ერიხ ფრომიურთიერთობის ფსიქოლოგია

ერიხ ფრომი – სიყვარულის ობიექტები

სიყვარული არ არის მხოლოდ ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან; ეს დამოკიდებულებაა, ხასიათის ორიენტაციაა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის კავშირს სრულიად სამყაროსთან, და არა ერთ სასიყვარულო „ობიექტთან“ თუ პირს უყვარს მხოლოდ ერთი და ინდიფერენტულია დანარჩენებისადმი, მისი განცდა სიყვარული კი არა, სიმბიოზული მიჯაჭვულობაა ან გაზრდილი ეგოტიზმი.

მიუხედავად ამისა, უმეტესობა მიიჩნევს რომ სიყვარულს განსაზღვრავს ობიექტი და არა უნარი. მეტიც, მდგომარეობა, როდესაც „სიყვარული“ ადამიანის გარდა არავინ გიყვარს – გრძნობის ინტენსიურობის უტყუარ მტკიცებულობად მიიჩნევა. ამ მოსაზრების სიმცდარეზე ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ სიყვარული არ აღიქმება მოქმედებად, სულის ენერგიად, არამედ, მიიჩნევა, რომ საჭიროა მხოლოდ სწორი ობიექტის პოვნა – ხოლო დანარჩენი მოვლენები ავტომატურად ვითარდება. ასეთი მდომარეობა შეგვიძლია შევადაროთ იმ სიტუაციას, როდესაც ადამიანს სურს ხატოს, თუმცა სახვითი ხელოვნების შესწავლის სანაცვლოდ ამტკიცებს, რომ საკმარისია დაელოდოს სწორ ობიექტს, და როდესაც მას იპოვის – შეძლებს სამუშაოს ლამაზად შესრულებას. თუ მე მართლა მიყვარს ერთი ადამიანი – მე მიყვარს ყველა დანარჩენი , მიყვარს სამყარო, სიცოცხლე თუ მე შემიძლია სხვას ვუთხრა „მე შენ მიყვარხარ“, მე უნდა ასევე შევძლო წარმოვთქვა „ მე შენ მიყვარხარ ყველა სხვა ადამიანში, შენგან მიყვარს სამყარო, შენში მიყვარს საკუთარი თავიც“.
იმის თქმა, რომ სიყვარული ზოგადი ორიენტაციაა, და არა მხოლოდ ერთისკენ მიმართული – სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს განსხვავება სხვადასხვა ტიპს შორის, რაც დამოკიდებულია უკვე თავად სიყვარულის ობიექტზე.

