორიად დაყო:
1) ზარმაცი ბრიყვები! მათ ზიანის მოტანა არ შეუძლიათ;
2) შრომისმოყვარე ჭკვიანები- არაფერი გამოეპარებათ, საქმის ზედმიწევნით კარგად შემსრულებლები არიან!
3) შრომისმოყვარე ბრიყვები-მოსაშორებლები არიან, მუდმივი უაზრო ქმედებებით ათას სისულელეს ჩადიან!
4) ჭკვიანი უსაქმურები- იმსახურებენ უმაღლეს თანამდებობას! ბრწყინვალედ მართავენ!

ამ სტრატეგიით გენერალმა უმნიშვნელოვანესი წარმატებები მოიპოვა! მოდით, გადავხედოთ, რა შეიძლება იყოს ,,სიზარმაცის სკივრში” დამალული და ამ სახელს ამოფარებული? აქ მოულოდნელად შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ დასახული მიზანი სულაც არ არის ჩვენი და თავსმოხვეულია! ამის დანახვა და მისი სკივრიდან ამოგდება საკმარისია, რომ სიზარმაცე გაქრეს და მისი ადგილი დაიკავოს ნამდვილმა მოტივმა! შეიძლება ვიპოვოთ საქმეები, რომლებიც გარემომ დაგვავალა და ითვლება, რომ ,,უნდა გავაკეთოთ”! აქ მნიშვნელოვანია ფრაზა:- ,, მე ვეწინააღმდეგები ამას”! და მოდის კითხვა:-,,რას ვეწინააღმდეგები?,, რა არ მომწონს ამაში?” -ვფიქრობ, ეს კითხვები იქნება დამხმარე გარკვევაში! 3) საქმეები, რომლის მნიშვნელოვნებაც ვიცით და საჭიროებაც, მაგრამ მუდმივად გადავავადებთ, მაგ.: ორშაბათიდან ვიწყებთ სულ და ა.შ. ე.ი. გვახასიათებს პროკრასტინაცია! და მუდმივად გაწუხებს ეს გასაკეთებელი საქმე! გვაქვს დანაშაულის განცდა, სინდისის ქენჯნა, შფოთვა! მოდით, გადავხედოთ ჩვენს პასუხისმგებლობებს და ვნახოთ, რა ვალდებულებები დავაკისრეთ ჩვენს თავს და რა დაგვაკისრა გარემომ! თუ არ იღებ პასუხისმგებლობას ვალდებულებებზე, შენი არჩევანია უარის თქმა! ამისათვის საჭიროა ისწავლო ,,არას” თქმა! ზოგჯერ ამ ,,სკივრში” ხვდება კონკრეტულ ადამიანთან ან ჯგუფთან მიბმული საქმეები! მაგ.: აღმოვაჩენთ, რომ მეზარება იმ შეხვედრაზე წასვლა მეგობართან, რომელმაც ორჯერ გადამიდო შეხვედრა მაშინ, როცა მე გზაში ვიყავი! ან მეზარება იმ ნათესავთან გამგზავრება, ვინც ხშირად აკრიტიკებდა ჩემს ცხოვრებას და ა.შ… აქვე ვიპოვით საქმეებს, რომელიც ჩვენს ტემპერამენტს და რიტმს არ შეესაბამება ან მასშტაბი ვერ გავთვალეთ! მთავარია, მოიძებნოს კითხვაზე პასუხი-რა კონფლიქტი იმალება ამის უკან? ხომ არ არის ეს დაცვითი მექანიზმი, იმისათვის, რომ ავირიდოთ არასასურველი საქმე, ან გადაღლილ სხეულს მივცეთ დასვენების საშუალება! ან ხომ არ არის რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის? რომ მივაქციოთ მეტი ყურადღება! რაც შეეხება პერფექციონიზმს და ისეთ მოთხოვნილებებს, რომელსაც ვერასდროს შეასრულებს ადამიანი, ეს ცალკე თემაა!

ბრიტანელმა ფილოსოფოსმა, ბერტრან რასელმა თქვა -,,გზა ბედნიერებისა და აყვავებისკენ მიდის, სამუშაოს ორგანიზებული შემცირებით!” როგორ გავაკეთოთ ეს? ამაში დაგვეხმარება ეიზენჰაურის მატრიცა, რომელიც მოიცავს დროსა და საქმეს მნიშვნელოვნებით და გადაუდებლობის პრინციპით დაყოფას!

გადავხედოთ ჩვენს საქმეებს, რითიც ვართ დაკავებული და ვნახოთ, რა ადგილს ვანიჭებთ მათ:

A) აქ თავსდება ძალიან სასწრაფო, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები და გავს ცეცხლმოკიდებულ ყუმბარას! ასეთი საქმე მოითხოვს სპონტანურობას, ყველა სხვა საქმის გადაყრას, რომ სასწრაფოდ ჩააქროთ ხანძარი! მის მიღწევას დიდი სიხარული, სიამაყე და რწმენა მოაქვს, მაგრამ მიაქვს ენერგიის დიდი რესურსი! ამიტომ ასეთ რეჟიმში დიდხანს ვერ გაძლებთ, გადაწვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით!

B)არასასწრაფო, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეები! აქ შედის გეგმიური სამუშაოები, სწავლა, განვითარება, გეგმები და სხვ. B-ს შანსი აქვს, რომ გადავიდეს A-ში, თუ დრო არ გამოვიყენეთ, მაგ.: გამოცდის ჩაბარება!

C) საჩქაროა, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი გადახედეთ ამ საქმეებს, რამდენად არის თქვენი ნება აქ და მოტივი! რა წინააღმდეგობას აწყდებით მათ შესასრულებლად? აქ დიდხანს დარჩენა არასასურველია!

მთავარია, C არ აგვერიოს A-ში და თავი არ გადაიყვანოთ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში

D) აქ შეიძლება მოათავსოთ, როგორც ნაგვის ურნაში, ყველა არა სასწრაფო და არა მნიშვნელოვანი საქმეები ( TV, უაზრო ინტერნეტ- სერფინგი, ფუჭი საუბრები, სოც.ქსელები და სხვ) ყველაზე პროდუქტიულები ვართ B-ში! ჩვენი ტვინი იმახსოვრებს არაფრისკეთებით მიღებულ სიამოვნებას მუცლადყოფნის პერიოდში და შემდეგ ეძებს ცხოვრებაშიც ამ განცდას, ოღონდ ჯანსაღია ეს ,,განცხრომა”, თუ დაბალანსებულია გონებრივი და ფიზიკური შრომით! მაშინ ის არავის გაღიზიანებას არ იწვევს! ასე რომ, ზოგჯერ შეგიძლიათ ,,იზარმაცოთ” და დატკბეთ ცხოვრებით!

 

    მოამადა სალომე სისაურმა

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81