ნევროზთან მუშაობის გეშტალტთერაპიული მეთოდები და ტექნიკები

0

გეშტალტთერაპია ძალიან წარმატებულად ახერხებს ნევროზებთან მუშაობას. მთელი რიგი ტექნიკები მიმართულია  ნევროზული შრეების გავლისკენ, რათა თერაპევტმა მიაღწიოს აუთენტურ არსამდე.

გეშტალტთერაპიის მიზანი  მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს კლიენტს:

  • მოხსნას ბლოკი, შექმნას განვითარების სტიმული;
  • დაეხმაროს მიზნის ჩამოყალიბებასა და შინაგანი საყრდენის პოვნაში;
  • ქონდეს კონტაქტი საკუთარ თავთან და გარემოცვასთან;
  • აწმყოსა და წარსულის ქცევების გაცნობიერებაში;
  • მიიღოს გადაწყვეტილებები და აიღოს საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა;

მას შემდეგ რაც კლიენტი გაჩნდება მზაობა აიღოს საკუთარ თავზე პასუხიმგებლობა და მიიღოს გადაწყვეტილებები, ამის შემდეგ კი განახორციელოს სასურველი ქცევა.  შედეგად ის მიაღწევს ემოციურ და ინტელექტუალურ გასხივოსნებას, რომელიც მიიყვანს პიროვნების სრულ ინტეგრაციამდე.

 ნევროტული პიროვნება: ზედმეტად ეყრდნობა გარემოს, ეძებს მხარდაჭერას გარემომცველი სამყაროდან,  მანიპულირებს სხვებით, საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ (ან არ აქვთ სურვილი ) რისკზე წავიდნენ, ხანგძლივი პერიოდით ირგებენ როლებს „დაუცველია“ , „პატარას“ ან „სულელის“

მოწიფული ადამიანი :  ეძებს საყრდენს საკუთარ თავში, თავდაჯერებულად მიდის     საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებების გზაზე. ის ადეკვატურ კონტაქტშია  გარემოსთან და საკუთარ თავთან.

მოწიფულობა დგება, მაშინ როდესაც ადამიანი მობილიზებას უკეთებს საკუთარ რესურსებს, რომ გადალახოს ფრუსტრაცია და შიში, მხარდაჭერის არ ქონით წარმოშობილი გარემომცველი სამყაროდან თუ პიროვნებას არ შეუძლია ისარგებლოს მხარდაჭერით გარემოსგან ან ეძიოს საყრდენი საკუთარ თავში, მაშინ ასეთ სიტუაციას ჩიხი ეწოდება. მოწიფულობა მდგომარეობს რისკზე წასვლის უნარში,  იმისათვის რომ პიროვნება გამოვიდეს ჩიხიდან.

გეშტალტთერაპიის მამა ფრედერიკ პერლსი თვლიდა, რომ ნევროზი შედგება ხუთი საფეხურისგან (შრისაგან) რომელთა გავლის შემდეგ დგება თერაპიული პროცესის მომწიფების გზაზე. მოწიფული ადამიანი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, და ამის შედეგად კლიენტი  თავისი ჭეშმარიტ ავთენტურობამდე მიდის .

პირველი დონე   ყალბი ურთიერთობები – კლიშე, თამაში და როლები. ადამიანი ცდილობს გახდეს ის, რაზეც მას არ უოცნებია. ის ინტროეცირებულია ახლობელი ადამიანების გზავნილებით და სურვილებით.

მეორე დონე    – ფობიური –  ადამიანი იწყებს გაცნობიერებას თავისი „ყალბი“ ქცევების, მაგრამ ეშინია იყოს ის ვინც არის სინამდვილეში. მას ეშინია, რომ გაკიცხავენ.

მესამე დონე  –  ჩიხი – გამოუვალი მდგომარეობა. ადამიანი განიცდის დაკარგულობის გრძნობას და სიცარიელეს, იმდენად რამდენადაც უკვე აღარ თამაშობს მისთვის არაბუნებრივ როლს არ თვალთმაქცობს საკუთარი თავის წინაშე და სხვებთან ის განიცდის დანაკარგს მხარდაჭერის გარემოდან, მაგრამ ჯერ არ არის მზად გამოიყენოს თავისი რესურსები.

მეოთხე დონე – შინაგანი აფეთქება – ჩიხიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანს ეუფლება მძაფრი დაძაბულობის და შებოჭილობის გრძნობა. ის გრძნობს რომ ეს – ესა არის რაღაც საშინელი უნდა მოხდეს.

მეხუთე  დონე  –  გარეგანი აფეთქება – აქ ხდება დაბადება აუთენტური პიროვნების, რომელიც იძენს უნარს განიცადოს და გამოხატოს თვისი ემოციები. ღრმა და ინტენსიურ ემოციურ განცდებს მოაქვთ შემსუბუქების განცდა და ის უბრუნდება ემოციურ ბალანს.

