გეშტალტთერაპია

ლორა პერლსი – შფოთვაზე და შიშზე

შიში – ეს არის დამოკიდებულება განსხვავებულის მიმართ; ეს შეუძლება იყოს ობიექტი, პიროვნება, ან მოვლენა. განსხვავებულობა ამძაფრებს აქცენტს სახიფათო სიტუაციის წარმოქმნის და მის მართვის მიმართ.

მძაფრდება მეტაბოლიზმი: გაბრაზება, გაღიზიანება, მრისხანება და აგრესიულობა.

შიში და გამბედაობა არ არის ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები, არამედ პირიქით ერთი და იგივე გამოცდილების გამოვლინებაა  და ისინი უკავშირდებიან საფრთხესთან კონტაქს.

ამის საპირისპიროდ, შფოთვა წარმოიქმნება შერწყმის მომენტში, იქ და მაშინ, როდესაც თვითონ ეს შერწყმა რისკის ქვეშ დგას, იწყება შფოთვა. საფრთხე არსებითად რჩება გაუგებარი.  გახლეჩვის ტენდენცია, რომელიც წარმოიქმნებ ინდივიდში ქმნის მასში საფრთხის განცდას. ადამიანისთვის შერწყმის მდგომარეობა არის ორგანული წონასწორობის, რომელიც ნარჩუნდება სპეციალურად კონტროლის გარეშეც. თუ წონასწორობა დარღვეულია წარმოიქმნება შფოთვა.

შფოთვა – ეს არის ყველაზე ადრეული, ჩვილი ბავშვის ემოცია. ეს არის ზოგადი ა გაღიზიანების მდგომარეობა, რომელიც არ არსებობს სიტუაციის ნაყოფიერად მართვის ტენდენცია.  შფოთვა, როგორც ინფანტილური ემოცია – ადეკვატურად გადაილახება ჩვილ ასაკში მხოლოდ ინფანტილური საშუალებებით. არადეფირინცირებული გაღიზიანება განიმუხტება არადეფირინცირებულ მოტორულ რეაქციებში, როგორიცაა: ტირილი და ქაოტური მოძრაობა, რომლებიც თავის მხრივ აღადგენს და ასტაბილურებს შერწყმიდან გამოსვლით (მშობიარობა) დაკარგულ წონასწორობას.

პირველი გაცნობიერება – ეს არის შერწყმისგან გახლეჩვის გაცნობიერება(როდესაც ჩვილი იბადება), ამ დროს საკუთარი და სხვისი საზღვრები ჯერ დადგენილი არ არის, ან არაადეკვატურად ფუნქციონირებს. ამ დროს პარალიზება  მაგიური ჟესტია მცდელობა კატასტროფული მოვლენის თავიდან არიდების ან მისი იგნორირების რადგან ახლად დაბადებული ჩვილისთვის ეს სრულიად უცხო, ახალი მდგოამრეობა.

შემდეგმა ტაბულამ შესაძლოა უფრო აშკარად წარმოადგინოს სხვადასხვა ფაზების ორიენტაციის, მანიპულაციების და ემოციური რეაქციების შეფარდება წონასწორობის დაკარგვიდ საშიშროებაზე.

ორიენტაცია ქცევა ემოციური რეაქცია
გარემო ბუნდივანია არადეფირინცირებული, უმართავი მოტორული ქცევა შფოთვა, შერწყმა
ცდილობ გარემო ვითარებაში გარკვევას არაადეკვატური, ნახევრად მიმართული მოტორული ქცევა, მოძრაობის ბლოკირება, მოუქნელობა, პარალიზება, შეცდომები სირცხვილის გრძნობა, დანაშაულის გრძნობა, მოკრძალებულობა, პანიკა, შიში
სრული ადეკვატური ორიენტაცია, კონტაქტი სპეციფიური მოტორული ქცევა სითამამე

შფოთვის გამოხატვა უსუსურობის გამოვლინებაა, რომლებიც გარემოში აღძრავენ თანგრძნობას, სიმპატიას და ხდება წონადობის აღდგენა( ნაწილობრივი დაბრუნება შერწყმაში, რადგან ამ დრო მე მარტო აღარ ვარ). შესაბამისად, როგორც წესი, ჩვილისთვის ეს ადეკვატური რეაქციაა.

ზრდასრულის შემთხვევაში, ამის ფასი მინიმალურია, რადგან ის რაც აჩენს ჩვილის მიმართ სიმპატიას და დახმარების სურვილს, შესაძლოა დიდის  შემთხვევაში გამოიწვიოს ანტიპატია, დაცინვა და გარიყვა, განსაკუთრებით როდესაც შფოთვა და უკონტროლობა ვლინდება გარკვეული განცდების დროს(ფობია), მაშინ როცა სხვა სფეროებში კლიენტს შეუძლია გამოავლინოს ადეკვატური ორიენტაცია და თვითკონტროლი.

რაც ეხება გარემოდან მხარდაჭერის მიღებას, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს (რომლის მიმართაც წინასწარი განწყობა არსებობს) შეუძლია მეტი ემოციური ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, მისი შფოთვა შესაძლოა იყოს ისევე აღქმული როგორც ბავშვის და დასრულდეს გარემოს მხრიდან კონფლუენციაზე თანხმობით.

იმ დროს როდესაც ჩვილის გაუცნობიერებელი და სპეციფიური მოთხოვნილებები შედარებით პრიმიტიულია და მეტ ნაკლებად იოლად აღიქმება გამოცდილ გარემოში, ზრდასრული გაუცნობიერებელი და სპეციფიური მოთხოვნილებები გართულებულია არა მარტo მისი – ზრდასრულის დიფერენცირებული სტრუქტურით, არამედ დამატებით ინტროექციებით და პროექციებით,  ამგვარად მისი შფოთვა ბოლომდე არასდროს ქრება, რადგან ვერ იღებს გარემოს მხარდაჭერას.

მოამზადა ზაირა ნადირაშვილიმა

წყარო: 1972 (L. Perls.(1992). Living at the Boundary. A Gestalt Journal Publication Pp. 129 – 135.)

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81