წარმატების ფსიქოლოგია

როგორ მოვიქცეთ, როდესაც კლიენტი არ გვენდობა

თქვენ პროფესიონალისგან ვერასდროს მოისმენთ აღიარებას, რომ ის სანდო არ არის, თუმცა ძალიან ბევრ ახალგაზრდა ბიზნესმენი ვერ ამტკიცებს საკუთარ სანდოობას.

4 მთავარი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არ ყიდულობენ ადამიანები ჩვენს პროდუქტს, ან მომსახურებას: არ სჭირდებათ, ფული არ აქვთ, დრო არ აქვთ და ბოლო, ყველაზე საშიში – არ გენდობიან.

როდესაც ვიღაც თქვენს პროდუქციას არ იძენს იმიტომ, რომ ეჭვქვეშ აყენებს თქვენს პროფესიონალიზმს, ეს თქვენი ბიზნესისთვის გრძელვადიანი კრიზისის წინაპირობაა. ეს ზიანი რთული გამოსასწორებელია, რადგან ძალიან იშვიათია, ვინმე გამოვიდეს და თქვას, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სარგებლობს იგი მომსახურებით – თქვენ ხართ.

უნდობლობა მარტივად ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იმავე პროდუქტს, დაახლოებით იმავე ფასად სხვისგან შეიძენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ფულიც ჰქონდათ და საჭიროებაც. ამაზე უკეთესი შესაძლებლობა აღარ მოგეცემათ კითხვისთვის, თუ რატომ აირჩიეს ის და არა თქვენ. ეს საკმაო გამბედაობას მოითხოვს, თუმცა სამაგიეროდ, ძალიან დაგეხმარებათ ბიზნესის სწორი მიმართულებით განვითარებაში. ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ მიიღოთ შესაბამისი სწავლებები, შეცვალოთ ბიზნესი უკეთესობისკენ და განვითარდეთ.

აუცილებლად უნდა გაარკვიოთ უნდობლობა თქვენს კომპანიას ეხება, თუ პირადად თქვენ. ბიზნესში ნდობის მოპოვებასთან ერთად, თავდაჯერებულობა, კომპეტენტურობის შეგრძნება და მუშაობის ხარისხიც გაიზრდება.

შესაძლოა, ადამიანები გრძნობდნენ, რომ თქვენ ხართ გულწრფელი, კომპეტენტური კონკრეტულ საკითხში, მაგრამ ისინი ვერ გენდობიან, თუ საკმარისად საიმედო არ ხართ მათთვის. თუ თქვენი საქმე იცით, საიმედოც ხართ, თუმცა ხალხი მიიჩნევს, რომ პატიოსანი არ ხართ, მაშინ დაივიწყეთ, მათთან ვერასდროს შეძლებთ ბიზნესის კეთებას.

ახალგაზრდა პროფესიონალებმა უნდა შექმნან კითხვების სია, რომელშიც საკუთარი თავის მისამართით ნდობის მოპოვებისკენ მიმართული შეკითხვები იქნება დასმული. თუ რომელიმე შეკითხვაზე პასუხი იყო „არა“ ეს ნიშნავს იმას, რომ  შესაძლოა არ გენდობიან.

  • კომპეტენცია: ვიცოდი რის შესახებ ვლაპარაკობდი? რაიმე ინფორმაციული შეცდომა ხომ არ დავუშვი მომხმარებლისთვის ჩემი კომპანიის მიზნებისა და მომსახურების გაცნობის დროს?
  • სანდოობა: დროზე მივედი დანიშნულების ადგილას? დროულად ვუპასუხე ზარებს და შეტყობინებებს?
  • სამართლიანობა: ყოველთვის მომხმარებლის ინტერესების სასარგებლოდ ვიქცევი? რაიმე ისეთი ხომ არ ვთქვი, რის გამოც მომხმარებელს ჩემს სამართლიანობაში ეჭვი შეეპარა?

პირად განვითარებაზე ზრუნვა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის საკუთარი თავის გამოცდაა. გახსოვდეთ, თქვენ ყოველთვის სამართლიანად უნდა იმუშაოთ. პრობლემები კომპეტენციასა და სანდოობასთან დაკავშირებით, გამოსწორებადია, თუმცა თუ სამართლიანი არ ხართ, მეორე შანსს არავინ მოგცემთ.

 

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81