ძმური სიყვარული
ყველაზე ფუნდამენტური ტიპის სიყვარული, რომელიც სხვა დანარჩენს უდევს საფუძვლად, არის ძმური სიყვარული. ამაში ვგულისხმობ პასუხისმგებლობის გრძნობას, მზრუნველობას პატივისცემასა და ცოდნას ნებისმიერი სხვა ადამიანისა, სურვილს, რათა დაეხმარო და გაუადვილო მას სიცოცხლე. ეს ზუსტად ის გრძნობაა, რომლის შესახებაც საუბარია ბიბლიაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. ძმური სიყვარული, სიყვარულია ყველა ადამიანისადმი; მისი მთავარი მახასიათებელი თვისება ექსკლუზიურობის უქონლობაა. თუ მე ჩემში განვავითარე სიყვარულის უნარი, მაშინ შეუძლებელია არა მიყვარდეს ჩემი ძმანი. ამ გრძნობას თან ახლავს სრულიად კაცობრიობასთან ერთიანობის , ადამიანური სოლიდარობის , ადამიანური ერთობის განცდა. ძმური სიყვარული დაფუძნებულია ამ ერთიანობის განცდაზე. განსხვავებები ნიჭში, ინტელექტში, ცოდნაში უმნიშვნელოა კაცთა შორის საერთო ადამიანური არსის ფონზე. იმისთვის, რომ გავეცნოთ ჩვენს ამ ძირეულ პიროვნებას, აუცილებელია ჩაღწევა პერიფერიიდან ბირთვამდე. თუ მე მეორე ადამიანში ძირითადად ზედაპირს შევიცნობ მე წავაწყდები მეტწილად იმ განსხვავებებს, რომლებიც ჩვენ გვაშორებს. ხოლო თუ მე შევაღწევ სიღრმეში შევიცნობ პიროვნებას, ჩვენი ძმობის დამადასტურებელ საბუთს. ეს კავშირი ცენტრიდან ცენტრამდე პერიფერიიდან პერიფერიამდელის ნაცვლად, არის „ცენტრალური კავშირი“ ან და როგორც სიმონე ვეილმა არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა: „ერთი და იგივე სიტყვები ( მაგალითად, კაცი ეუბნება ცოლს , „მე შენ მიყვარხარ“) შეიძლება იყოს გაცვეთილი ან განუმეორებელი იმის და მიხედვით თუ რა მანერით იქნება ეს სიტყვები წარმოთქმული. ხოლო მანერა დამოკიდებულია ადამიანში იმ არის სიღმეზე საიდანაც ისინი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოიშვებიან და შემდგომ რაღაც გასაოცარი შეთანხმებულობით აღწევენ იმავე მიდამოებს ადამიანში, ვინც ეს სიტყვები მოისმინა. ამგვარად , მსმენელს შეუძლია განახორციელოს , შეიცნოს, თუ რა არის მათი ჭეშმარიტი ღირებულება“.

ძმური სიყვარული არის სიყვარული თანასწორთა შორის, მაგრამ მართლაც თანასწორნიც კი არ არიან ყოველთვის „ტოლი“; რამდენადაც ჩვენ ადამიანები, ყველა გვესაჭიროება დახმარება. დღეს მე, ხვალ თქვენ მაგრამ ეს საჭიროება არ არის ერთის უსუსურობის და მეორის ძლიერების აღმნიშვნელი. უმწეობა გარდამავალი მდგომარეობაა, საკუთარ ძალებზე დგომა და მოძრაობა კი პერმანენტული და მაინც უმწეოს ღარიბისა და უცხოს სიყვარული საწყისია ძმური სიყვარულისა . გიყვარდეს ადამიანი ეს არის დიდი მიღწევა. ცხოველსაც უყვარს თავისი შთამომავლობა და ზრუნავს მასზე.

ეროტიული სიყვარული
ძმური სიყვარული არის სიყვარული თანასწორთა შორის; დედობრივი სიყვარული – უმწეოსადმი ამ ორ ფორმას დიდი განსხვავების პარალელურად საერთო ნიშან-თვისებაც აქვთ: არც ერთი მათგანი არ არის შეზღუდულად განსაზღვრული მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ. თუ მე მიყვარს ჩემი ძმა, მიყვარს სხვა ძმანიც. თუ მე მიყვარს ჩემი შვილი -მიყვარს სხვა შვილებიც; მეტიც, მიყვარს ყველა ბავშვი, ვინც ჩემს დახმარებას საჭიროებს. ამ ორივე ფორმის აბსოლიტურად კონტრასტულია ეროტიკული სიყვარულ; ის არის სწრაფვა სრული შერწყმისკენ, ერთ, სხვა ადამიანთა გაერთიანებისკენ. იგი თავისი ბუნებით არის ექსკლუზიური, არაუნივერსალური; და ალბათ სიყვარულის ყველა სახეობათა შორის ყველაზე მეტად მაცდუნებელი.

