გვანცა ჩიქოვანი – ABA თერაპევტი
რას ვგულისხმობთ როდესაც ვამბობთ რომ ბავშვს აქვს რთული ქცევა? რა სიტუაციაში ვლინდება იგი და რა არის მაპროვოცირებელი ფაქტორები?
რთულია ქცევა როცა ბავშვი უარყოფს საზოგადოო=ების მიერ დაწესებულ ნორმებს და არ იქცევა მათ შესაბამისად, არის აგრესიული საკუთარი თავის და სხვების მიმართ . ეს შეიძლება გამოხატული იქნას როგორც ვერბალური ისე არავერბალური გზებითაც. მაგალითად:
- ყვირილი;
- ტანტრუმი;
- კბენა;
- დარტყმა;
- ნივთების გაზიარების სირთულე.
შეიძლება ვიფიქროთ რომ ისინი ჯიუტი, გათამამებული ბავშვები არიან და მათ მიმართ უმეტესად გვიჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება. მშობლების გარკვეული კატეგორია ბავშვის აგრესიის ჩასაქრობად ისევ აგრესიას მიმართავს, რომელიც დასჯაში გამოიხატება .ვფიქრობ თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს დასჯის ის ფორმები რომლებსაც, ზოგიერთი მშობელი დღემდე იყენებს მაგალითად : ყვირილი დამამცირებელი სიტყვები, კუთხეში დაყენება და სამწუხაროდ ფიზიკური შეხებაც.
მათი აზრით ეს მეთოდი თავიანთი შვილისთვის სასიკეთოა რადგან ისინი აღარ გაიმეორებენ მსგავს ქცევებს. მაგრამ კვლევებმა აჩვენა რომ ამგვარი მიდგომა არათუ აქრობს ქცევებს არამედ უფრო აღვივებს მათ და ბავშვს უფრო დაუმორჩილებელს ხდის.
სანამ დავიწყებთ იმაზე ფიქრს რომ ეს უბრალოდ ბავშვის რთული ხასიათია დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენ ხომ არ დავასწავლეთ ჩვეუნდაუნებურად მსგავსი ფორმით სასურველის მიღება? ყველა ქცევას აქვს თავის ლოგიკური ახსნა და გამომწვევი გარემო პირობები. მაგალითად, თუ ბავშვმა ერთხელ მაინც მიიღო თავისთვის სასურველი რთული ქცევით, მეტად სავარაუდოა რომ განუმტკიცდება და მსგავსად დაისწავლის სასურველის მიღებას, თუ ბავშვმა თქვენთან კონტაქტის დროს გაუცნობიერებლად დაგარტყათ თქვენ კი ამაზე გაგეღიმათ ან რაიმე ფორმით დადებითი ემოცია გამოიხატეთ, ის ჩათვლის რომ ეს თქვენ მოგწონთ და ამ ქცევის განხორციელებას ხშირად ეცდება. არის შემთხვევები როდესაც ბავშვს აქვს ვერბალური კომუნიკაციის სირთულე, ვერ აგებინებს მშობელს (და არა მარტო) რა უნდა, რაც იწვევს მის გაღიზიანებას იგი ხშირად მიმართავს არასასურველ ქცევას რათა მოხდეს მისი სურვილის დაკმაყოფილება.
მშობლები ხშირად გაუცნობიერებლად დაასწავლიან ბავშვებს რთულ ქცევებს .
ოჯახის წევრები ბავშვისთვის ის პიროვნებები არიან რომლებმაც მათ უნდა დაურეგულირონ და ასწავლონ საზოგადოებაში მოქცევის ნორმები, სწორი ფორმით მოთხოვნა სასურველისა . ბავშვები მუდმივად ცდილობენ მოგვბაძონ და მოიქცნენ ისე როგორც ჩვენ მოვიქცეოდით. თუ ბავშვში რამის შეცვლა გვინდა და ეს არ გამოგვდის უპირველესად ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ, აუცილებელია რომ ნათლად გამოვხატოთ ჩვენი რეაქცია ნებისმიერ მოქმედებაზე (როგორც დადებითზე ისე უარყოფითზე) რათა ბავშვმა ისწავლოს კარგისა და ცუდის კომპენსირება.
როგორ უნდა მოვიქცეთ ტანტრუმის დროს?
მშობლები ხშირად მოგვმართავენ ამ პრობლემით. ტანტრუმი ემოციების ამოხეთქვაა, ბრაზით დაღლით და იმედგაცრუებით გამოწვეული. ბავშვი ამ დროს შეიძლება იატაკზე გაწვეს ფეხების ბაკუნი დაიწყოს და გალურჯებამდე იტიროს, ნუ ღელავთ ის აუცილებლად ამოისუნთქავს . როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს ?
