მარინა ბოსტოღანაშვილი – კვებითი დარღვევა

0

მარინა ბოსტოღანაშვილი – გეშტალტფსიქოთერაპევტი
როგორ  განმარტავდით  კვებით  დარღვევებს ?

კვებითი  დარღვევების მქონე ადამიანებს აქვთ ქცევითი დარღვევები, რომლებიც  დაკავშირებულია კვებასთან.  ამასთანავე მათ აქვთ   წონასთან,  სხეულის ფორმასთან  და საკვების  მიღებასთან დაკავშირებული შფოთი.  კვებითი  დარღვევა  არის სერიოზული ფსიქიკური დაავადება და არა  არჩეული ცხოვრების წესი.

რა  იწვევს   და  რა  ჯგუფებად  იყოფა კვებითი დარღვევები?

ამ ტიპის აშლილობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის  სოციალური ურთიერთობები, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლები. როგორც წესი, დაავადების განვითარების  რამდენიმე ფაქტორია, ერთი  ან ორი, რომლებიც ტრიგერის  ფუნქციას  ასრულებენ. ფსიქოგენური კვების დარღვევების განვითარების შესაძლო პირობებს შორისაა:

ფსიქოლოგიური თავისებურებები – დანაშაულის გრძნობა, დაბალი თვითშეფასება, სუბიექტურობა, დამოკიდებულება სხვების მოსაზრებებზე. რისკის ქვეშ არიან მოზარდები ასაკობრივი კრიზისით.

სოციალური ღირებულებები კვებით დარღვევებს  უშუალოდ ქმნის  საზოგადოებით დაკისრებული  სილამაზის   “იდეალი” – სისუსტე, სიგამხდრე .

მიკროსოციალური ცხოვრების პირობები – დარღვევების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს ოჯახის კვებითი  ჩვევები – დიეტის არარსებობა, ტკბილ საკვებზე დამოკიდებულება, აგრეთვე აღზრდის  მეთოდები  – ზედმეტად  ზრუნვა და ავტორიტარული აღზრდა .

სტრესი  – მადის  მომატება ან პირიქით უმადობა. ემოციური დაძაბულობის და  სტრესის ფონზე, შიმშილის  გრძნობის  დაკარგვა ან მადის მომატება.

რა ფსიქოლოგიურ  პრობლემებს  ვაწყდებით  კვებითი  დარღვევის  დროს ?

კვების ყველა დარღვევისთვის საერთოა საკუთარი თავის მიუღებლობა, შფოთვა და დეპრესია, თვითიზოლაცია და საკვებთან დაკავშირებული  აკვიატებული ქცევა, როგორიცაა რომელიმე  პროდუქტების აკრძალვა  ან  პირიქით, გარკვეული საკვების დიდი რაოდენობით  მიღება .

ცხოვრების  რა ეტაპზე ყალიბდება კვებითი აშლილობები? და რომელი სქესის ადამიანებში ვაწყდებით ყველაზე ხშირად ?

ძირითადი გამომწვევი მიზეზები არის სქესობრივი მომწიფება და თინეიჯერული ასაკი. ახალგაზრდები ერთდროულად აწყდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს და განიცდიან  სხეულის ცვლილებას, ზრდას. განსხვავებული ფსიქიკის მქონე  ახალგაზრდებს ( მგრძნობიარე პიროვნებებს )  ამ მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიონ  სხვადასხვა სახის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ნერვული ანორექსია  და  ბულიმია .

ყველაზე  ხშირად კვებითი  დარღვევები გვხვდება ქალბატონებში.

რა  სიმპტომები  ახასიათებს  ამ  დაავადებას  და  რა  შემთხვევაში  უნდა  მივმართოთ სპეციალისტს ?

იდეალურ შემთხვევაში, ადამიანმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო  ვიტამინი და მინერალი საკვებიდან, რა თქმა უნდა, კალორიების ოპტიმალური რაოდენობით და ამავდროულად ისიამოვნოს  ჭამის  პროცესით .

ადამიანი იღებს საკვებს, როდესაც ის მშიერია და ჭამს იმდენს, რომ დაიკმაყოფილოს შიმშილის  გრძნობა . სტრესის, ძლიერი ემოციური  ფონის  შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება  ცადოს  პრობლემების მოგვარება   კვების  რაციონის შეცვლით იქნება ეს მისი (საკვების) რაოდენობის გაზრდით ან შემცირებით, რაციონის  შეცვლით. დარღვევები შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს – დაწყებული ჭარბი საკვების მიღებისგან, ტკბილეულზე დამოკიდებულებით, მადის მომატებით  ღამის საათებში, ჭამაზე  ან საკვების  განკუთვნილ  რაოდენობაზე უარის თქმით.