პირველ რიგში, მას ხშირად ურევენ სიყვარულის ფეთქებად განცდაში. ორ უცნობს შორის არსებული ბარიერების მოულოდნელ ნგრევაში. მაგრამ, როგორც აქამდე ითქვა, უცაბედი სიახლოვის განცდა ხშირად ვერ ცოცხლობს. მას შემდეგ, რაც მეორე ადამიანის ინტიმური მხარე ნაცნობი ხდება, ბარიერები აღარ საჭიროებს გადალახვას, მაშასადამე უეცარი სიახლოვის განცდაც ქრება. „საყვარელი“ ადამიანი იმდენადვე ნაცნობია, რამდენადაც საკუთარი თავი. ან ალბათ სჯობს ვთქვა, იმდენადვე უცნობი. სხვა ადამიანის შეცნობა უფრო სიღრმისეული რომ იყოს, ერთს რომ შეეძლოს მეორის უსაზღვრობის აღქმა, ის არასდროს გახდებოდა ამდენად ჩვეულებრივი, ხოლო ბარიერების გადალახვის სასწაული – ყოველდღიური. თუმცა ადამიანთა უმეტესობისთვის საკუთარი პიროვნება, ისევე როგორც სხვა, უცებ ამოიხსნება და ამოიწურება. მათთვის სიახლოვე მყარდება უპირველესად სექსუალური კონტაქტის საშუალებით. ვინაიდან ისინი გრძნობენ მეორე ადამიანის განცალკევებულობას უმთავრესად ფიზიკურ დონეზე. ფიზიკური გაერთიანება მათთვის განცალკევებულობის დაძლევის ტოლფასია.

სექსუალური ლტოლვა მიისწრაფვის შერწყმისკენ და არავითარ შემთხვევაში არ გახლავს მხოლოდ ფიზიკური მადა, მიდრეკილება, გათავისუფლება მტკივნეული დაძაბულობისგან. თუმცა სექსუალური სურვილები შეიძლება სტიმულირებული იყოს მარტოობით, დიდების მოყვარულობით, ტკივილის მინიჭების ან სულაც განადგურების სურვილით. ჩანს რომ სექსუალური წყურვილი ადვილად ერწყმის ან სულაც წარმოიშობა ნებისმიერი სხვა ძლიერი ემოციისგან. სიყვარული მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი გრძნობათაგანია. ვინაიდან სექსუალური ლტოლვა ადამიანთა უმეტესობისთვის დაწყვილებულია სიყვარულის იდეასთან, ისინი ადვილად ცდებიან და მიაჩნიათ, რომ უყვართ ერთმანეთი, მაშინ როდესაც უბრალოდ ფიზიკურად ელტვიან ერთმანეთს. სიყვარულს შეუძლია შთააგონოს სექსუალური გაერთიანების სურვილი. ამ შემთხვევაში ფიზიკური სიახლოვე მოკლებულია სიხარბეს.

ეროტიკულ სიხარბეს ახასიათებს ექსკლუზიურობა, რომელიც არ გვხვდება ძმურ ან დედობრივ სიყვარულში. აღნიშნული ტიპის ხასიათი ამართლებს მომდევნო განხილვას. ხშრად ამ ექსკლუზიობის არასწორი ინტერპრეტაციაა მესაკუთრეობრივი მიჯაჭვულობა. ხშირად შეიძლება შეგხვდეს „შეყვარებული“ წყვილი, რომელთაც არ გააჩნიათ სიყვარული სხვათა მიმართ. მათი სიყვარული მართლაც რომ არის ეგოიზმი -adeux ეს არის ორი ადამიანი, რომლებიც თავს ერთმანეთთან აიგივებენ და რომლებიც განცალკევებულობის პრობლემას ერთი ინდივიდის გაორებით ხსნიან. მათ უკვე აქვთ განცალკევებულობისგან თავის დაღწევის გამოცდილება, მაგრამ ვინაიდან ისინი გამოყოფილნი არიან დანარჩენი კაცობრიობისგან, ისინი რჩებიან განცალკევებულნი საკუთარ თავთან.