-გადაატანინეთ ყურადღება სხვა რამეზე, ეფექტური მეთოდია დასაწყისში, შეგიძლიათ შესთავაზოთ :
- საგნების დათვლა;
- ფერების ჩამოთვლა;
- სუნთქვითი ვარჯიშები.
ესაუბრეთ მშვიდად, მშვიდი ხმის ტონმა შეიძლება ბავშვი დაამშვიდოს და აგარიდოთ ეს სიტუაცია. ასეთ ვითარებაში კარგია:
- თანავუგრძნოთ მას ვუთხრათ, გვესმის რომ დაღლილია, მოვუბოდიშოთ და შევაქოთ რომ ასე კარგად უმკლავდება ამ სიტუაციას;
- ვიცავთ უსაფრთხოების ნორმებს;
- ვრწმუნდებით რომ მისი ქცევებით არ იზიანებს თავს და არ აზიანებს გარემოს და მხოლოდ ამის შემდეგ ვაიგნორებთ ქცევას;
- ვარიდებთ ბავშვთან თვალით კონტაქტს;
- არავითარ შემთხვევაში არ ვეხუტებით;
- არ ვეფერებით, (რომ არ მოხდეს წახალისება).
როცა ბავშვი დამშვიდდება, არ უსაყვედუროთ და არ მისცეთ შენიშვნა. მის ამგვარ საქციელს არნაირი წახალისება არ უნდა მოჰყვეს (არც პოზიტიური და არც ნეგატიური)
. ბავშვმა ძალიან კარგად იცის რამდენი ენერგიის დახარჯვა უღირს კონკრეტულ რამედ.
როცა ის ვერ მიიღებს მისთვის სასურველს, ქცევა იწყებს ჩაქრობას და გადადის ლატენტურ ფაზაში რაც გულისხმობს იმას რომ ბავშვი მოთხოვნას თქვენთვის სასურველი ფორმით სწავლობს.
რაც შეეხება აგრესიას, როდესაც ბავშვი ხელს გვირტყამს თუნდაც ‘ ხუმრობით’ ვაჩერებთ ყველანაირ აქტივობას და აშკარად ვაჩვენებთ რომ ამ ფაქტმა გაგვაბრაზა და გული გვატკინა. ვუყურებთ ბავშვს თვალებში და ვეუბნებით: არ დამარტყა ეს მე მტკენს, მე შენ არ გირტყამ და შენგანაც იგივეს ველი. აქაც არ ვუღიმით და არ ვეხუტებით, გაბრაზება მისთვის თვალსაჩინო უნდა იყოს.
როცა ბავშვები ყვირილით ითხოვენ რაიმე ნივთს ან თუნდაც ყურადღებას, ვუყურებთ მას და ვეუბნებით: სანამ მშვიდად არ მეტყვი რა გინდა სამწუხაროდ ვერ მიიღებ შენთვის სასურველს და იქამდე ვაგრძელებთ დაიგნორებას სანამ არ შეწყვეტს ყვირილს.
ასევე ხშირია როცა ბავშვი მაღაზიაში შეყვანისას ბევრ ნივთს იღებს და მშობელს ‘აიძულებს’ ყველაფრის შეძენას,
როგორ ვიქცევით ამ დროს?
პირველ რიგში სანამ მაღაზიაშინ შევიყვანთ ბავშვთან ვდებთ შეთანხმებას, ვუთანხმდებით რომ ჩვენ ვუყიდით ერთ მისთვის სასურველ ნივთს, მაგრამ თუ მეორესაც მოინდომებს მაშინ ორივე ნივთს დადებთ და მაღაზიიდან გამოიყვანთ.
იყავით ბავშვებთან გულახდილნი თუ მატერიალური პრობლემა გაქვთ აუხსენით რომ ამის გამო არ შეგიძლიათ მეორე ნივთის შეძენა. როცა ამ შეთანხმებას ზედმიწევნით შეასრულებთ ბავშვი იწყებს თქვენთან მოლაპარაკებას .
საბოლოო ჯამში რთული ქცევა თან სდევს ბავშვის განვითარების ეტაპებს . მშობლები განსაზღვრავენ იმას თუ რას დაისწავლიან ბავშვები, არის თუ არა არასასურველი ქცევა სასურველის მიღების განმაპირობებელი. დროთა განმავლობაში მშობლებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს საზოგადოებასთან ადაპტაცია და მინიმუმამდე დაიყვანონ აგრესიული ქცევები, ეს რჩევებიც შემდეგს ემსახურება. წარმატებები მომავალო და აწ უკვე მშობლებო