ქართველი ფსიქოლოგებიჯანმრთელობის ფსიქოლოგია

მაგდა ფერაძე – ფსიქოსომატიკის შესახებ

მაგდა ფერაძე –  გეშტალტთერაპევტი

,, მე შენ მოგეცი არა მხოლოდ ჩემი სხეული, არამედ ჩემი შიშველი სულიც.” კამილა კლოდელი – ოგიუსტ როდენს.

კამილა კლოდენი, ცნობილი მოქანდაკე, ოგიუსტ როდენის მოსწავლე და საყვარელი ქალი, რომელიც, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა და ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. მან ვერ აპატია საკუთარ თავს ეს რომანი.

ფსიქოსომატიკა ფსიქოთერაპიის ერთ- ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად რთული დარგია. თავად ტერმინი ფსიქოსომატიკა ბერძნული სიტყვებიდან მომდინარეობს ,,ფსიქო” – სული. ,,სომა ”სხეული. ფსიქოთერაპია ადამიანს ჰოლისტურად განიხილავს, რადგან ის არ არის ცალკე აღებული ფიზიკა ან მენტალობა, ის ერთი მთლიანი ორგანიზმია. ამიტომ სხეული და ფსიქიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. ის რაც ხდება სხეულში აისახება სულზე, ასევეა ფსიქიკაც. ფსიქიკური გამოუთქმელი განცდები და შინაგანი კონფლიქტები სომატიზირდება ჩვენს სხეულში, რამაც შესაძლებელია ადამიანი ონკოლოგიურ დაავადებამდეც კი მიიყვანოს. ადამიანში ავადმყოფობა ვლინდება იმ დღიდან როდესაც მისი ფსიქო- ემოციური მდგომარეობა პიკს აღწევს. ამ დროს სული იწყებს საკუთარი ტკივილის შესახებ თხრობას. ტკივილის, რომელიც წარმატებით გადაინაცვლებს ჩვენს სხეულში  და სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს. მაგალითად დეპრესია: როდესაც ადამიანს ერღვევა ძილი და მადა, აწუხებს დანაშაულის გრძნობა და ანჰედონია, შესაძლოა ფიზიკურად ადგომაც კი გაუჭირდეს. ჩვენს ნერვულ ასევე სისტემასთან ასევე პირდაპირ კავშირშია შემდეგი დაავადებები: – კუჭის წყლული – ასთმა -ფსორიაზი – გულ- სისხლძარღვთა დაავადებები. – ჰიპერტონია – შაკიკი და სხვა მრავალი. უფრო შორს რომ წავიდეთ ზოგჯერ ფსიქიკურ განცდებს შესაძლებელია ისტერიული ფენომენი მოჰყვეს მაგალითად: დროებითი სიბრმავე, როდესაც, ადამიანს არ სურს საკუთარი თავის და პრობლემის დანახვა.

გასავალი მდგომარეობს იმაში, რომ  ყურადღებით ვუსმინოთ ჩვენს სულიერ განცდებს და სხეულს. – დავასრულოთ ტოქსიკური ურთიერთობები. – შევიყვაროთ და მივიღოთ ჩვენი თავი. – ვაპატიოთ საკუთარ თავს და სამყაროს. – გავუშვათ ჩვენი თავიდან ისეთი ემოციები როგორიცაა: ბრაზი, რისხვა, წყენა, დღესვე, აქვე, ახლავე

მოამზადა მარიამ გვარამიამ

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

✔გეშტალტთერაპევტი ✔ ფსიქოთერაპიის სახლ ,, კამარას” თერაპევტი ✔ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი ?0 32 2 982 195