კვებითი დარღვევები იყოფა სამ ძირითად ტიპად:

ნერვული ანორექსია. დაავადების დროს ადამიანი ჩაციკლულია  სიგამხდრეზე. ამიტომ, ის ცოტას ჭამს, ბევრს ვარჯიშობს და ნებისმიერი გზით ცდილობს წონის დაკლებას. აწუხებთ მუდმივი სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება, მომნელებელი სისტემის პრობლემები.

მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ოჯახისა და მშობლების დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ. ზოგიერთი კვლევის თანახმად ზედმეტად მომთხოვნი მშობლების, კრიტიკული დედის შვილები გაცილებით ხშირად იტანჯებიან ანორექსიით.

ბულიმია. ადამიანი  კარგავს კონტროლს მატაზე და  ჭამს უზარმაზარ  პორციებს. შეუძლია, მთელი დღე ჭამოს და ერთ ჭამაზე მიიღოს იმდენი საკვები, რამდენსაც ჯანმრთელი ადამიანი იღებს დღის განმავლობაში. შემდეგ გამოიწვიოს  ღებინება ან  მიიღოს  საფაღარათო საშუალებები.

ბულიმია ხშირი პირღებინების გამო შეიძლება ჰიპოკალიემიით, დეჰიდრატაციით ან საყლაპავიდან სისხლდენებით გართულდეს.

კომპულსიური გადაჭარბებული  კვება  (Компульсивное переедание) – ადამიანი ასევე არ აკონტროლებს საკუთარ თავს ჭამის დროს. ის ჭამს კუჭის ტკივილამდე, შემდეგ კი თავს დამნაშავედ გრძნობს. მაგრამ ბულიმიისგან განსხვავებით, ის არ ცდილობს კუჭის დაცლას ან კალორიების  დაწვას.

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ კვებითი დარღვევა, მაგრამ თქვენი სიმპტომები განსხვავდება აღწერილი სიმპტომებისგან, ნუ უგულებელყოფთ მათ, დააკვირდით თქვენს თავს და საჭიროების შემთხვევაში  მიმართეთ ექიმს.

რა  გზები  არსებობს კვებითი აშლილობის  მკურნალობისთვის?

სამწუხაროდ, ადამიანები იშვიათად მიმართავენ  სპეციალისტს  პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, სწორედ ამიტომ არ ხდება დროულად კვების დარღვევების დიაგნოზის დასმა .

პროცესში აუცილებლად მონაწილეობას იღებს  რამდენიმე სპეციალისტი: ფსიქიატრი, დიეტოლოგი, ფსიქოლოგი, გასტროენტეროლოგი და სხვა სპეციალისტები, საჭიროებისამებრ.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კვების დარღვევების შედეგების განკურნება, არამედ ეფექტური ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, რაც ხელს შეუწყობს კვების  მიღებასთან სწორი დამოკიდებულებისა და ჩვევების ჩამოყალიბებას.

უმჯობესია კვების დარღვევების მკურნალობა სპეციალიზებულ ცენტრებში, სადაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილება, ისინი კურნავენ  ყველაზე თანამედროვე მეთოდებით.

რას  ურჩევდით  ხალხს, როგორ  აირიდონ  თავიდან  ეს  დაავადება ?

 ცოდნის ამაღლება. კვებითი დარღვევების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. რაც უფრო მეტი გვეცოდინება პრობლემაზე, მით უკეთესად შევძლებთ მის ამოცნობასა და ჩვენი ახლობლების დამხარებას. ისწავლეთ ადრეულ ეტაპზე პრობლემების განსაზღვრა, განავითარეთ პრობლემების გადაჭრის სტრატეგიები.

მიიღეთ ინფორმაცია ჯანსაღი წონის მაჩვენებლების შესახებ, გაეცანით კვებითი დარღვევების ფიზიკური შედეგებისა და საკვებისაგან განთავისუფლების არაეფექტიანობას წონის მართვის თვალსაზრისით. კარგად გააცნობიერეთ რას ნიშნავს ჯანსაღი კვების ჩვევები. განახორციელეთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობები, რომელიც დაგეხმარებათ მავნე ჩვევებიდან თავის დაღწევაში.

 

 

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81