კატეგორიის გარეშე

მარტა ქარუმიძე – ფსიქოლოგებზე და ფსიქოლოგიაზე

გადაცემა „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ თითქმის 5 წელია გადის „ფორტუნაზე“. მისი სტუმრები არიან ფსიქოლოგები, რომლებიც რეკომენდაციებს აძლევენ მსმენელსა და მაყურებელს ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში. თემები ყოველთვის აქტუალურია. ვფიქრობ, ჩვენ გვყავს ძალიან პროფესიონალი ფსიქოლოგები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს და ითანამშრომლონ ჩვენთან გადაცემის ფარგლებში. როცა ამ გადაცემას ვიწყებდი, ეს იყო ის პროფესია, რომელიც ძალიან მაინტერესებდა, ვეცნობოდი სხვადასხვა მასალას. ინტერესი იმდენად მზარდი იყო, რომ დღეს უკვე გადავწყვიტე ამ მიმართულებით ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავო პროფესიულ დონეზე. დავიწყე სწავლა პოზიტიური ფსიქოთერაპიის მიმართულებით, რომლის დასრულების შემდეგაც ფსიქოკონსულტანტის სტატუსი მექნება.

რა უნდა იცოდეს კარგმა ფსიქოლოგმა?

პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის პროფესია, რომელიც ეხმარება ადამიანებს. ამიტომ ფსიქოლოგი ვალდებულია გულისხმიერად მოეკიდოს ყველა ადამიანის პრობლემას, ინდივიდუალურ ჭრილში შეისწავლოს. მოსმენა აუცილებელია, რადგან თუ ადამიანები ერთმანეთს არ მოვუსმენთ, არ შევეცდებით მეორე ადამიანის გადმოსახედიდან შევხედოთ პრობლემას, რთული იქნება „ამ პრობლემის“ გაგება და აღქმა. რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ ადამიანს აქვს „მიზეზი“, თუ რატომ უყურებს ამა თუ იმ საკითხს ისე, როგორც უყურებს, ამიტომ საჭიროა სიღრმემდე ჩასვლა და პრობლემის ფესვებამდე მისვლა, რათა მოხდეს გაცნობიერება და ამ პრობლემის დაძლევაზე მუშაობის დაწყება.

სად იმალება პრობლემა?

ძირითადად წარსულში, ადამიანების სხვადასხვა დროს მიღებულ გამოცდილებაში, კულტურულ მრავალფეროვნებებში, აღზრდაში, სტერეოტიპულ გავლენებში – ძალიან კომპლექსური თემაა. ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ამა თუ იმ არასასურველმა „გამოცდილებამ,“ მოიტანა გარკვეული ტიპის ტრავმა, ამისთვის საჭიროა ბოლომდე მოხდეს ანალიზი.

ადრე პრობლემა იყო ისიც, რომ ადამიანები ერიდებოდნენ ფსიქოლოგთან სიარულს. მიიჩნევდნენ, რომ ეს მათ არ სჭირდებათ, ფსიქოლოგი ვერ დაეხმარებოდათ, ან „სირცხვილადაც“ მიაჩნდათ. საბედნიეროდ დღეს ეს ხედვა შეიცვალა და ადამიანები გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა, საკუთარ ფსიქიკაზეც ზრუნავენ. ეს არის აუცილებელი პროცესი, როცა პრობლემას მარტო ვერ ერევიან, უნდა მიმართონ სპეციალისტს და ამაში სასირცხვილო არაფერია.

მარტა ქარუმიძე

გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ავტორი და წამყვანი; პიარსპეციალისტი

 

 

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81