დენდრონში ამოქმედდა covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის პროგრამა.
პირველი შეხვედრის თემაა შიში.
ფსიქოგანათლების პროგრამის – მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქო – სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.
პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ.
პირველი შეხვედრა შედგება შაბათს, 11 აპრილს, 17.00 საათზე.
პროგრამა, რა თქმა უნდა, წარიმართება დისტანციურ რეჟიმში.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაცია: https://drive.google.com/open?id=1Q2NejQtf1fc2KOJnOpLnkwwgd0nsoTjGI6WpGgiTZjw
პროგრამა ხორციელდება დენდრონის საზოგადოებრივი პროექტის, კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ფარგლებში.
პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს გაუძღვებიან დენდრონის საერთაშორისო კლასის ფსიქოთერაპევტები.
პირველ შეხვედრას წარმართავს ნინო კობახიძე.
დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი.
კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.
1. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის მიზნები:
https://dendroni.ge/ka/krizisebis-marthvisa-da-mentaluri-janmrthelobis-mkhardatceris-fsiqotherapiuli-platforma/article/80835-krizisebis-marthvisa-da-mentaluri-janmrthelobis-mkhardatceris-fsiqotherapiuli-platforma
2. კორონავირუსთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის წინაშე წამოჭრილი გამოწვევები:
https://dendroni.ge/ka/krizisebis-marthvisa-da-mentaluri-janmrthelobis-mkhardatceris-fsiqotherapiuli-platforma/article/80828-koronavirusi-rogorc-mentaluri-janmrthelobis-gamotsveva
3. ფსიქოგანათლების უფასო პროგრამა:
https://dendroni.ge/ka/krizisebis-marthvisa-da-mentaluri-janmrthelobis-mkhardatceris-fsiqotherapiuli-platforma/article/81125-shabathi-fsiqoganathlebis-dghea
4. ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმული:
https://dendroni.ge/ka/krizisebis-marthvisa-da-mentaluri-janmrthelobis-mkhardatceris-fsiqotherapiuli-platforma