ემოციური ინტელექტი (EQ)

რა არის ემოცია და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი იდენტიფიცირება

ემოციას იკვლევს ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია. დიდი ხნის განმავლობაში, მეცნიერებს არ შეეძლოთ ერთნაირი დეფინიცია მიეცათ ემოციისთვის, ვერ ახერხებდნენ მათ ერთნაირ კლასიფიკაციას.

დღევანდელი განმარტებით, ემოცია ცნობიერი გონებრივი რეაქციაა, რომელიც სუბიექტურად, როგორც ძლიერი გრძნობა ისე განიცდება, ყოველთვის ყავს ობიექტი და სხეულში ფიზიოლოგიურ და ქცევით თვისებებს იწვევს. ემოციები განსხვავდება ერთმანეთისგან: თვისებით, რაოდენობით, სიღრმით, ხანგრძლივობით, ინტენსიურობით, გააზრებით, გენეტიკური წარმოშობით, სირთულით, გამომწვევი პირობებით, ფუნქციებით, ორგანიზმზე ზემოქმედებით. ფსიქიკური პროცესებით, რომლებთანაც ისინია დაკავშირებული.

ბევრი ადამიანი ემოციას და გრძნობას ერთმანეთთან აიგივებს, თუმცა ემოცია შედარებით უფრო რთული პროცესებისგან წარმოიქმნება, ის სხეულებრივი და მენტალური ცვლილებების რთული პატერნია, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აღზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევით რეაქციებს და პიროვნულად მნიშვნელოვნად აღქმულ სიტუაციებზე საპასუხოდ ჩნდება. იმისათვის, რომ ნათელი გახდეს რისთვის არის საჭირო ყველა ეს კომპონენტი, წარმოვიდგინოთ, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. თქვენი ფიზიოლოგიური აღზნება გამოიხატება მშვიდ გულისცემაში, თქვენი გრძნობა იქნება დადებითი.

ემოციასთან დაკავშირებული კოგნიტური პროცესები მოიცავს ინტერპრეტაციებს, მოგონებებსა და მოლოდინებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ განვსაზღვროთ სიტუაცია , როგორც ბედნიერი. თქვენი თვალსაჩინო ქცევით რეაქცია შესაძლოა იყოს ექსპრესიული-ღიმილი, ან ქცევითი-საყვარელ ადამიანთან ჩახუტება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ემოცია ჩვენი პასუხია სტიმულზე. ჩარლზ დარვინი დაინტერესებული იყო ემოციის ადაპტური ფუნქციით და მივიდა ვარაუდამდე ,რომ ადამიანებს ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ერთნაირი გამოცდილებები აქვთ და განმეორებად სიტუაციებთან გასამკვლავებლად არის მოცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გარკვეული ტიპის ემოციური რეაქცია, მაგალითად, სახის ერთგვაროვანი გამომეტყველება შესაძლებელია ადამიანის ყველა წევრთან აღმოცენდეს, როგორც ახალშობილებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში.

არსებობს 7 ბაზისური ემოცია. ბედნიერება, გაოცება, ბრაზი, ზიზღი, შიში, სევდა, სიძულვილი.

ემოციური ექსპრესიები.

ემოციური ბუნების წამყვან მკლევარად ითვლება პოლ ეკმანი. ყველა ადამიანის ,,სახის ენა“ გარკვეულწილად ემთხვევა ერთმანეთს. ეკმანმა და მისმა თანამოაზრეებმა დაადასტურეს, რასაც ჯერ კიდევ დარვინი ვარაუდობდა, რომ ემოციური ექსპრესიების გარკვეული ნაწილი ადამიანის ნაწილისთვის უნივერსალურია.

სცადეთ და ამოიცანით შემდეგი ემოციები

ემოციის სწორად ამოცნობა გვეხმარება ემპათიურობაში, როცა ვიცით რას გრძნობს შეგვიძლია პასუხიც შესაბამისი გავცეთ.

ემოციების ექსპრესიებზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა კულტურაში ემოციური ექსპრესიები სხვადასხვანაირადაა გამოხატული.

ემოციის გამოხატვის განსხვავებულ სტანდარტებს სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანებს შორის გაუგებრობის წარმოშობა შეუძლია.

პასუხი : ბედნიერება (1) გაოცება (2) ბრაზი (3) ზიზღი (4) შიში (5) სევდა (6) უკმაყოფილება (7)

რატომ არის ემოციის გამოხატვა მნიშვნელოვანი ?

ადამიანის ტვინი მუდმივად ამუშავებს გარემოდან მიღებულ ემოციას და ინახავს გამოცდილების სახით. ნებისმიერი გარე მიმდინარე მოვლენა, სუბიექტური აღქმის და გადამუშავების საგნად შეიძლება იქცეს. ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც მუსიკა კონკრეტულ გარემოს გვახსენებს, ან ადგილი- რაიმე ისტორიას. ამ დროს ჩვენში შენახულია წარსულის გამოცდილებები, რომლებიც თავის დროზე ემოციის სახით შემოვიდა. ხანდახან განვიცდით ,,არასასურველ“ ემოციებს, ეს იმის ბრალია, რომ კონკრეტულ მომენტში ჩვენმა ტვინმა გარკვეული სტიმული საფრთხედ აღიქვა, გადაამუშავა და შეინახა. იმისთვის, რომ ეს ემოციები გავიგოთ, აუცილებელია მათ სწორად შევურჩიოთ სახელი. რაც გვეხმარება განვსაზღვროთ რას ვგრძნობთ. ემოციური ლექსიკონის მრავალფეროვნება გვეხმარება იდენთიფიკაციაში, ხოლო როდესაც ვიცით რასთან გვაქვს საქმე და არ გავურბივართ პრობლემებს, ვიწყებთ მის გადაჭრაზე ფიქრს და მთელ ენერგიას ამ მიმართულებით მივმართავთ.

