ქოუჩინგი

რა არის ქოუჩინგი? – არსი, რაობა და სახეობები

თანამედროვე გაგებით ქოუჩინგი – ესაა პროცესი ან ხელოვნება ისეთი მოვლენების შექმნისა, რომლებიც აიოლებს კლიენტის სვლას მისი მიზნებისკენ და უზრუნველყოფს მისი პიროვნების ყოველმხრივ განვითარებას. ქოუჩინგი – ურთიერთობის განსაკუთრებული სახეა, რომელიც შემუშავებულია ქოუჩის მიერ კლიენტთან ერთად და აქვს კლიენტის პოტენციალის გამომჟღავნებისა და განვითარების უნარი.
ქოუჩინგის ისტორია

ტერმინ „ქოუჩინგის“ ფესვები ინგლისიდან მოდის. იქ „ქოუჩებს“ ეძახდნენ მეეტლეებს, რომლებიც მართავდნენ ჩქაროსნულ ორთვალებს და ახორციელებდნენ ტვირთის სწრაფ გადატანას. თანდათანობით ტერმინი „გადავიდა“ ადამიანური საქმიანობის სხვა სფეროებში. ქოუჩებს უწოდებდნენ რეპეტიტორებს და მასწავლებლებს, რომლებიც მეეტლეების მსგავსად ვალდებულნი იყვნენ, მოსწავლეები სწრაფად მიეყვანათ დასახულ მიზნებამდე.
ტერმინ „ქოუჩინგის“ დანიშნულების მომდევნო პუნქტი – სპორტის სამყაროა. 1880-იანებიდან ქოუჩებს ეძახდნენ სპორტული გუნდების მწვრთნელებს ამერიკულ კოლეჯებში. სწორედ სპორტში გამოვლინდა ტერმინი „ქოუჩინგი“ თავისი თანამედროვე მნიშვნელობით.
ქოუჩინგის თანამედროვე გაგება დაკავშირებულია ტიმოთი გოლვის სახელთან (W. Timothy Gallwey) – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ამავდროულად ჩოგბურთის მოყვარული და მცოდნე. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, გოლვიმ დაწერა წიგნების სერია, სახელწოდებით „შინაგანი თამაში“. წიგნებში წარმოდგენილი იყო სრულებით ახალი მიდგომა ეფექტურობის განვითარებისა და უმაღლესი შედეგების მიღწევისთვის – ჯერ სპორტში, შემდეგ კი ცხოვრების ყველა დანარჩენ სფეროში. სწორედ ეს მიდგომა დევს თანამედროვე ქოუჩინგის მეთოდოლოგიის საფუძველში.
გოლვის რევოლუციურ აღმოჩენად იქცა თეზისი იმის შესახებ, რომ უხილავი მოწინააღმდეგე, რომელიც ჩოგბურთის მოთამაშეს თავში ჰყავს, ბევრად ძლიერი და საშიშია რეალურ მოწონააღმდეგეზე, რომელიც ბადის მეორე მხარეს იმყოფება. სწორედ უხილავი შინაგანი მოწინააღმდეგე ახდენს ჩვენი ძალის და ეფექტურობის ბლოკირებას. შინაგანი მოწინააღმდეგისგან გათავისუფლება, შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევა, აძლევს საშუალებას მოთამაშის სხეულს, დაუყოვნებლად განეწყოს მაქსიმალურად ეფექტური სამუშაოს და უმაღლესი შედეგის მიღწევისთვის.
ქოუჩინგის მეორე მნიშვნელოვან პრინციპად იქცა კიდევ ერთი მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც გოლვიმ სპორტის სფეროში გააკეთა. სპორტსმენების შედეგები მაღლა იწევდა, როცა მათ ავარჯიშებდა სპორტის იმ სახეობის არმცოდნე მწვრთნელი. ამ შემთხვევაში მწვრთნელს არ შეეძლო სპორტსმენებისთვის დირექტივების მიცემა და სტიმულს აძლევდა მათ, მოეძებნათ საკუთარი, ბევრად ეფექტური მეთოდები წარმატებული შედეგების მისაღწევად.
ეს კონცეფცია ძალზედ სწრაფად მიიღეს ბიზნესის სამყაროში, იქიდან კი ქოუჩინგი გავრცელდა ცხოვრების სხვა სფეროებშიც.

