ანალიზული ფსიქოლოგიაკარლ გუსტავ იუნგი

კარლ იუნგის ასოციაციური ექსპერიმენტი – “16 ასოციაციის” ტექნიკა

“16 ასოციაცია” – ეს არის ფსიქოლინგვისტური ტექნიკა, მიმართული თქვენი სიღრმისეული ასოციაციების ძებნისკენ, რომელიც შეიძლება მდგომარეობდეს ერთ კონკრეტულ სიტყვაში ან გაგებაში.

ჩვენი გონება მოწყობილია ისე, რომ როდესაც საჭირო ხდება რაიმეს დამახსოვრება, ეს ხდება ვიზუალური მხარეებით, ინფორმაცია ასოცირდება ემოციებთან და შეგრძნებებთან სხეულში – ანუ იმასთან, რაც დიდი ხანია ჩვენს  მეხსიერებაშია. უფრო მეტიც, ყველა ეს “მეხსიერების ნამცეცები”, თავის მხრივ, იმავე კომპლექტით არის კოდირებული, რის გამოც ერთ-ერთი მოგონების გააქტიურება მთელი ქსელების ამოქმედებას ახდენს. ეს ასოციაციები და ასოციაციების ჯაჭვებია.
“16 ასოციაციის” სავარჯიშოების დახმარებით შეიძლება “გამოქაჩო” ამორჩეული სიტყვა, როგორც ძაფი და სინათლეზე ამოიტანო ძირითადი დამაკავშირებელი ასოციაციები – იმისთვის რომ იპოვო ის, რომელიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას თქვენს მთავარ პრობლემაზე.

ტექნიკა
ვირჩევთ სიტყვას (პრობლემას), რომლითაც ჩვენ ვიმუშავებთ. მაგალითად: თუ ქალს/მამაკაცს უშვილობის პრობლემა აწუხებს ეს სიტყვაა – ბავშვი ან ორსულობა იქნება.
იფიქრეთ ბავშვზე ზოგადად … ბავშვი, როგორც კონცეფცია … თქვენი პირადი ორსულობა … ახლა ჩაწერეთ ცხრილში 16 სიტყვა თქვენი ასოციაციების ბავშვთან. ეს შეიძლება იყოს სახელები, ზმნა, ზმნები, ნაცვალსახელები … მთავარი წესი ის არის, რომ არცერთი სიტყვა არ უნდა გამეორდეს სავარჯიშოს განმავლობაში.
დააკავშირეთ შემდეგი სიტყვები ორ-ორად; პირველი – მეორესთან, მესამე – მეოთხესთან და ასე შემდეგ.
თითოეული წყვილისთვის, იპოვეთ სიტყვა, რომელიც აერთიანებს ამ კონცეფციებს თქვენთვის. იყავით, რაც შეიძლება პატიოსანი, მოუსმინეთ საკუთარ თავს – ეს უნდა იყოს თქვენი, ეს არის თქვენი პირადი ურთიერთობა ამ ორ სიტყვაზე.
როცა გექნებათ 8 სიტყვა, ჩვენ ხელახლა დავაკავშირებთ მათ.
და კვლავ მოძებნეთ თქვენი წყვილი თითოეული სიტყვისთვის. იყავით ყურადღებიანები, მოუსმინეთ საკუთარ თავს. ეს სიტყვა შეგეფერებათ? ..რაც უფრო გულახდილი, უფრო გულწრფელი იქნებით თქვენ თავთან, უფრო ძლიერი იქნება შედეგი.
ჩვენ ვაგრძელებთ იქამდე სანამ ერთი სიტყვა არ დარჩება.
მიაქციეთ ყურადღება, როდესაც აღმოაჩენთ ბოლო სიტყვას – სიღრმისეულ ასოციაციას – ამას ყოველთვის აქვს რაღაც რეაქცია სხეულში.
ყურადღება მიაქციეთ პოზიტიურ და უარყოფით სიტყვებს – რომელი უფრო მეტია? რომელი სვეტში?

“16 ასოციაციის” ტექნიკის “გასაღებები” – რა არის ჩაფლული თითოეულ სვეტში:
პირველი სვეტების სიტყვები გვიჩვენებს, ზედაპირული და კარგად გააზრებული ასოციაციების სტერეოტიპებს. ის რაც გონებაში ჩაგვიდეს ბავშვობაში, და რაც ჩვენ თვითონ შევიტანეთ გარემოდან, ტელევიზია / ინტერნეტი და საზოგადოება …
მეორე სვეტი – ფიქრის დონე, ის, რაზეც ვფიქრობთ ამორჩეულ სიტყვასთან მიმართებაში.
მესამე – ჩვენი ემოციების გამოხატვა ამორჩეული სიტყვის მიმართებით.
უკანასკნელი – უკანასკნელი ორი სიტყვა, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემის ძირითად ამოცანას, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებსა და შიდა შერჩევის სტრატეგიებს.
სავარჯიშოების დროს მნიშვნელოვანია, არა ზოგადად მიღებული ასოციაციები, არამედ თქვენს პიროვნებაზე დაყრდნობა. თუ დაგეწყებათ უმოქმედობა, ახლიდან გაიმეორეთ სხვადასხვა სიტყვების წყვილები და მოუსმინეთ, რა აერთიანებთ მათ ან რას წარმოადგენენ შენთვის. სწორად გაკეთებული ასოციაცია გაძლევთ აშკარა სხეულის რეაქციას, განსაკუთრებით სიღრმისეულს.
მეორე მინიშნება არის სხეულის შეგრძნებები. თუ აღმოჩენილი გაქვთ ასოციაცია, თქვენ ფაქტიურად გრძნობთ თქვენს სხეულს. განსაკუთრებით ძლიერია სხეულის რეაქცია, როდესაც ბოლო სიტყვას მოიძიებთ, ძალიან ღრმა ასოციაციას.
რეაქცია საკმაოდ ძლიერია და ის, ვინც ეს ტექნიკა გამოიყენა, ვერასოდეს ვერ დაუმალავს საკუთარ თავს – კომფორტულადაა თუ არა ამ ასოციაციასთან, ნეგატიურია ის თუ პოზიტიური.
თუ იგივე სიტყვა მოგეცემათ სხვადასხვა დონეზე ახლიდან და ახლიდან (ხოლო გამოყენებული სიტყვების მეორედ გადაწერა არ შეიძლება), მაშინ ეს თქვენი ქვეცნობიერის მინიშნებაა. სავარაუდოდ, ამ სიტყვით დაწყებული ჯაჭვი გავლენას ახდენს თქვენი პირველ აღქმაზე.
ძალიან სასარგებლოა კლიენტისთვის ამ სავარჯიშოების შეთავაზება, მისი ბავშვის მდგომარეობაში ჩაყენება.
შედეგების შედარება.
შეიძლება აღმოცენდეს ღრმა შიდა კონფლიქტი და გამოჩნდეს თერაპევტის სესიის აქტიური მოთხოვნა.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81