ეროტიკულ სიყვარულს თუ ის ნამდვილია, აქვს ერთი წინაპირობა. მე მიყვარს ჩემი არსებიდან – და შევიგრძნობ მას თავისი არსების სიღრმით. არსით ყველა ადამიანი იდენტურია. ჩვენ ყველა ნაწილი ვართ ერთის; ჩვენ ვართ ერთნი. აქედან გამომდინარე სულერთი უნდა იყოს ის, თუ ვინ გიყვარს. სიყვარული არსებითად უნდა იყოს ნებაყოფლობითი ქმედება, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მთლიანად მივუძღვნა ჩემი ცხოვრება სხვას. ქორწინების ურღვევობის უკან, რა თქმა უნდა, სწორედ ეს რაციონალური მოსაზრება დგას, ისევე როგორც ტრადიციული ქორწინების უამრავი ფორმის უკან, სადაც პარტნიორები არ ირჩევენ ერთმანეთს, არამედ შეირჩევიან ერთმანეთისთვის და შემდგომ მათგან მოელიან ორმხრივ სიყვარულს. დასავლურ კულტურაში მსგავსი იდეოლოგია არასწორად მიიჩნევა. სიყვარული უნდა იყოს ნაყოფი სპონტანური, ემოციური რეაქციისა, დაუძლეველი სურვილით უეცარი შეპყრობა. ამ გადმოსახედიდან, ადამიანი ხედავს მხოლოდ განსაკუთრებულობას ორი ინდივიდისა – და არა ფაქტს, რომ ყველა მამაკაცი ადამიანის ნაწილია, ხოლო ქალი – ევასი. პირი უარს ამბობს დაინახოს ეროტიკული სიყვარულის მნიშვნელოვანი ფაქტორები: გადაწყვეტილება, განსჯა, პირობა. სიყვარული მხოლოდ რომ ყოფილიყო, უსაფუძვლო იქნებოდა ერთმანეთის სამარადისო პირობის მიცემა. გრძნობა მოდის და ის შეიძლება წავიდეს. როგორ შეიძლება დავუშვა, რომ ის იქნება მუდმივი. მაშინ, როდესაც ჩემი ქმედება არ ითვალისწინებს მსჯელობასა და გადაწყვეტილებას?

ამ მოსაზრებათა გათვალისწინებით, შეიძლება იმ დასკვნამდე მისვლა, რომ სიყვარული მხოლოდ ნებაყოფლობითი და ვალდებულებებთან დაკავშირებული ქმედებაა და ორი პირის ვინაობას ფუნდამენტური მნიშვნელობა არა აქვს. განურჩევლად იმისა, იქნება ქორწინება დაგეგმილი სხვათა მიერ, თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგი. მას შემდეგ, რაც ქორწინება შედგება, ნებითმა ქმედებამ უნდა განაპირობოს სიყვარულის გაგრძელება. ეს მოსაზრება უგულებელყოფს ადამიანური ბუნებისა და ეროტიკული სიყვარულის პარადოქსულ ხასიათს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ- თუმცა თითოეუი ჩვენგანი უნიკალური, განუმეორებელია. ურთიერთობაშიც იგივე პარადოქსი მეორდება. რადგან ერთნი ვართ, გვაქვს ერთნაირი ძმური სიყვარულის უნარი ყველასადმი. მაგრამ რადგან ამავდროულად ვართ განსხვავებულნიც, ეროტიკული სიყვარული საჭიროებს , კონკრეტულ სპეციფიკურ, ძლიერ ინდივიდუალურ ელემენტებს, რომლებიც არსებობს ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა ადამიანს შორის.