ქოუჩინგის სახეობები:
1. მოხმარების კონტენტიდან გამომდინარე
• ბიზნეს-ქოუჩინგი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა. იგი მიმართულია კომპანიის მიზნების მიღწევის ეფექტური მეთოდების ძიებისა და დანერგვისკენ. ამასთანავე, სამუშაო ხორციელდება როგორც კომპანიის ხელმძღვანელების, ასევე თანამშრომლების მიერ. ბიზნეს-ქოუჩინგი უზრუნველყოფს თანამშრომლების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას, მათ კმაყოფილებას სამუშაოთი. წარმატებული ქოუჩინგისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქოუჩს ეკავოს ნეიტრალური პოზიცია კომპანიის მიმართ, არ იყოს მისი ნაწილი.
• Life-ქოუჩინგი ანუ ცხოვრებისეული ქოუჩინგი მდგომარეობს ინდივიდუალურ მუშაობაში ადამიანთან, რომელიც ცდილობს პირადული მიზნების მიღწევას. ქოუჩი, განსხვავებული ტექნიკისა და ინსტუმენტების გამოყენებით, ეხმარება კლიენტს მისი მნიშვნელოვანი ღირებულებების გამოვლენაში, მიზნების დასახვასა და მათ შესრულებაში, ცხოვრების განსხვავებული სფეროების ჰარმონიზებაში, შინაგანი ბარიერების გადალახვასა და შეზღუდული პატერნების ტრანსფორმირებაში.
2. სამუშაოს სიღრმიდან გამომდინარე
• ქოუჩინგი – ყველაზე ხშირად ქოუჩინგში იგულისხმება კლიენტთან მუშაობა ქცევისა და გარემოს დონეზე. ქოუჩი ეხმარება კლიენტს, სწორად მოახდინოს მიზნების ფორმულირება, შეიმუშაოს და შეასრულოს გეგმა მათ მისაღწევად.
• ტრანსფორმაციული ქოუჩინგი – ტერმინი ქოუჩინგის ზოგიერთმა სკოლამ შემოიღო, რათა ხაზი გაესვა კლიენტთან მუშაობისთვის უფრო მაღალ ხარისხში. ასეთი სამუშაო თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ მიზნების დასახვას და პრაქტიკული გეგმების შემუშავებას მათ განსახორციელებლად, არამედ ასევე: კლიენტის სიღრმისეული ცხოვრებისეული ღირებულებების გამოვლენას; მიზნების შეთანხმებას ღრმა ღირებულებებთან და მისიასთან; კლიენტის კონფლიქტური ფასეულობების და ცხოვრების სფეროს ჰარმონიზებას; იმ გაუცნობიერებელი შეხედულებების და გადაწყვეტილებების გამოვლენასა და ტრანსფორმირებას, რამაც მისი ცხოვრების ნეგატიური პატერნები და გარეგანი დაბრკოლებები წარმოშვა; ქვეცნობიერი რესურსების აქტივაციას და უმაღლეს მესთან კავშირის გაძლიერებას. ტრანსფორმაციული ქოუჩინგი ითხოვს ქოუჩის მაღალპროფესიულ მომზადებას, პირად მომზადებას და გონიერებას. ამიტომაც პროფესიული სასწავლო პროგრამები ტრანსფორმაციული ქოუჩინგისთვის საკმაოდ ხანგრძლივია და ხშირად მოიცავს ფსიქოთერაპიის განსხვავებულ მიმართულებებს.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81