ცვლილების პარადოქსული თეორია

0

პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ფრედერიკ პერლსს უთანხმოება ჰქონდა ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ დაწესებულებებთან. იგი უკომპრომისოდ ავითარებდა საკუთარ უნიკალურ, არასტანდარტულ მიმართულებას, რაც ხშირად ხდებოდა უთანხმოებისა და კრიტიკის საგანი. ამის მიუხედავად, კონცეფციის სისტემატიზირების კვალ და კვალ  პერლსის გეშტალტთერაპია ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო და უფრო ფართო სეგმენტებს დაუკავშირდა და ჩამოყალიბდა, როგორც პროფესიული პრაქტიკა. ეს განაპირობა არა მხოლოდ იმან, რომ პერლსის მიდგომები შეივსო და განიცადა ტრანსფორმაცია, არამედ იმანაც, რომ სოციალური მსოფლმხედველობა და აქტუალურობის ხარისხი დაუახლოვდა პერლსის იდეებსა და შეხედულებებს.

პერლსის მიუღებლობა სტანდარტული მიდგომების მიმართ  ჩანს მის მიერ ჩამოყალიბებულ ცვლილების თეორიაში. მართალია, პერლსის ცალკეულად არ აღუწერია აღნიშნული მიდგომა და არც სისტემატიზირებული თეორიული ფორმა მიუცა, თუმცა ეს ის პრინციპია, რომელიც იკვეთება მის შრომებში და ჩანს გეშტალტთერაპიის პრაქტიკულ მეთოდებში. პერსის მიხედვით, ცვლილება მოხდება მაშინ, როდესაც ინდივიდი გახდება ის, ვინც რეალურადაა – ცვლილება ნიშნავს გახდე ის ვინც ხარ და არ გქონდეს მცდელობა, გახდე ის, ვინც არ ხარ. ცვლილება არ ხორციელდება იძულებითი მცდელობის საფუძველზე. მცდელობა შეიძლება იყოს ორგვარი – ინდივიდის მიერვე აღმოცენებული და საკუთარი თავისაკენ მიმართული, ან სხვისაგან ნაკარნახევი. ცვლილება რეალურია მაშინ, როდესაც ინდივიდს აქვს ნებისყოფა და ძალისხმევა იქცეს საკუთარი თავის ავთენტურ ვერსიად, მაქსიმალურად შეძლოს კონცენტრირება  მოცემულ მდგომარეობაში.

გეშტალტთერაპია უარყოფს “შემცვლელის’’,“გარდამქმნელის’’ როლს, ემყარება სტრატეგიას წააქეზოს პაციენტი, იყოს იქ სადაც არის და იყოს ის, ვინც არის. სწამს რომ ცვლილება ვერ მოვა მისი განხორციელების იძულებითი მცდელობის საპასუხოდ, დარწმუნებით, არსის წვდომით ან ინტერპრეტაციით. იგი რეალურია ხდება მაშინ, როცა პაციენტი შეწყვეტს კონცენტრირებას, თუნდაც წამიერად, იმაზე, თუ როგორი უნდა, ნაცვლად ამისა მიიღებს საკუთარ თავს ისეთად როგორის ის არის. აუცილებელი ინდივიდმა გაიაზროს, რომ მოცემულ მომენტში, მოცემულ ადგილზე უნდა იყოს, იმისთვის, რომ ჰქონდეს მყარი საყრდენი, რომ შეძლოს მოძრაობა. ის აცნობიერებს რამდენად რთული ან სულაც შეუძლებელია საყრდენის გარეშე მოძრაობის დაწყება.

საკუთარი თავის ავთენტურობის გააზრების გარეშე, მოცემულ დროსა და ადგილას, ცვლილების შესაძლებლობა ვერ იარსებებს. პაციენტი, რომელიც ცვლილების სურვილით მიდის თერაპევტთან, განიცდის სულ ცოტა ორი, დაპირისპირებული ნაწილის კონფლიქტს – თუ ვინ უნდა იყოს ის და ვინ არის რეალურად. გეშტალტთერაპევტი სთხოვს პაციენტს მაქსიმალურად გათავისდეს იმ როლთან, რომელთანაც არასრულადაა იდენტიფიცირებული, პაციენტი მალევე ანაცვლებს არჩეულს როლს მეორეთი.
გეშტალტთერაპევტს სჯერა, რომ “ზედა ძაღლი/“ქვედა ძაღლის’’ დიქოტომია შინაგანად ისედაც არსებობს პაციენტში, მაშინ, როდესაც პიროვნების ერთი მხარე ცდილობს მეორეს ჩანაცვლებას. თერაპევტმა უნდა დაიცვას პაციენტი იმისაგან, რომ იგი არა ჩაიკეტოს რომელიმე რადიკალურ როლში, ამისათვის იგი ურჩევს პაციენტს მიიღოს თითოეული როლი, როგორც მისი ნაწილი.

