ქართველი ფსიქოლოგები

მარიამ ჩალიგავა – გზა წარმატებისკენ

მარიამ ჩალიგავა-  ბავშვთა ფსიქოლოგი, ოჯახის პედაგოდი, ტრენიგ ცენტრი ,,ცოდნას’’ დირექტორი

როგორ გავხდეთ წარმატებული?

უპირველეს ყოვლისა წარმატება ეს არის ნებისმიერი განზრახვის შესრულება, სხვა სიტყვებით , რომ  ვთქვათ  ეს არის  იმის დასრულება რის გაკეთებასაც ვაპირებდით.

დასახეთ გეგმა, მიყევით მას და გახდებით წარმატებული. ზუსტად ეს პრინციპი გვაძლევს სტიმულს, რომ ვიმუშაოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

რა აფერხებს ადამიანს წარმატებისკენ სვლაში?

წარმატება ყველა ადამიანშია თუმცა   ამ წარმატებას ჭირდება განხორციელება და შეცნობა. ადამიანს წარმატებისკენ სვლაში აფერხებს :

  • საკუთარი თავის  უარყოფა – არ მიღება ისეთად ,როგორიც არის.
  • სხვისი აზრების წინა პლანზე წამოწევა და საკუთარის ნაკლად მიღება.
  • საკუთარი თავის არასწორად შეცნობა.
  • სხვისი მხრიდან ზეწოლა.

თუმცა  მაინც უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორი მაინც არის საკუთარ თავში გაურკვევლობა.

როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია ადამიანს, რომ უკან არასდროს დაიხიოს?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უკან არ დაუხევია, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაუყრია ფარ-ხმალი. ესეც საჭიროა იმისათვის, რომ უფრო  წარმატებულები ვიყოთ, იმისთვის, რომ უფრო კარგს მივაღწიოთ ვიდრე გვაქვს და გვინდა. ადამიანის მოტივაციის ამაღლება  შესაძლებელია, იმით  რომ ის დავარწმუნოთ თავის შესაძლებლობებში, დავანახოთ, რომ წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია, მთავარია მონდომება.

ადამიანების ნაწილი კარიერასა და  ოჯახურ საქმიანობას  ვეღარ უთავსებს ერთმანეთს, რა რჩევა შეიძლება მისცემდით მათ?

საქართველო ქვეყანაა სადაც თვიური შემოსავალი 300-400 ლარია მაშინ, როდესაც სხვა ევროპულ ქვეყნებში  მკვეთრად მაღალია ანაზღაურება. ყველა გადართულია სამსახურზე და ეს ბუნებრივია, ნამვილად რთულია სამსახური ოჯახურ მდგომარეობას შეუთავსო, მაგრამ მაინც უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ ბალანს, რთულია თუმცა უნდა მოვახერხოთ თანაბარი და სწორი გადანაწილება, რომ ვიყოთ ჰარმონიულები და არ შეგვექმნას პრობლემები ცხოვრების სხვა ასპექტებში.

რამდენად სწორია ბავშვთან წარმატებაზე საუბარი?

ბავშვთან არც ერთ თემაზე საუბარი ნაადრევი არ არის, მათი საინტერესო და ამავდროულად რთული ბავშვური ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა უნდა იქნეს  ზომიერება გათვალისწინებული და დაცული. ბავშვებს უნდა დავეხმაროთ წარმატების ფენომენის შეცნობაში უპირველესად და შემდგომ მაგალითებით, ქმედებებით დავანახოთ მათ წარმატების მიღწევის გზები.

მოქმედებს თუ არა განწყობა წარმატებაზე?

განწყობის გარეშე  წარმატება არ მიიღწევა, განწყობა ქმნის წარმატების საფუძველს .

როგორი განწყობითაც მივუდგებით საქმეს ისეთი დახელოვნებული იქნებით იმ საქმით .

მაგალითისთვის შეგვიძია მოვიყვანოთ ჩვეულებრივი დღე, დილას თუ იმ ფიქრით გავიღვიძებთ, რომ ყველაფერი ცუდად იქნება  ვერაფერს გავაკეთებთ.

განწყობა ქმნის ჩვენს შესაძლებლობებს და ჩვენი შესაძლებლობები წარმატების საწინდარია.

როგორ ავიმაღლოთ განწყობა რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს?

დღეს დღეობით , ყველაზე პრობლემური თემაა თუმცა  ძალიან ხშირად მომმართავენ  განწყობის ასამაღლებლად .უპირველეს ყოვლისა, უნდა გააკეთოთ ის საქმე ,რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და სადაც ყველაზე კარგად ხედავთ საკუთარ თავს. ბუნებრივიცაა  ადამიანი როდესაც იმას აკეთებს რაც სურს  მაშინ ძალიან ბედნიერია .

და ბოლოს მინდა მოგმართოთ ორიოდე სიტყვით: იმდენად რთული ფენომენები ვართ და იმდენად რთული პროფესია გვაქვს დაკისრებული-,,რომ გვქვია ადამიანი’’  იმდენად გვიწევს ყოველდღე ჭიდილი საკუთარ თავთან ,აზრებთან ,რომ ესომი დასრულებული გვგონია არადა ხომ კარგად  იცით რომ დასაწყისს აქვს დასასრული და ყველა დასასრულს დასაწყისი .ისიც ხომ კარგად ვიცით ,რომ ვისაც საკუთარ თავთან არ უომია გარეთ ვერასდროს იომებს. ყველაფერი გვჭირდება რაც კი გვებოძა: კარგიც, ცუდიც, შავიც თეთრიც. ყველაფერი საჭიროა, რომ უფრო მეტი შევძლოთ. ყველა ადამიანში არის ბედნიერება და თქვენ ყველანი  ჩემთვის ბედნიერები ხართ უბრალოდ უნდა შევძლოთ საკუთარ თავში საკუთრი თავის პოვნა. უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც ვართ, ამის გარეშე სხვა ვერასდროს შეგვიყვარებს. ძალიან ბევრი სითბო გაეცით, ძალიან ბევრჯერ თქვით მე შენ მიყვარხარ .

პატივისცემით მარიამი .

სტატია მოამზადა – სალომე ეფრემიძემ

 

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81