ორივე მოსაზრება, ის, რომ ეროტიკული სიყვარული სავსებით ინდივიდუალური მიზიდულობაა ორ კონკრეტულ პირს შორის, ისევე როგორც აზრი იმის შესახებ, რომ ეროტიკული სიყვარული სხვა არაფერია თუ არა ნებითი ქმედება – მართალია. ან უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა, რომ არც ერთი მათგანი არ არის ჭეშმარიტი. მაშასადამე იდეა იმის შესახებ, რომ ურთიერთობა ადვილად უნდა დაიშალოს, თუ ერთი პირი წარუმატებელია, ისევე არასწორია, როგორც იდეა ურთიერთობის აბსოლიტური ურღვევობის შესახებ.

წყარო:
ერიხ ფრომი – “სიყვარულის ხელოვნება”

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81
მსგავსი სტატიები
ერიხ ფრომიურთიერთობის ფსიქოლოგია

ერიხ ფრომი - სიყვარული მშობელსა და შვილს შორის

შვილი, დაბადების მომენტში იგრძნობდა სიკვდილის შიშს, მოწყალე ბბუნებას რომ არ დაეცვა ის დედასთან განშორებით გამოწვვეული შფოთვისა და საშოში არსებობბის ცნობიერის აღქმისგან. დაბადების შემდეგაც, ჩვილი ოდნავ თუ განსხვავება იმისგან, რაც იყო დაბადებამდე; ის ვერ აღიქვამს საგნებს საკუთარ თავსა და სამყაროს- თავის გარშემო. ერთადერთი, რასაც ის გრძნობს, სითბო და საკვებით გამოწვეული პოზიტიური შეგრძნებებია, თუმცა მას ჯერ კიდევ ძალუძს განასხვავოს სითბო და საზრდო წყაროსგან, რომლისგანაც იღებს ამ ყოველივეს, ანუ დედისგან. დედა სითბოა დედაა- საკვებიც. დედა სიამოვნებისა და დაცულობის ეიფორიული მდგომარეობაა; ნარცისისტული მდგომარეობა – ფროიდისეულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ. გარე რეალობა, პიროვნებები და ნივთები ატარებენ მხოლოდ ორგვარ მნიშვნელობას: არიან სხეულის შინაგანი მდგომარეობისთვის სიამოვნების მომტანნი, ან გამაღიზიანებლები. რეალურია მხოლოდ ის, რაც არის შიგნით; ხოლო, გარეთ არსებულის რეალურობა განისაზღვრება არა მისი პირადი ნიშან- თვისებების, არამედ მხოლოდ ჩემი საჭიროებების მიხედვით.

როდესაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, მას უკვე შეუძლია აღიქვას გარემო ისეთად, როგორიც ის არის; ნელ-ნელა ხდება კვებით მიღებული სიამოვნებისა და დედის მკერდის აღქმის განცალკევება. საბოლოო ჯამში, ბავშვი ახერხებს წყურვილის, ნოყიერი რძის, მკერდისა და დედის ორგანიზებად აღქმას. ის სწავლობს მიიღოს მრავალი რამ, როგორც სხვადასხვაა, განცალკევებულად აღებული საგანი. ამ დროს იწყებს მათთვის სახელების დარქმევას. ამავდროულა სწავლობს მათდამი მოპყრობას; იგებს რომ ცეცხლი ცხელი და მტკივნეულია, დედის სხეული თბილი და სასიამოვნო, ხე მყარი და მძიმე, ქაღალდი თხელია და შესაძლებელია მისი დახევა. ის სწავლობს, როგორ მოექცეს ხალხს, რომ დედა გაუღიმებს, როცა ის შეჭამს ხელში აიყვანს. ყველა ეს გამოცდილება კრისტალიზრდება და ერთიანდება შემდგომში: მე ვუყვარვარ. მე ვუყვარ იმიტომ, რომ მე დედის შვილი ვარ.