ნევროზების დროს ადამიანს არ შეუძლია  დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები, მიაღწიოს მიზანს, გააკეთოს ის რაც მისთვის არის სასარგებლო და არ აკეთოს ის, რაც მისთვის არ არის საჭირო. თვითრეგულაციის პროცესი არ მუშაობს ეფექტურად. ნევროზებთან მუშაობის დროს თერაპევტი ქმნის ექსპერიმენტულ პირობებს, რომელშიც კლიენტი თვითონ ირჩევს რა არის მისთვის სასარგებლოდა რა საზიანო. ეს მიდგომის აუცილებელი შტრიხია.

„ხახვის გაფცქვნა“

კლიენტი თანდათანობით თავისუფლდება ნევროზისგან, ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემებისგან. თერაპევტის კითხვების დახმარებით და კლიენტის გაცნობიერებებით პრობლემა რომელიც აქამდე ერთი მეორის მონაცვლეობით იდენტური „ფიგურის“ სახით გვევლინებოდა და თანდათანობით გადადის „ფონში“ . საბოლოო მიზანი თერაპიის არის იმაში, რომ კლიენტმა შეიძინოს უნარი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებს და არ იყოს დამოკიდებული გეშტალტთერაპევტზე.

ყველა მიდგომა და ტექნიკები გეშტალტთერაპიაში შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად :

  1. შემაკავებელი – ავითარებს გაცნობიერებას, პრევენცია ჩვეული შეგრძნებებისა, რომელიც გამოცდილებაში აქვს კლიენტს და არ წამოადგენს „აქ და ამჟამად“ მდგომარეობას;
  2. ექსპრესიულ – ხელს უწყობს გაცნობიერებას გადაჭარბებული გამოხატვის დახმარებით;
  3. ინტეგრირებული – აერთიანებს პიროვნულ ნაწილებს, რომლების ერთმანეთისგან არის გაუცხოებული შინაგანი კონფლიქტის შედეგად.

გეშტალტთერაპიის ყველა ტექნიკის გაცნობა არ არის ჩვენი ამოცანა. აბსტრაქტული განსჯის ყველა დონე ეს იქნება ღრმა ეგზისტენციალური ფიქრი, პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი ქვეყანაში და საუბარი ამინდზე, ადამიანი გამოყავს მისი აქტუალური განცდებიდან, რომელიც აუცილებლად არსებობს კლიენტსა და თერაპევტს შორის ყოველი განყენებული საუბარში .   „რას გაურბიხარ ახლა, ამ მომენტში?“  „ პირდაპირ მითხარი ამის შესახებ“  – ხშირად მიმართავს ხოლმე გეშტალტთერაპევტი კლიენტს.

თანდათანობით კლიენტი უარს ამბობს ჩვეულ შეფასებებზე და ინტერპრეტაციებზე. ამის უკან როგორც წესი დგას წარსული გამოცდილება.  თერაპევტთან ერთობლივი მუშაობის ამოცანაა – გადაიყვანოს კლიენტის შეგრძნება  ფენომენოლოგიურ სხეულებრივ განცდებში.   ეს კეთდება იმისათვის, რომ  კლიენტი შეუერთდეს საკუთარ ემოციურ ენერგიას და მაქსიმალურად თვალნათლივ აღიქვას მიმდინარე სიტუაცია. აი ამიტომ გეშტალტთერაპევტები  მიმართავენ „მე“ ენას (როდესაც ნებისმიერი გზავნილი, მესიჯი მიმართული სხვა ადამიანებისკენ ტრანსფორმირდება  „მე გზავნილად“.  მაგალითად: „მე მაქვს განცდა რომ თქვენ რაღაც გაწუხებთ“ ) ეს ეხმარება კლიენტს აიღოს პასუხისმგებლობა (რადგან ამბობს რომ მას აქვს ესა თუ ის განცდა)  მომხდარზე, ცხოვრებაში.

აქცენტი აწმყო მომენტზე, ტექნიკა  „აქ და ამჟამად“

გეშტალტთერაპიია ამტკიცებს, რომ ნებისმიერ მატრამვირებელი გამოცდილება, რომელიც წარსულში იყო და ჯერ კიდევ აქტუალურია, შესაბამის გარემოში იწყებს „გაცოცხლებას“ და აწმყოში გადმოსვლას. მხოლოდ აწმყოში შეიძლება წარსული გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება.

„როგორ ხარ ახლა“ ? „რას გრძნობ?“ შემთხვევით არ არის გეშტალტთერაპევტების უსაყვარლესი კითხვა.  უბრალოდ, რომ ვთქვათ გეშტალტთერაპევტი კლიენტთან ურთიერთქმედების პროცესში დაკავებულია ერთადერთი რამით – მხარს უჭერს გაცნობიერებას, შეგრძნებას, საყრდენის ძიებას საკუთარ თავში. როგორც კი კლიენტი იწყებს ქცევის შეჩვეული ფორმებით მოქმედებას, საუბარს, ანდა  საყრდენის ძიება გარეთ – თერაპევტი მას აწმყოში და საკუთარ თავში (აქ და ამჟამად) აბრუნებს.

