ადამიანების უმეტესობას აქვს სხეულის ისეთი ნაწილი, რომელიც არ მოსწონს და სიამოვნებით შეცვლიდა. ზოგიერთს შეიძლება არ მოსწონდეს საკუთარი ცხვირი, ზოგს მიაჩნდეს, რომ ძალიან დიდი ან სულაც ძალიან პატარა თვალის ჭრილი აქვს, სხვებს კი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის პარამეტრების შეცვლა უნდოდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვწუხდეთ ჩვენი არასრულყოფილების გამო, ჩვენი სურვილები და წარმოდგენები მაინც არ გვიშლიან ხელს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ნორმალურ ფუნქციონირებაში.
მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე არიან შეპყრობილი საკუთარი გარეგნობით, რომ ხშირად საათებს ატარებენ მათი სხეულის რეალურ ან წარმოსახვით ნაკლოვანებებზე ფიქრში.
ეს ადამიანები სხეულის დისმორფული აშლილობით (ასევე ცნობილი, როგორც სხეულის დისმორფია, დისმორფული სინდრომი ან დისმორფოფობია) იტანჯებიან.
სხეულის დისმორფული აშლილობა არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენ ვერ წყვეტთ ფიქრს საკუთარ გარეგნობაში არსებულ დეფექტზე ან ნაკლოვანებაზე – ნაკლი, რომელიც რეალურად სხვებისთვის სრულიად უმნიშვნელო ან შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენში იწვევდეს ისეთ შფოთვასა და სირცხვილს, რომ გვაიძულებდეთ თავი აარიდოთ სოციალურ შეკრებებსა და ხალხთან კომუნიკაციას.
როდესაც გაქვთ სხეულის დისმორფული აშლილობა, თქვენ ინტენსიურად ამახვილებთ ყურადღებას თქვენს გარეგნობასა და იმიჯზე, მრავალჯერ ამოწმებთ სარკეს, ითხოვთ სხვებისგან შეფასებებს. თქვენს მიერ აღქმული ნაკლი და განმეორებადი ქცევები იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს და გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამართულად ფუნქციონირების უნარზე.
თქვენ შეიძლება მიმართოთ მრავალ კოსმეტიკურ პროცედურას, რათა “გამოასწოროთ” აღქმული ხარვეზი. ამის შემდეგ შეიძლება იგრძნოთ დროებითი კმაყოფილება ან სტრესის შემცირება, მაგრამ ხშირად შფოთვა მალევე ბრუნდება და გრძელდება “ხარვეზის” გამოსასწორებელი გზების ძიება.
სხეულის დისმორფული აშლილობის ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:
?ზედმეტად ფოკუსირება საკუთარ გარეგნულ ნაკლზე, რომელიც სხვებისთვის შეუმჩნეველი ან უმნიშვნელოა;
?მტკიცე რწმენა იმისა, რომ გარეგნობის დეფექტი გაქვთ, რაც განაპირობებს თქვენს სიმახინჯეს;
?რწმენა, რომ სხვა ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ თქვენს გარეგნობას, აღიქვამენ უარყოფითად ან დასცინიან;
?ისეთი ქმედებები, რომელის მიზანიც არის აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორებას ან დამალვას, (მაგ: სარკის ხშირი შემოწმება, გადამეტებული თავის მოვლა, თმის ან კანის წვალება)
?სტილის, მაკიაჟის ან ტანსაცმლის საშუალებით ნაკლის დაფარვის მცდელობა;
?საკუთარი გარეგნობის მუდმივი შედარება სხვებთან;
?ხშირად ითხოვთ სხვებისგან თქვენი გარეგნობის შეფასებას;
?პერფექციონისტული (გადაჭარბებული ყურადღება დეტალებზე) ტენდენციები;
?ხშირად მიმართავთ კოსმეტიკურ პროცედურებს, თუმცა ვერ იღებთ კმაყოფილების შეგრძნებას;
? ხალხ მრავლობისთვის თავის არიდება.
საკუთარ გარეგნობაზე გადაჭარბებული ფიქრი და კომპულსური ქცევები შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, რთულად კონტროლირებადი და იმდენად შრომატევადი, რომ გამოიწვიოს სერიოზული დისტრესი ან პრობლემები თქვენს სოციალურ ცხოვრებაში, სამსახურში, სკოლასა და სხვა სფეროებში.
კონკრეტულად არაა ცნობილი, თუ რა იწვევს სხეულის დისმორფულ აშლილობას. ფსიქიკური ჯანმრთელობის მრავალი სხვა მდგომარეობის მსგავსად, სხეულის დისმორფული აშლილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი საკითხების კომბინაციით, როგორიცაა აშლილობის ოჯახური ისტორია, დაბალი თვითშეფასება, ნეგატიური დამოკიდებულება და საუბარი საკუთარ თავთან, ტვინის დარღვეული ფუნქციონირება ან ბიოქიმიური დისბალანსი(მაგ.სეროტონინის დონე).
გარკვეული არსებობს ფაქტორები, რომელიც ზრდის დისმორფული აშლილობის გამომწვევ ან განვითარების რისკებს, მათ შორის:
?დისმორფული ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ნათესავების გენეტიკუი გავლენა;
?ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორიცაა მაგ: ბავშვობის ტრავმები, დაცინვა, უგულებელყოფა ან ძალადობა
?გარკვეული პიროვნული თვისებები, როგორიცაა პერფექციონიზმი
?სოციალური ზეწოლა ან სილამაზის სტანდარტები
?სხვა ფსიქიკური პრობლემების არსებობა (შფოთვა, დეპრესია)
საკუთარი გარეგნობის გამო სირცხვილმა და უხერხულობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ სხეულის დისმორფული აშლილობის მკურნალობაში. მაგრამ თუ გაქვთ რაიმე ნიშნები ან სიმპტომები, მნიშვნელოვანია მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, რადგან სხეულის დისმორფული აშლილობა, როგორც წესი, თავისთავად არ უმჯობესდება. მკურნალობის გარეშე დროთა განმავლობაში შესაძლოა გაუარესდეს.
გართულებები, რომლებსაც მოსდევს სხეულის დისმორფული აშლილობას შემდეგია:
?დაბალი თვითშეფასება
?სოციუმისგან იზოლაცია
?მძიმე დეპრესია ან განწყობის სხვა დარღვევები
?სუიციდური აზრები ან ქცევა
?შფოთვითი აშლილობები, მათ შორის სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)
?ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
მოამზადა გურანდა ლაზარაშვილმა
წყარო