რვაწელიწად- ნახევრიდან ათწლამდე ბავშვების უმეტესობისთვის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი იყვნენ საყვარლები – ისეთები როგორებიც არიან. ბავშვს ამ ასაკამდე არ უყვარს ის მხოლოდ პასუხობს სიყვარულზე მადლიერებითა და სიხარულით. განვითარების ამ საფეხურზე კი ახალი ფაქტორი იჩენს თავს: უცხო გრძნობა სიყვარულის წარმოქმნისა – ქმედებით. ბავშვი პირველად განიზრახავს გაცემას- დედისთვის, რამის შექმნას მაგ ლექსის. პირველად მის ცხოვრებაში სიყვარულის იდეა ტრანსფორმირდება, შეგრძნებიდან „ვუყვარვარ-სიყვარულამდე“, როგორც ქმედებამდე ან მნიშვნელობას იცვლის ამ საწყისი წერტილიდან მომწიფებულ სიყვარულამდე უამრავი წელიწადია.

სიყვარულის უნარს მჭიდროდ უკავშირდება სასიყვარულო ობიექტის ჩამოყალიბება ბავშვის ცხოვრების პირველი თვეები და წლები ეს ის პერიოდია, როდესაც პატარა ყველაზე მეტადა დედაზე მიჯაჭვული, ეს მიჯაჭვულობა იწყება დაბადების მომენტამდე, როდესაც დედა და შვილნი ერთნი, თუმცა ამავდროულად ორნი არიან. დაბადება ცვლის სიტუაციას განსაზღვრული კუთხით, თუმცა არც იმდენად ძლიერ, როგორც ეს ზედაპირულად ჩანს. ჩვილი რომელიც ახლა საშოს გარეთაა, კვლავ მთლიანად დამოკიდებულია დედაზე თუმცა ის ყოველდრიურად ხდება უფრო და უფრო დამოკიდებული; სწავლობს სიარულს, ლაპარაკს; ურთიერთობა დედასთან კარგავს სასიცოცხლო მნიშვნელობას და სანაცვლოდ დამოკიდებულება მამასთან ხდება მეტად აქტიური.

იმისთვის რათა გავაანალიზოთ ეს ძვრა დედიდან მამამდე, აუცილებელია გავითვალისწინოთ ძირეული განსხვავებები დედობრივი და მამობრივი ხასიათებს შორის. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დედობრივ სიყვარულზე, რომელიც თავისი ბუნებით უპირობოა. მე ამავდროულად განვიხილავ მამობრივ და დედობრივ პრინციპებს, რომლებიც გამოხატულია სწორედ მამობრივ და დედობრივ ადამიანებში. უპირობო სიყვარული პასუხობს ერთ-ერთ ყველაზე სიღრმისეულ წადილს არა მარტო ბავშვებში, არამედ თითოეულ ადამიანში; ამის საპირისპიროდ იყო საყვარელი დამსახურების მიხედვით, ყოველთვის აღძრავს ეჭვს: იქნებ მე ვერ შევძელი სიამოვნება მიმენიჭები იმისთვის, ვისაც მინდა რომ ვუყვარდე? და ასე შემდეგ. ყოველთვის არსებობს შიში, რომ სიყვარული შეიძლება გაქრეს.