განვიხილოთ ორი სიტუაცია.

დღის განმავლობაში მოხვდით თქვენთვის არასასიამოვნო სიტუაციაში, რომელმაც გაგაღიზიანათ.

  • შეიძლება იფიქროთ, რატომ თქვა მან ეს და მისცეთ საშუალება ამ ფიქრს მთელი დღის განმავლობაში ცუდ ხასიათზე იყოთ
  • გაიფიქროთ -(არ ვაპირებ ამ ფიქრს მთელი დღე გავაფუჭებინო)

შეიძლება იფიქრეთ, რომ მეორე შემთხვევაში რეაქცია უფრო ,,ჯანსაღია“, სინამდვილეში კი მნიშვნელოვანია მიხვდეთ რას გრძნობთ, დაარქვათ სახელი და იცოდეთ, რომ როდესაც ბრაზდებით ნორმალურია, ეს საშუალებას გვაძლევს:

  • დავინახოთ პრობლემა
  • ვიზრუნოთ მის მოგვარებაზე
  • გავათავისუფლოთ უარყოფითი ემოციებისგან საკუთარი თავი
  • შევამციროთ შფოთვა
  • შევიმსუბუქოთ დეპრესია

მაშინ, როდესაც ემოციების გამოხატვას ვერ ვახერხებთ, გვიწევს მათი დაბლოკვა, რომელიც ჩვენში შფოთვებს, დეპრესიას, ფრუსტრირებას იწვევს. ამ დროს ტვინი იღებს ინფორმაციას, რომ საფრთხეშია, ეს ხდება მაშინ, როდესაც ემოციას ვმალავთ და ვცდილობთ პრობლემის გადაჭრის მაგივრად დავმალოთ ან ყურადღება არ მივაქციოთ.

ფიზიოლოგიურად ეს შემდეგნაირად გამოიხატება: იზრდება გულისცემა, ნელდება საჭმლის მომნელებელი ფუნქციონირება. ვშფოთავთ და ვცდილობთ შევეგუოთ გარემოს, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად მისაღებია. რისი რესურსიც იმ წამს შეიძლება არ გვქონდეს ან არ გვინდოდეს მისი გამოყენება. სინამდვილეში კი ,უბრალოდ შეგვიძლია მივიღოთ, გადავჭრათ და გავუშვათ ის. ამ დროს სტრესი იკლებს და ემოციურადაც კარგად ვგრძნობთ თავს. გავარკვიეთ, რომ ემოციის გამოხატვა მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცოდეთ რას ვგრძნობთ, დავარქვათ სახელი და გადავჭრათ ეს პრობლემა.

  1. წარმოიდგინეთ სიტუაცია სადაც იგრძენით ეს ემოცია.

მაგალითად : გამოცდაზე

  1. მოახდინეთ იდენტიფიკაცია:

მაგალითად: შიში

  1. როგორ იგრძენით და რამ გაიძულათ ეს ემოცია გეგრძნოთ?

მაგალითად: ეს შეიძლება ყოფილიყო არასაკმარისი მომზადება

  1. რა შეგიძლიათ გააკეთოთ რომ ეს გრძნობა აღარ გქონდეთ ?

გამოცდისთვის ბევრი ვიმეცადინო, დავრწმუნდე რომ საკმარისად მომზადებული ვარ.

მაშასადამე, ჩვენ ვახდენთ შეგრძნების იდენთიფიკაციას, იმას თუ რა ვიგრძენი და რა არის ჩემი პასუხი ამ სიტუაციაზე, რომელმაც ეს არასასურველი შეგრძნება გამოიწვია.

ემოციის ექსპრესიის მხრივ მნიშვნელოვანია კულტურა, თუ როგორ არის ადამიანი მიჩვეული ემოციების გამოხატვას. განასხვავებენ კოლექტიურ და ინდივიდუალურ კულტურებს. ერთ შემთხვევაში წინა პლანზეა ინდივიდის მოთხოვნილებები, მეორეში-კოლექტივის. მაგალითისთვის ერთი ესწრაფვის გადაუდებელ პიროვნულ ჯილდოს, თავისუფლებას, თანასწორობას, პიროვნულ სიამოვნებასა და მრავალფეროვან ამაღლებულ ცხოვრებას , მეორე უპირატეს ღირებულებას ანიჭებს თვითდისციპლინასა და ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებას, მშობლებისა და სხვა უფროსების პატივისცემას, იმიჯის დაცვასა და შრომას შორეული მიზნებისთვის, რომლითაც მთელი ჯგუფი ისარგებლებს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ რომელიმე კონკრეტული ორიენტაცია გავლენას უნდა ახდენდეს ემოციის ექპსრესიაზე.

წყარო

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81