ქართველი ფსიქოლოგები

ნატა თუმანიშვილი – ეჭვიანობის ფსიქოლოგია

ნატა თუმანიშვილი – ფსიქოთერაპევტი

ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ეჭვიანობის ფენომენი, მისი ნეგატიური ვარიაციებით და დღეს მე მხოლოდ ქალის და მამაკაცის ურთიერთობებს შევეხები და დავსვამ ასეთ კითხვებს:
• თუ ეს ეჭვიანობა ადეკვატურად მიგაჩნიათ და ამის რეალური მიზეზი არსებობს, რატომ რჩებით ასეთ ურთიერთობაში?
• თუ გაქვთ საკმარისი საბაბი იმისა რომ პარტნიორი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და არსებობს ამის მტკიცებულება, რატომ ეგუებით და არ აპროტესტებთ?
• თუ გჯერათ რომ მხოლოდ მამაკაცია პოლიგამი და ამით ამართლებთ მის საქციელს?
• რამოდენიმეჯერ აპატიეთ ღალატი და ახლა გჯერათ რომ ის შეიცვალა?
• ვიდრე თქვენთან გააბავდა რომანს, პარალელურად კი სხვას ღალატობდა, ნუთუ გწამთ რომ ეს ამ ჯერზეც არ განმეორდება?

ყველა ეს კითხვა ეხება მაზოხისტური სტრუქტურის მქონე ადამიანებს, რომელიც ირგებს მსხვერპლის როლს და რჩება მსგავს დესტრუქციულ ურთიერთობაში, რამეთუ შეუძლებელია მოგწონდეს იმ ნეგატიური ემოციების კასკადი რაც ეჭვიანობას ახლავს, როგორიცაა უნდობლობა, სიტუაციის ჰიპერ კონტროლი, მუდმივი მოლოდინი იმისა რომ გიღალატებენ რაც ბადებს სტრესს და მატებს ძლიერ შფოთს. (გაჯეტების, ჯიბეების შემოწმება, მიყურადება) ეს ყველაფერი აუტანელს ხდის თანაცხოვრებას და ბოლოს განშორებით სრულდება.

სად გადის ზღვარი პათოლოგიურ ეჭვიანობასა და ტოტალურ უნდობლობას შორის? ეს მძიმე პარანოიდალური აშლილობაა და ფსიქიატრების პრეროგატივაა, მე ამ თემას არ შევეხები.
ძალიან ხშირად ძლიერი ეჭვიანობის მიზეზი იმალება არამარტო პარტნიორის ქცევაში, არამედ ადამიანის დაბალ თვითშეფასებაში, რომელიც ადრეულ ბავშვურ განცდებს უკავშირდება, როგორიცაა უყურადღებოდ დატოვებული ბავშვი, ემოციურად ცივი ან მუდამ მოუცლელი დედა რომელიც დეფიციტში ამყოფებს ჩვილს მისი განვითარების ერთ -ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდში. ასეთი ბავშვი ხშირად უარყოფას განიცდის ან თვლის რომ ის არ იმსახურებს სიყვარულს, სუბლინგების (ასევე დის ან ძმის) გაჩენა ოჯახში ძალიან მტკივნეულად აღიქმება ბავშვისთვის, რაც თავის მხრივ იწვევს მუდმივ კონკურენციას და სიყვარულის მოსაპოვებლად ბრძოლას, და-ძმის ურთიერთქმედება ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისათვის. ძმასთან თუ დასთან ურთიერთობაში ბავშვები სწავლობენ დათმობას, გაზიარებას, კომფლიქტების გადაჭრას და ჯანსაღად კონკურირებას, ამ მხრივ – სიბლინგური პოზიცია ერთადერთი ბავშვი ოჯახში მეტნაკლებად არასასურველია პიროვნული განვითარებისათვის, ვინაიდან ბავშვი აპრიორი განწირულია ეგოცენტრიზმისა და ოჯახურ კონფლიქტში ჩართულობისათვის, რაც შემდგომში იწვევს კონკურენტული სცენარის მუდმივ გათამაშებას დიდობაში.

იმისათვის რომ დავძლიოთ ეჭვიანობის დამანგრეველი გრძნობა უნდა გავაცნობიეროთ თუ რა უდევს თქვენს ეჭვიანობას საფუძვლად, თუ ეს არასრულფასოვნების კომპლექსით არის გამოხატული და დაბალი თვითშეფასებით, გაიარეთ ფსიქოთერაპია სადაც ისწავლით საკუთარი თავის დაფასებას და სიყვარულს, პარტნიორის მიღებას და მის პატივისცემას როგორც პიროვნების და არა საკუთრების. მხოლოდ ამის დარეგულირების შემდეგ თქვენ ააწყობთ მასთან სანდო ჰარმონიულ ურთიერთობას. ვფიქრობ უსაფუძვლოა ეჭვიანობა იმ ადამიანების მიმართ ვინც თქვენი მეწყვილის ცხოვრებაში თქვენამდე იყო, უკვე საკმარისია თავად ის ფაქტი რომ მან აგირჩია, უყვარხარ და თქვენს გვერდითაა.
ადამიანებს ნაწილს მაინც მიაჩნიათ ეჭვიანობის გამოხატულაბა დიდ “სიყვარულად”, თითქოს ერთ-ერთი პარტნიორის ჯანსაღი მიდგომა და სიმშვიდე მის ინდეფერენტულობასთან ასოცირდება: “თუ არ ეჭვიანობს, ე.ი არ ვუყვარვარ, არ ვაინტერესებ” რამაც შეიძლება იდეა გაუჩინოს მაპროვოცირებელ ქცევას, როგორიცა ფლირტი ან თუნდაც ღალატი…. (მე კი მაინც ოტელო და დეზდემონა მახსენდება)

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81