გეშტალტთერაპიული მიდგომა „მაქოსებური მოძრაობა“  (მაქო არის საკერავი მანქანის ნაწილი, სადაც ხდება ძაფის წყვეტა, შეერთება და დაბლანდვას უწყობს ხელს) ეს მეთოდი მდგომარეობს კლიენტის ეტაპობრივი განცდების დაბრუნებაში. განცდების შექმნა ხდება „ფსიქოდრამის“ მეთოდით. კლიენტი ახდენს ტრავმატული სიტუაციის ვიზუალიზაციას, იმისათვის რომ ის ბოლომდე განიცადოს და ამ გზით დაასრულოს დაუსრულებელი ამბავი.

დიალოგი საკუთარი სხეულის ნაწილებთან – ეს ტექნიკა გამოიყენება მაშინ როდესაც კლიენტს აქვს შინაგანი გაორება(გასამება) ფსიქოთერაპევტი სთავაზობს კლიენტს ჩაატაროს დიალოგი პიროვნების სხვადასხვა ნაწილებს შორის – ძლიერსა და სუსტთან, ჭკვიანსა და სულელურთან. ეს შეიძლება იყოს დიალოგი საკუთარ გრძნობებთან (მაგალითად შეშფოთება, შიში ) და ცალკეულ ნაწილებთან ან  საკუთარი სხეულის ორგანოებთან,  კლიენტისთვის მნიშვნელოვან ადამიანთან. ხშირად ამისათვის გამოიყენება სახელგანთქმული „ცხელი სკამის“ ტექნიკა.

წრეზე სიარული –  როდესაც ჯგუფური თერაპიის პროცესში კლიენტს სთავაზობენ იაროს წრეზე და მიმართოს თითოეულ ჯგუფის წევრს მისთვის საჭირ-ბოროტო კითხვით.  მაგალითად „როგორ ფიქრობენ მასზე“ ან თავად გამოხატოს საკუთარი გრძნობები ჯგუფის წევრების მიმართ.

პროექციის განსაზღვრა – კლიენტს სთავაზობენ „გადაითამაშოს პროექცია“ ამავე დროს განიცადოს საკუთარ თავზე ის გრძნობა, რომელსაც ის მიაწერს სხვას. თანდათანობით როლში შესვლისას ადამიანი გახსნის საკუთარ თავს. ამ დროს შეიძლება მოხდეს პიროვნების ადრე განდევნილი ნაწილის ინტეგრაცია.

საპირისპიროს მოძებნა –  კლიენტს სთავაზობენ გაითამაშოს იმის საწინააღმდეგო როლი, რასაც ის დემონსტრირებას უკეთებდა ჯგუფში. ასეთი ხერხი იძლევა საშუალებას უფრო სრულყოფილად შეეხოს ადამიანი თავისი პიროვნების იმ მხარეებს, რომლებიც ადრე იყო დახურული, აღადგინოს სიტუაციის უფრო სრულყოფილი აღქმა.

მიტოვებული მაღაზია  – კლიენტს სთავაზობენ წარმოიდგინოს თავი საგნად ძველ მიტოვებულ მაღაზიაში, აღწეროს თავისი გრძნობები, უპასუხოს კითხვებს, რატომ დატოვეს მაღაზიაში, რას ნიშნავს მისი არსებობა ამ ნივთის სახით. ნივთთან იდენტიფიცირების დროს კლიენტი პროეცირებას ახდენს მასზე თავისი პიროვნული ასპექტიდან.

სიზმარზე მუშაობა – თუ წამოიჭრება ასეთი საკითხი, მაშინ გეშტალტთერაპევტი მუშაობს სიზმრებთანაც. პერლსი თვლიდა, რომ სიზმარი ეს არის მცდელობა დასრულდეს ის რაც სრულად არ გამოიხატება ცნობიერ ცხოვრებაში, ამიტომ უფრო გამოიკვეთება ხოლმე ემოციურად დამუხტული ხატები სიზმრებში. სიზმრებთან მუშაობის პროცესში თერაპევტი კლიენტს სთავაზობენ გახდეს სიზმრის ელემენტები(თანმიმდევრულად სხვადასხვა, რა ელემენტებიც იქნება სიზმარში) ილაპარაკოს, იმოძრაოს, იმოქმედოს მათი სახელით, როგოც ისინი გააკეთებდნენ ამას. დასასრულს გეშტალტთერაპევტს შეუძლია სცადოს  ხიდის გადება ამ ელემენტებს შორის, დააკავშიროს სიზმარი რეალობასთან.

 

მოამზადა ლია თათეშვილმა

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81