ამ მიდგომისაგან განსხვავებით, ანალიტიკოსი თერაპევტი იყენებს ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა სიზმრები, თავისუფალი ასოციაციები, ინტერპრეტირება, იმისთვის რომ ცვლილების წინაპირობას მიაგნოს, ბიჰევიორისტი თერაპევტი არასასურველი ქცევის შეცვლისათვის და ადაპტური ქცევის გასამყარებლად  წახალისების ან დასჯის  მეთოდებს მიმართავს, გეშტალტთერაპევტი კი უბიძგებს პაციენტს ბოლომდე გაითავისოს ის, რასაც მოცემულ მომენტში თავად განიცდის. როგორც ფრუსტი იტყოდა – “ტანჯვისაგან რომ განიკურნო, ჯერ ის მთლიანად უნდა განიცადო.’’

გეშტალტთერაპიის მიხედვით ადამიანი ბუნებრივ მგომარეობაში სრული და ერთიანია, ის არაა ფრაგმენტული და დაშლილი პოლარულ ნაწილებად. ასეთ მდგომარეობაში ცვლილება ესაა პროცესი, რომელიც ემყარება დინამიკურ, მოქმედ ურთიერთობას მე-ს და გარემოს შორის, რომელიც ჰგავს შეთანხმებული გაცვლის პროცესს.

დაცვის მექანიზმების კონსტრუირებისას ფროიდმა პროცესები ჩაანაცვლა სტრუქტურებით, მაგ. უარყოფის პროცესი, როგორც უარყოფის სტრუქტურა. გეშტალტთერაპევტი ცვლილებას განმარტავს როგორც აღმოცენებულ  შესაძლებლობას  პროცესის დროს. მაშინ, როცა სტრუქტურა გარდაიქმნება პროცესად, ჩნდება გარემოსთან გარიგების და გაცვლის მზადყოფნა.

თუ  მე-ს დაშლილი, ფრაგმენტული ნაწილების ზეგავლენით ინდივიდი როლების ინაწილებს, გეშტალტთერაპევტი ხელს უწყობს ამ როლებს შორის კავშირის გამყარებას, შესაძლოა  შესთავაზოს პაციენტს როლური თამაში, რომლის ფარგლებშიც ორი ოპოზიციური როლი ერთმანეთს დააპირისპიროს, “აკამათოს ერთმანეთთან’’. თუ პაციენტი უარყოფს მზადყოფნას ან იყენებს ბლოკირების პრინციპს, თერაპევტი მას სთხოვს კონცეტრირდეს უარყოფასა და ბლოკირებაზე. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ როდესაც პაციენტი ახდენს იდენტიფიცირებას დაშლილ ფრაგმენტებთან, ეს ნაწილები ინტეგრირდება, ერთდება, და იქმნება განსხვავებული, ახალი ერთობლიობა, მთლიანობა. თერაპევტი კი არ  იწვევს ცვლილებას, არამედ უბიძგებს პაციენტს გახდეს ის ვინც არის.

პაციენტის წინასწარგანწყობა მოარგოს თერაპევტის პიროვნება მის გონებაში არსებულ რომელიმე სტერეოტიპულ კატეგორიას სრულად ბუნებრივია ცდუნება. ამ შემთხვევაში კი პაციენტსა და თერაპევტს შორის, თანამშრომლობის ეფექტური ფორმა მიიღწევა მაშინ, როდესაც თითოეული მათგანი ავთენტურობის, უნიკალურობის შენარჩუნების ფონზე ღრმა, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობაშია ერთმანეთთან. თერაპივტიც ცვლის საკუთარ თავს პაციენტთან ურთიერთობის პროცესში, ასეთი ინტერაქცია მიუთითებს, რომ თერაპევტი ყველაზე ეფექტური მაშინ ხდება, როდესაც ყველაზე მეტად იცვლება, ე.ი ყველაზე მეტადაა ის ვინც რეალურად არის.

არნოლდ ბეისერის სტატიის მიხედვით

https://www.gestalt.org/arnie.htm

მოამზადა მაგდა ლომაია

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81