პიტერის პრინციპი

0

ლორენს პიტერი კანადელი განათლების თეორიტიკოსი და სოციოლოგია. იგი ცნობილი გახდა წიგნით „პიტერის პრინციპი“, რომელიც 1968 წელს გამოქვეყნდა. წიგნი შეეხება ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას- როგორიცაა თანამშრომლების კომპეტენცია და დაწინაურების საკითხები. პიტერის პრინციპს ასევე იყენებენ საკლასო ოთახშიც, როგორც მასწავლებელთა გზამკვლევი მოსწავლეების კომპეტენციის საკითხებში გასარკვევად.

პიტერის პრინციპი შეეხება დიდ ორგანიზაციებს, კორპორაციებს, სადაც მკაფიოდ არის წარმოდგენილი თანამდებობრივი იერარქია, სადაც თანამშრომლები იერარქიულად ზემოთ ადიან დაწინაურების გზით. პიტერის აზრით ყველა თანამშრომელი გადის გზას კომპეტენტურობიდან არაკომპეტენტურობამდე, როდესაც იგი წყვეტს განვითარებას და დაწინაურებას.

ადამიანი ვითარდება და იზრდება პროფესიულ სარბიელზე,  სანამ ის პასუხობს არსებული სამუშაოს თუ თანამდებობის მოთხოვნებს.

ამრიგად დავიწყოთ თავიდან, ყველა ორგანიზაციაში დამსაქმებელს სამსახურში აჰყავს კომპეტენტური თანამშრომელი შესაბამისი ვაკანსიისთვის. აყვანილი მუშაკი მუშაობს, ავლენს მისი კომპეტენტურობის შედეგებს. შემდეგ კი ხდება მისი მუდმივი დაწინაურება იერარქიულ კიბეზე, მანამ სანამ ის ამჟღავნებს მის კომპეტენტურობას. როგორც კი მუშაკი გადადის ისეთ თანამდებობაზე, სადაც უკვე ის არ არის კომპეტენტური წყდება მისი იერარქიული განვითარება.

პიტერი საკმაოდ მკაცრად უდგება კომპეტენტურობის საკითხს და თვლიდან რომ თუ მუშაკი დაწინაურების შედეგად გახდა არაკომპეტენტური ის ვეღარ უბრუნდება კომპეტენტურობის დონეს. უცნაური კი ისაა, რომ ასეთ თანამშრომელს არ ათავისუფლებენ. იგი განაგრძნობს უბრალოდ მუშაობას მისი არაკომპეტენტურობის დონეზე, სანამ ის სისტემის მუშაობას არ უშლის ხელს. როცა უკვე სისტემა ზიანდება მისი მუშაობით ის არც მაშინ ქვეითდება, არამედ გადაჰყავთ მსგავს, მაგრამ პერიფერიულ ადგილას.

პიტერი ასევე მიიჩნევს რომ თუ თანამშრომელი მოგვწონს, ვაფასებთ მის შრომას მაინც არაა აუცილებელი დავაწინაუროთ, შესაძლოა ის მოგვწონდეს იქ სადაც ახლაა და არა სხვა ადგილას. მაგრამ თუ მაინცდამაინც გვჭირდება მისი დაწინაურება საჭიროა მისი სპეციალური სასწავლო ტრენინგ კურსით უზრუნველყოფა, რათა თანამდებობის და მუშაკის კომპეტენტურობა შესაბამისი იყოს. თუ ასე არ მოვიქცევით ყველა დასაქმებული მუშაკი ადრე თუ გვიან გახდება არაკომპეტენტური თავის საქმეში.

ახლა რაც შეეხება პიტერის პრინციპის გამოყენებას საკლასო ოთახში. პიტერი გამოჰყოფს ოთხი სახის კომპეტენციას, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს ივარაუდოს რომელ დონეზეა მოსწავლე საგნის ცოდნის კომპეტენტურობით.

პირველი ესაა- „გაუცნობიერებელი არაკომპეტენტურობა“ როცა მოსწავლე ვერ ხვდება და არ აქვს გაცნობიერებული რომ რაიმე არ იცის ან რაიმე უნარს ვერ ფლობს.

მეორე- „გაცნობიერებული არაკომპეტენტურობა“ როცა მოსწავლე უკვე ხვდება სად აქვს ხარვეზი და ფიქრს იწყებს ამ საკითხზე.

მესამე- „გაცნობიერებული კომპეტენტურობა“ როცა მოსწავლე უკვე ასრულებს იმ დავალებას, რომელიც ადრე უჭირდა, მაგრამ იგი მისგან დიდ კონცენტრაციას მოითხოვს.

და ბოლოს მეოთხე- „გაუცნობიერებელი კომპეტენტურობა“ დავალების შესრულება ავტომატურად და მარტივად შეუძლია.

მოამზადა სოფო მელაძემ

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81