ურთიერთდამოკიდებულება მამასთან საკმაოდ განსხვავებულია. დედა ფუძეა, საიდანაც მოვდივარ, ის ბუნებაა, მიწაა, ოკეანეა: მამა არ წარმოადგენს ასეთ ბუნებრივ სამყოფელს, ამას ცოტა თუ აკავშირებს ბავშვთან სიცოცხლის პირველ წლებში და შვილისთვის მისი მნიშვნელობა ადრეულ წლებში არ შეიძლება შევადაროთ დედისას, იმ შემთხვევაში როდესაც მამა არ წარმოადგენს ბუნებრივ სამყაროს, იგი ადამიანურ არსებობის მეორე პოლუსად იქცევა – ფიქრისა და აზროვნების სამყაროს, კანონისა და წესრიგის, დისციპლინის, მოგზაურობისა და თავგადასავლის სამყაროს. მამა არის ის ვინც ასწავლის ვინც აჩვენებს შვილს ამ სამყაროსკენ მიმავალ გზას.
მშობელთა დამოკიდებულებები ბავშვისადმი შეესაბამება ბავშვისვე საჭიროებებს. ახალშობილს სჭირდება მშობლის სიყვარული და მზრუნველობა. როგორც ფიზიოლოგიურად ასევე ფსიქოლოგიურადაც. 6 წლის შემდეგ კი მას უკვე ესაჭიროება მამამისის სიყვარული, მისი ავტორიტეტი და წინააღმდეგობა. მამამის ფუნქცია ასწავლოს და გაუმკვლავდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ის საზოგადოება დააყენებს, სადაც დაიბადა. საუკეთესო შემთხვევაში, დედის სიყვარული არ ცდილობს ბავშვის ზრდისთვის ხელის შეშლას არ აქეზებს მის დაუცველობას.

ნერვოზული განვითრების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი რომ ბიჭს ჰყავს მოსიყვარულე, მაგრამ ზედმეტად შემწყნარებელი ან ზედმეტად მბრძანებლური დედა ან მამა. ასეთ შემთხვევაში ის დარჩება დედობრივ მიჯაჭვულობის ადრეულ სტადიაზე და ჩამოყალიბდება ადამიანად, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია დედის ფიგურაზე. თავს იგრძნობს უსუსურად, ექნება ისეთი მოთხოვნილებები როგორიცაა: მიღების დაცულობის, მოვლის სურვილი. ასეთ პირს აკლია მამობრივი თვისებები, დისციპლინა დამოუკიდებლობა, საკუთარი ცხოვრების თავად წარმართვის უნარი. მან შეიძლება ეძებოს „დედა“ ყველგან. ზოგჯერ ქალებში და ზოგჯერაც ზემდგომ გავლენიან, ძალაუფლების მქონე მამაკაცებში. მეორე მხრივ, თუ სხავადასხვაგვარ შეთხვევასთან გვაქვს საქმე, ანუ თუ დედა ცივია უყურადღებო და მბრძანებლური ბავშვმა შეიძლება გადაამისამართოს დედობრივი უსაფრთხოების შეგრძნების მოთხოვნილება მამისკენ. ასეთ დროს საბოლოო შედეგი ძალზე წააგავს წინას ან შესაძლებელია ამგვარი განვითარებაც: ბავშვი ყალიბდება რადიკალურად მამაზე ორიენტირებული, სრულად კანონისა და წესრიგის მორჩილად, ვისაც სრულებით არ შეუძლია მიიღოს ან გასცეს უპირობო სიყვარული. ასეთი განვითარება კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, თუ მამა ავტორიტალური ფიგურაა და შვილზე ძლიერა მიჯაჭვული ყველა ამ ნევროზული განვითარების ფორმის მთავარი მახასიათებელი ისაა, რო ერთ-ერთი მხარე, დედობრივი ან მამობრივი განიცდის კრახს – და ეს არის მიზეზი უფრო მწვავე ნევროზული განვითარებისა – ხდება დედისა და მამის როლების არევა, როგორც გარეგნულად, სხვა ადამიანებთან დამოკიდებულებაში, ისე შინაგანად. შემდგომმა კვლევა შეიძლება აჩვენოს რომ ნერვული აშლილობის ზოგიერთი ტიპი როგორიცაა მაგალითად, აკვიატებული მდგომარეობათა ნევროზი – მეტწილად მამისადმი ცალმხრივი მიჯაჭვულობის ფონზე ვითარდება. მაშინ როდესაც ისტერია ალკოჰოლიზმი, საკუთარი უფლებების დაცვის, ცხოვრების რეალური აღქმის უნარის არქონა და დეპრესიები დედისადმი.

წყარო:
ერიხ ფრომი – “სიყვარულის ხელოვნება”

გაგრძელება